რატომ ვითარდება COVID-19-ის შემდეგ „ტვინის ნისლი“

ერთ-ერთი მათგანია „ტვინის ნისლი“. მეცნიერთა კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nატურე ჩომმუნიცატიონს.
სპეციალისტებმა გამოავლინეს კორონავირუსული ინფექციის ჯანმრთელობაზე გავლენასა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების, როგორებიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი, ადრეულ სტადიას შორის მსგავსება. ხანგრძლივ COVID-19-თან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში ნერვული უჯრედებისათვის ტოქსიკური ამილოიდების დაგროვებით. ეს უკანასნელი წარმოიქმნება კორონავირუსის ცილოვანი ფრაგმენტებისგან – OღF6 და OღF10.
შესაძლებელია ამილოიდური ფოლაქები აღინიშნებოდეს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ცნს-ში. ამილოიდების მდგრადი სტრუქტურა განაპირობებს მათ მუდმივ არსებობას ცნს-ში დასნებოვნების შემდეგ, რითაც შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას COVID-19-ის მდგრადი ნევროლოგიური სიმპტომები. ეს გროვები დემენციის განვითარებასთან დაკავშირებული ამილოიდური გროვების მსგავსია. თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არაა ნათელი, რამდენად ახდენენ ისინი ტვინის ნელა პროგრესირებადი დაზიანების პროვოცირებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუ კვლევებით დადასტურდება, რომ ამილოიდური გროვები ხელს უწყობს ხანგრძლივ COVID-19-ს, მაშინ ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო საშუალებები შეიძლება გამოიყენონ ნევროლოგიური სიმპტომების სამკურნალოდ.
გახანგრძლივებულ COVID-19-ს ახასიათებს ნევროლოგიური სიმპტომატიკის განვითარება, როგორებიცაა: მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების დაქვეითება, ძლიერი თავის ტკივილები და შემთხვევათა 30%-ში ინსულტიც კი. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე თვეც გაგრძელდეს. თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსმა შეიძლება შეაღწიოს ინფიცირებული ადამიანის ტვინშიც. ამდენად, ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების მექანიზმები ჯერჯერობით უცნობია.