მეცნიერებმა ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე ბამბა შექმნეს

ამისათვის ქსოვილი დაფარეს ლითონის ოქსიდის ნანონაწილაკებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, თრგუნავს ბაქტერიების და სხვა მიკროორგანიზმების, მათ შორის რეზისტენტული მიკროორგანიზმების აქტივობას. დამატებითი დაცვისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს ულტრაბგერითი დამუშავების ტექნოლოგია, რამაც შესაძლებელი გახადა ლითონის ნაწილაკების თანაბრად განაწილება.
მომხმარებლისთვის მასალის საბოლოო გარეგნობა და ხარისხი საერთოდ არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბამბისგან. როგორც აღნიშნავენ, დამცავი საფარი უძლებს მინიმუმ 20 რეცხვას სარეცხ მანქანაში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ვიეტნამში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა ხელს უწყობს პათოგენების აქტიურ რეპროდუქციას, სამთვიანი ცდების პროცესში, ქსოვილზე მიკროორგანიზმების რაოდენობა 30-100-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დაუმუშავებელ ბამბაზე.
ექსპერიმენტებმა ასევე აჩვენა, რომ დამუშავებული მასალა 20%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე საკონტროლო ნიმუშები, ვინაიდან ქსოვილის რღვევის მთავარი მიზეზი ერთუჯრედიანი სოკოებია, რომელთა წინააღმდეგ თუთიის ოქსიდი შესანიშნავი საშუალებაა.