/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მომღერალმა ფინქმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შემდეგ წონის დაკლების საიდუმლო გაამხილა

მომღერალმა ფინქმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების შემდეგ წონის დაკლების საიდუმლო გაამხილა
ამერიკელმა მომღერალმა პინქმა აღიარა, რომ დასვენება, კუშის დიეტა და მედიტაცია დაეხმარა მას წონის დაკლებაში ხერხემლის ოპერაციისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტაციის შემდეგ.

წონის დაკლების საიდუმლო მან Women's Health-თან ინტერვიუში გაამხილა.

43 წლის შემსრულებელმა თქვა, რომ მამის გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო საგრძნობლად მოიმატა წონაში. ყოველდღიური ვარჯიშისა და სწორი კვების მიუხედავად წონაში ვერანაირად იკლებდა.

დიდი ალბათობით, მსუბუქ დეპრესიაში ვიყავი დანაკარგის გამო და წონაში ვერანაირად დავიკელი. დღეში სამი საათი ვვარჯიშობდი, "სუფთა" საჭმელს ვჭამდი, ნივთიერებათა ცვლასთან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფინქის თქმით, ის დაღლილი იყო, მათ შორის იმის გამო, რომ სამი წელი განმავლობაში არასოდეს დარჩენილა მარტო, ბავშვებისა და ოჯახის გარეშე. დასვენება დაეხმარა მას მენტალურ გამოჯანმრთელებასა და ფორმაში დაბრუნებაში.

მომღერალი ორი კვირით გაემგზავრა ესპანეთში ველნეს ცენტრში, სადაც იგი კუშის მაკრობიოტიკურ დიეტაზე დასვეს. აღნიშნული დიეტა შედგება ბოსტნეულისგან, მარცვლეულისგან, ხილისგან და პარკოსნებისაგან. მან ასევე აღიარა, რომ 11 წლის განმავლობაში პირველად ეძინა საწოლში მარტო და საბოლოოდ შეძლო დრო დაეთმო მედიტაციას, დღიურების წერასა და დარდის გაქარვებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები - „ნიუ ჰოსპიტალსმა“ კონფერენცია გამართა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტები - „ნიუ ჰოსპიტალსმა“ კონფერენცია გამართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ კარდიოლოგები და ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი მოწინავე კლინიკაა ამიერკავკასიის მასშტაბით, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კარდიოლოგიური დაავადებების თანამედროვე მიდგომებით მკურნალობაში. კლინიკის კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. სწორედ ამიტომ კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დაგროვებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება გადაწყვიტეს.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი, კარდიოქირურგიისა და არითმოლოგიის წამყვანი სპეციალისტები: ზვიად მათოშვილი, ბესიკ გოგორიშვილი, თამარ ჯანაშია, ლაშა მოსიაშვილი, თამარ ნარმანია და ზაზა კაციტაძე.

რამაზ ბათავანი, „ნიუ ჰოსპიტალსის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი: „მედიცინა მუდმივად ვითარდება და ახალი წესები და რეკომენდაციები ინერგება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ეს ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. ბოლო წლებში დარგის სიახლეების გათვალისწინებით კარდიოლოგიური სამსახური მნიშვნელოვნად განვითარდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს შეხვედრა შემდგარიყო და კოლეგებისთვის ის მიღწევები გაგვეზიარებინა, რაც არითმოლოგიის, ქირურგიის თუ სხვა მიმართულებით გვაქვს. მათ გავუზიარეთ ის მეთოდები, რომლებიც ჩვენთან არის დანერგილი, ახალი რეკომენდაციები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ასევე გულის უკმარისობის დროს მედიკამენტოზური თერაპიის ახალი მეთოდები. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ევროპულ მედიცინას ფეხი ავუწყოთ და ჩვენს პაციენტებს მაღალი დონის დახმარება გავუწიოთ.“

ზვიად მათოშვილი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრის ხელმძღვანელი, ევროპის გულის რითმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი: „ჩვენი კონფერენცია კარდიოლოგიის თანამედროვე ასპექტებს მიეძღვნა. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ–ერთი ლიდერია თანამედროვე სერვისების მიწოდებაში ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ ჩვენი გამოცდილების, კლინიკაში დანერგილი სიახლეებისა და პროცედურების, მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გავუზიარეთ კონფერენციის დამსწრეებს. პირადად ჩემი მოხსენება არითმოლოგიას ეხებოდა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ გვაქვს არითმიების მართვის თანამედროვე ცენტრი, რომელიც სრულყოფილი ტექნოლოგიითა აღჭურვილი. ვაკეთებთ აბლაციას, სხვადასხვა მოწყობილობის იმპლანტაციას გულში. ზოგადად, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, არითმიების მართვა დიდი პრობლემაა. უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილი უკიდურესად მაღალი გავრცელებით გამოირჩევა. კარდიოვასკულარული გარდაცვალებების საერთო რაოდენობის ნახევარი უეცარ კარდიოლოგიურ სიკვდილზე მოდის. აშშ-ში ამ მიზეზით ყოველწლიურად 350 000 გარდაცვალება ფიქსირდება. ქართულ სტატისტიკაზე თუ გადმოვიტანთ, ეს ნიშნავს დღეში 12 უეცარ სიკვდილს. ამ მონაცემებისგან თავის არიდება შესაძლებელია მხოლოდ სწორი დიაგნოსტიკით და შესაბამისი მოწყობილობების იმპლანტაციით გულში, რაც პაციენტს უეცარი სიკვდილისგან იხსნის. ჩემს მოხსენებაში ასევე ვისაუბრე წინაგულის ფიბრილაციათა მართვაზე. ამას ხალხი უწოდებს მოციმციმე არითმიას. ის არითმიის ძალიან სახიფათო სახეობაა, რადგან ინსულტების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყოველი მეოთხე ინსულტი, რომელიც მსოფლიოში ხდება, მისი შედეგია. ამ დაავადებისგან სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება მხოლოდ დროული აბლაციით შეიძლება.“

ზაზა კაციტაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი:

„დღეს მსოფლიოში კარდიოლოგია და კარდიოქირურგია საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, „ნიუ ჰოსპიტალსი“ კი ამ მიმართულებით რეგიონის ლიდერია. სწორედ ამიტომ ჩვენი ცოდნის გაზიარება გადავწყვიტეთ კონფერენციის გზით. საქართველოში ჩატარებული კარდიოლოგიური ოპერაციების 70% შუნტირებაა. ჩვენს კლინიკაში წარმატებით ტარდება შუნტირება მომუშავე გულზე. მას ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის გართულებების მინიმუმამდე დაყვანა და გამარტივებული რეაბილიტაცია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმატებას ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხი განაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური აღჭურვილობაა. კარდიოქირურგია დღეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დარგია. კლინიკისგან დიდ ინვესტიციას მოითხოვს. ჩვენთან ეს ყველაფერი დანერგილია და წარმატებითაც ვიყენებთ. წარმატებისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობა.“

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

R