/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

„შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“

„როშ ჯორჯიამ“ ადრეული ფილტვის კიბოს მართვის მთავარ საკითხებზე კონფერენცია გამართა

შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს მიეძღვნა.

მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას სთავაზობს, პრეპარატის, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ადრეული ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა.

roshi-shida-1-1670321745.jpg

„სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადებების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს, არ იწვევს სიმსივნური უჯრედების პარალელურად ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდა,“ - ითქვა კონფერენციაზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როშისსიმსივნის საწინააღმდებო იმუნოთერაპიულმა პრეპარატმა ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას.

„კომანია როშის უმთავრეს მიზანს ონკოლოგიაში წარმოადგენს პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა, რაც ნიშნავს სწორი პაციენტისთვის სწორ მკურნალობას სწორ დროს. პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები და მედიკამენტები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს წარმოგიდგენთ პირველ და ამ ეტაპზე ერთადერთ სიმსივნის იმუნოთერაპიულ პრეპარატს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სრულად გამოჯანმრთელების ალბათობას ადრეული ფილტვის კიბოს ოპერაციის შემდგომი მკურნალობის დროს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვცვლით წარმოდგენას ფილტვის კიბოს მკურნალობაზე და ფილტვის კიბოს მკურნალობის მიზანი უნდა იყოს განკურნება,“ - განმარტა „როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა, ნინო განუგრავამ.

roshi-shida-2-1670321789.jpg

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

გამართული კონფერენციის მთავარი მიზანი მოწვეული საზოგადოებისთვის ფილტვის კიბოს მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვის გაცნობა იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია.

„ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. ვერაგ დაავადებას, გამორჩეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოხატულებები არ აქვს და იმ სიმპტომებით ვლინდება, რომლებიც ფილტვის ანთებით, ავტოიმუნურ ან ტუბერკულოზურ პროცესებსაც შეიძლება ახლდეს თან. ჩვენებები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლებისა და თავის ტკივილს. ზოგადი კლინიკური მანიფესტაციის გამო, ხშირად სხვა დაავადებების დიაგნოზით მკურნალობენ. შედეგად, ფილტვის კიბოს გამოვლენა პაციენტთა 60%-70% -ში არა ადრეულ სტადიაზე, არამედ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. არადა დროულ დიაგნოსტირებასა და პროფესიონალთა გუნდთან მოხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ, სკრინინგის მნიშვნელობასა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ვასუბრობთ დღე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს რომ მართლაც შევცვალოთ წარმოდგენები ფიტლვის კიბოზე და მკურნალობის მიზანი გახდეს განკურნება,“ - გამარტავს ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით გიორგაძე.

roshi-shida-3-1670321810.jpg

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ონკოლოგმა ივანე კილაძემ, კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, გამოწვევები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ სტატსტიკასა და დაავადების სიმძიმეზე.

„იმუნოთერაპიამ ძალიამ ბევრი რამ შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობაში, კერძოდ, მეტასტაზური ფილტვის კიბოს დროს გადარჩენადობა გასული საუკუნის დასაწყისში თუ 4-5% იყო, დღესდღეობით ეს რიცხვი 25-30%- მდე გაიზარდა. უფრო შთამბეჭდავია შედეგები მესამე სტადიის, ანუ ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბოს და ადრეული ფილტვის კიბოს დროს. თუკი ძველად ამაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ადრეული ფილტვის კიბოს განკურნებაზეც კი,“ - აღნიშნა ივანე კილაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მოწვეული საერთაშორისო სპიკერებიც. დაავადების სიმძიმეზე, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და დამაიმედებლ პროგნოზე ისაუბრეს ასოცირებულმა პროფესორმაპოლონეთიდან, ტომას მარჟანსკიმ და რომის დედოფალი ელენას სახელობის კიბოს ნაციონალური ინსტიუტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერიკო კაპუზომ. კონფერენციის დასასრულს კი გაიმართა პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგ, ამირან მათითაშივილის ფასილიტატორობით.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

„შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები