/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

ვარჯიშის როლი ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მართვაში - რა აჩვენა კვლევამ

ვარჯიშის როლი ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მართვაში - რა აჩვენა კვლევამ
მიზანშეწონილია, რომ მოზრდილებმა ყოველ კვირას 150-300 წუთი უნდა ივარჯიშონ.

კვლევა ვარაუდობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, გულის დაავადებების პრევენციას და ძილის ხარისხი. გარდა ამისა, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ვარჯიში ასევე ხელს შეუწყობს ღვიძლის ცხიმის მნიშვნელოვნად შემცირებას იმ პირებში, რომელთაც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებით უწევთ ცხოვრება.

მკვლევარების თქმით, ეს კვლევა ასახავს ვარჯიშის მკაფიოდ განსაზღვრულ რაოდენობას, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ცხიმოვანი ქსოვილის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მისაღწევად.

ეს კი ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენს ყოველკვირეულ რუტინაში მხოლოდ ზომიერი რაოდენობით ვარჯიშის ჩართვით შეიძლება მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კვლევა გამოქვეყნდა The American Journal of Gastroenterology-ში. კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ყოველ კვირას 150 წუთი სეირნობა მნიშვნელოვნად აუმოჯებესებს მდგომარეობას.

ვარჯიში ეფექტურად ამცირებს ღვიძლის ცხიმს. ფიზიკური აქტივობა,სტანდარტულ კლინიკურ მკურნალობასთან შედარებით, 3.5-ჯერ უფრო მეტად ეფექტურად ამცირებს ღვიძლის ცხიმს. ვარჯიში დაავადების მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მუცლის ექოსკოპიამ (კუჭის პრობლემები მაქვს წლებია, პერიოდულად მიმწვავდება და ვმუკრნალობ, ღვიძლზე პრობლემა არასდროს მქონია), ღვიძლზე აჩვენა გაცხიმოვნების ნიშნები და ორი ცალი ჯირკვალი 0.7 სმ, სხვა ორგანოები, ნაღველი პანკრეასი, ელენთა და სხვები წესრიგშია, სითხე მუცლის ღრუში არ არის, ღვიძლის ზომა გადიდებული არაა ამის შემდეგ გავიკეთე ღვიძლის ფუნქციური სინჯები alt 17.5 - n 10-40. alp 58 n &lt;129. ast 16,8 n15 - 40. Ggt - 34 2-30. ბილირუბინი - 0.916 n&lt;1.2 სისხლის საერთო ანალიზშიც ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ერითროციტებია ოდნავ დაბალი 4.48 n4.5-5.9 მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ხანდახან თითქოს უსიამოვნო შეგრძნებასავით მაქვს... რომელიც მენჯისკენ გადაეცამა თითქოს. რამდენად საყურადღებოა აღნიშნული (კუჭზე მკურნალობა დავასრულე კურსი, მქონდა გასტრიტი, და წყლულები).</p>

პაციენტებზე დადებითად მოქმედებს სიარული, ცურვა, აერობიკა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან - 5 წესი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ვარიკოზული ვენები გვხვდება ქალების 35%-ში, ხოლო მამაკაცების 20%-ში.დღესდღეობით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა ადამიანებს საშუალება მისცა არაქირურგიული, უმტკივნეულო მეთოდებით მოაგვარონ ეს პრობლემა. სტატიაში 5 წესს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაავადება და მისი მოსალოდნელი გართულებები.

წესი 1. არ დაივიწყოთ რისკის ფაქტორები

რო­გორც მრა­ვა­ლი სხვა და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­რი­კო­ზის დროსაც დი­დი მნიშვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას. თუ და­ა­ვა­დებას ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში­ვე გა­მო­ვავ­ლენთ, მას­თან გამ­კლა­ვე­ბა საგ­რძნობლად გაგ­ვი­ად­ვილ­დე­ბა. ამი­ტომ გან­საკუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბით უნ­და იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც რის­კის ჯგუფ­ში შე­დი­ან.

ვა­რი­კო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი გან­წყო­ბა, რომე­ლიც ვა­რი­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 60-80%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა. თუ მშობ­ლებს ვე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, დი­დია ალბა­თო­ბა, ამ პრობ­ლე­მას თქვენც შე­ე­ჯა­ხოთ.

რის­კის მე­ო­რე ფაქ­ტო­რია მჯდო­მა­რე ან მდგო­მა­რე სა­მუ­შა­ო. რო­დესაც ფე­ხე­ბი დიდხანს არის უძ­რა­ვად (გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში), ვე­ნებს უჭირთ, მუდ­მივ ჰიდ­როს­ტა­ტი­კურ წნე­ვას­ გაუმ­კლავ­დნენ; იწყ­ე­ბა ქვე­და კი­დუ­რებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბა, რა­საც ვა­რიკო­ზამ­დე მივ­ყა­ვართ. სამ­წუ­ხა­როდ, რის­კის ამ ჯგუფ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხვდნენ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: გამყიდვე­ლე­ბი­თ და მძღო­ლე­ბი­თ დაწყ­ე­ბუ­ლი, მე­ნე­ჯე­რე­ბი­თა და ბან­კი­რე­ბით დამთავრებული.

ქა­ლე­ბის­თვის რის­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ორ­სუ­ლო­ბა. ბავ­შვის და­მა­ტე­ბი­თი წო­ნის გა­მო, ფე­ხებ­ზე დატ­ვირ­თვა საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა. ვე­ნებ­თან დაკავშირებული პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად უჩ­ნდე­ბათ ჭარ­ბწონი­ა­ნებს, აგრეთვე მათ, ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბაც ძლი­ერ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას მო­ითხ­ოვს (მტვირ­თა­ვე­ბი, ძა­ლოს­ნე­ბი)

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი დიდ­ხანს ზის ან დგას, მის ფე­ხებს სტა­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ად­გე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად სა­ზი­ა­ნოა ვე­ნე­ბის­თვის, ხო­ლო დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი და­დის ან დარ­ბის), პი­რიქით, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ფლე­ბო­ლოგე­ბი წვი­ვის კუნ­თებს "პე­რი­ფე­რი­ულ გულს" უწო­დე­ბენ სწო­რედ მა­თი მუ­შა­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან სის­ხლის გა­დი­ნე­ბას. ამიტო­მაც მოგ­ვი­წო­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ხში­რად ვი­ა­როთ ფე­ხით.

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სუ­ლებს, მათ ფლე­ბო­ლოგს ორ­ჯერ უნ­და მი­მარ­თონ: ორ­სუ­ლო­ბის ად­რე­ულ და გვი­ან სტა­დი­ებ­ში. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კომ­პრე­სი­უ­ლი ტრი­კო­ტა­ჟით ვა­რი­კო­ზის თა­ვიდან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

322119566-717519459957812-6745887704956863209-n-1673604822.jpg

წესი 2. პროფილაქტიკა სჯობს მკურნალობას

ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა ფე­ხის კუნთე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი დი­ნა­მი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. სა­სარ­გებ­ლოა სი­ა­რული ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დით, სირ­ბი­ლი, ცურ­ვა, კი­ბე­ზე ას­ვლა. მოკ­ლედ, რაც უფ­რო მე­ტად მუ­შა­ობს ფე­ხის კუნ­თე­ბი, მით უფ­რო ნაკ­ლე­ბია ვენე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტიკის­თვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კომ­პრე­სი­ულ ტრი­კო­ტაჟს. სპე­ცი­ა­ლური წინ­დე­ბი, კოლ­ჰო­ტე­ბი ახ­დენს ზე­წო­ლას ვე­ნებ­ზე, აუმ­ჯო­ბე­სებს სისხლის მი­მოქ­ცე­ვას ქვე­და კი­დუ­რებ­ში, ამ­სუ­ბუ­ქებს ვე­ნე­ბი­სა და კუნ­თო­ვანი ტუმ­ბოს მუ­შა­ო­ბას, ამ­ცი­რებს გუ­ლის დატ­ვირ­თვას, აქ­რობს ფე­ხე­ბის დაღლილობას, ტკი­ვილ­სა და შე­შუ­პე­ბას.

აქ­ვე უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ორი რამ: უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი კომ­პრე­სი­უ­ლი ტრიკო­ტა­ჟი და ის უნ­და შეგ­ვირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა. თუ კომ­პრე­სიის დო­ნე არას­წო­რად შე­ირ­ჩა, თეთ­რე­ულ­მა შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტად გვავ­ნოს, ვიდრე გვარგოს.

წესი 3. დროული დიაგნოსტიკა

ბევრს მი­აჩ­ნი­ა, რომ დღის ბო­ლოს ფე­ხე­ბის დაღ­ლი­ლო­ბა, ტკი­ვი­ლიდა შე­შუ­პე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა, ექი­მე­ბი კი გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ასე არ არის. თუ ასე­თი რამ მხო­ლოდ მძი­მე სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღის ბო­ლო­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, დრო­ა, ექიმს მი­მარ­თოთ

ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ეს ქვე­და კი­დუ­რებ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვის პირ­ვე­ლი სიმ­პტო­მე­ბი იყოს. მით უმე­ტეს სა­ჭი­როა ექიმ­თან მის­ვლა, თუ ფე­ხებ­ზე სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბიც გა­გიჩ­ნდათ.

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ყუ­რადღ­ე­ბას არ აქ­ცევს ამ­გვარ "წვრილ­მა­ნებს" და მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­მარ­თავს ექიმს, რო­დე­საც შე­შუ­პე­ბა ხშირდე­ბა, ერ­თვის ტკი­ვი­ლი და კრუნ­ჩხვა, შე­სამ­ჩნე­ვად იბე­რე­ბა მსხვი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი. და­მა­ტე­ბი­თი სიმ­პტო­მია მსუ­ბუ­ქი ტრო­ფი­კუ­ლი დარღვე­ვე­ბი - სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის გა­მო უა­რეს­დე­ბა ქსო­ვი­ლე­ბის კვე­ბა. ყვე­ლა­ზე ჯი­უტ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ექიმს ამ დრო­საც არ მი_მარ­თა­ვენ, შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ე­ზარ­დოთ უკა­ნას­კნელ სტა­დი­აში, რო­დე­საც კან­ზე ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლე­ბიჩნდე­ბა. ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ და­ა­ვა­დე­ბა მე­ტის­მე­ტად არის მიშ­ვე­ბუ­ლი და ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­დე­ბა. ცხა­დი­ა, საქ­მე აქამ­დე არ უნ­და მი­ვიყ­ვა­ნოთ. რაც უფ­რო ად­რე მივ­მარ­თავთ ფლე­ბო­ლოგს, მით უკე­თე­სი იქნება ჩვე­ნიჯანმრთელობისთვის.

322941911-1594622587667783-2818745927350657220-n-1673604892.jpg

წესი 4. ერიდეთ თვითმკურნალობას

ვა­რი­კო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ექიმ­თან მის­ვლას თვით­მკურ­ნა­ლო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. ზო­გი ხალ­ხურ რე­ცეპ­ტებს ჭრის გა­ზეთე­ბი­დან, ზო­გი ყი­დუ­ლობს რეკ­ლა­მი­რე­ბულ კრე­მებს, რომ­ლე­ბიც ფეხე­ბის "სიმ­სუ­ბუ­ქეს" გვპირ­დე­ბა... ვა­რი­კო­ზის სამ­კურ­ნა­ლო ხალ­ხუ­რი საშუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნა­მა­ტო­ნიზე­ბელ კრე­მებს, ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვა­რი­კო­ზის­გან ვერ გა­ნი­კურ­ნე­ბით, თუმ­ცა, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­ძნე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბანამ­დვი­ლად შე­უძ­ლი­ათ.

სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და შე­არ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჩვე­ულებ­რივ, ვა­რი­კო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პლექ­სუ­რი­ა. უნი­ვერ­სა­ლუ­რი საშუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის­გან გვიხ­სნის, არ არ­სე­ბობს. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის არ­ჩე­ვა კი ფლე­ბო­ლო­გის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ა. თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­ა.

წესი 5. მკურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალს

ფლე­ბო­ლო­გის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ქვე­და კი­დუ­რებ­ში ნორ­მა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის აღ­დგე­ნა­ა. და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში ოპერა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა შე­საძ­ლოა არც კი გახ­დეს სა­ჭი­რო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს ხა­რის­ხი­ა­ნი, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კომ­პრე­სი­ული ტრი­კო­ტა­ჟი ვე­ნო­მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კურ­სთან ერ­თად. შორს წა­სულ შემ­თხვე­ვებ­ში კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ქირურ­გი ფლე­ბო­ლო­გი ამოკ­ვეთს და­ზი­ა­ნე­ბულ ვე­ნებს და ვე­ნურ სისხლს საღ კან­ქვე­შა და უფ­რო ღრმა ვე­ნებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლებს.

უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა სკლე­რო­თე­რა­პიავა­რი­კო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის უოპე­რა­ციო მე­თო­დი, რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბულ ვე­ნას კი არ კვე­თენ, არა­მედ ინი­ექ­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შეჰ­ყავთ მას­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი. ეს პრე­პა­რა­ტი თით­ქოს "ა­წე­ბებს" ავად­მყოფ ვე­ნას, რო­მე­ლიც დრო­თა განმავ­ლო­ბა­ში თა­ვის­თა­ვად ქრე­ბა. ეს უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რა­ა, რომე­ლიც არ ტო­ვებს არა­ვი­თარ ნა­წი­ბურს, თუმ­ცა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­სი ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი ექიმ­მა უნ­და შეარ­ჩი­ოს.

323310362-558737036138902-1452731122315683550-n-1673604973.png

ამ და სხვა სამედიცინო თემებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ "პალიტრა L-ის“ წიგნების ახალი სერიიდან „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“. მასში მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ვრცლად არის განხილული სხვადასხვა გავრცელებული დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და მკურნალობის თანამედროვე, აპრობირებული მეთოდები.

უკვე გამოვიდა სერიის პირველი ტომი, ხოლო მეორე ტომი 16 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი. წიგნი შეძენა შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.