ჟურნალი Lancet: გრიპის საწინააღმდეგო აცრები ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს გულის დაავადების მქონე ადამიანებში

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში. მეცნიერთა ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ Lancet Global Health-ში.
ექსპერტების თქმით, გრიპი ასოცირდება სიცოცხლისთვის საშიშ, გულ-სისხლძარღვთა გართულებების გაზრდილ რისკთან. გულის უკმარისობის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ სხვადასხვა პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი სიკვდილი.
ყოველწლიური ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ამ რისკის შემცირებას. კვლევისას მეცნიერებმა გამოიკვლიეს 5000-ზე მეტ გულის უკმარისობის მქონე პაციენტი აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 10 ქვეყანაში 2015 წლის ივნისიდან 2021 წლის ნოემბრამდე პერიოდში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მოხალისეები ყოველწლიურად იღებდნენ გრიპის ვაქცინას ან პლაცებოს.
აღმოჩნდა, რომ ერთ წელიწადში ვაქცინაცია ამცირებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციას 15%-ით, ხოლო გრიპის სეზონზე შემოდგომასა და ზამთარში 20%-ით ამცირებს სიკვდილიანობას იმავე ჯგუფში.