მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც პლასტიკს 16 საათში შლის
ეს ნივთიერება შლის თერმოპლასტიკის ჭურჭელსაც ტერაფტალის მჟავად და ეთილენგლიკოლად, რომლის განმეორებით გამოყენებაა შესაძლებელი ახალი შეფუთვისთვის.
მუშაობის პროცესში გერმანელმა მეცნიერებმა კომპოსტის გროვაში შვიდი სხვადასხვა ფერმენტი აღმოაჩინეს და დეტალურად შეისწავლეს ისინი ექსპერიმენტების სერიაში. აღმოჩნდა, რომ PHL7 ფერმენტი 90%-ით შლიდა პლასტიკს 16 საათის განმავლობაში, მაშინ როდესაც LCC იმავე დროში მხოლოდ 45%-ით ავლენდა აქტივობას.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენით შესაძლებელი გახდება პლასტიკის უფრო ეფექტურად გადამუშავება.