ბაიდენი მსოფლიოს ახალი პანდემიის გარდაუვალობის შესახებ აფრთხილებს

ამის შესახებ მან აშშ-აფრიკის სამიტზე განაცხადა.
„COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლისას, ჩვენ ვაგრძელებთ უფრო ძლიერი, საიმედო ჯანდაცვის სისტემების, ინსტიტუტების შექმნას და ძალისხმევას ვაძლიერებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საუკეთესოდ მომზადებულები ვართ ჯანდაცვის გამოწვევების გადაჭრისათვის, მათ შორის ახალ პანდემიასთან საბრძოლველად, და ეს ნამდვილად იქნება.“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა აფრიკის 49 ქვეყანას მიაწოდა 231 მილიონი დოზა ვაქცინა და ჩადო ინვესტიცია წამლების წარმოებაში ამ კონტინენტზე. ბაიდენმა ასევე აღნიშნა ამერიკულ-აფრიკული თანამშრომლობა შიდსის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში.