მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობა უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Child Development.
კვლევაში მონაწილეობდა 17 წლის 323 მოზარდი. კვლევის დროს მეცნიერებმა შეაგროვეს მონაცემები მოზარდების ძილის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში ჭკვიანი საათების გამოყენებით, რომლებიც იწერდნენ კიდურების მოძრაობას.
ასევე ყოველ დილით მოზარდები აფასებდნენ ძილის ხარისხს, ხოლო ყოველ საღამოს - დღის განმავლობაში მათ განწყობას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შედეგებმა აჩვენა, რომ ბედნიერების გრძნობა დაკავშირებულია მოუსვენარ ძილთან. ნეგატიური განწყობა ასოცირდებოდა ძილში გატარებულ მეტ დროსა და უფრო მშვიდ ძილთან.
თუმცა, მონაწილეთა სუბიექტურმა შეფასებამ აჩვენა, რომ კარგ განწყობას ახლდა ძილის მაღალი ხარისხი, ნეგატიურ განწყობას კი ძილის ცუდი ხარისხი.