/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

არასწორია ტინიტუსის განუკურნებელ პათოლოგიად მიჩნევა - რას გვირჩევს ნეიროოტოლოგი ყურებში ხმაურთან დაკავშირებით

ტინიტუსი - იგივე ხმაური ყურებში - ეს საკმაოდ გავრცელებული სიმპტომი უამრავ ადამიანს უქმნის დისკომფორტს.

რა არის ამ ჩივილის გამომწვევი მიზეზი, როგორია მისი განვითარების რისკ-ფაქტორები და დიაგნოსტიკა. ამ კითხვებით მივმართეთ ნეიროოტოლოგ ეკა ხარხელს.

1.რა არის ტინიტუსი?

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ტინიტუსის ორი ძირითადი სახე: სუბიექტური და ობიექტური ტინიტუსი. სუბიექტური ტინიტუსი აღქმით ფენომენს განეკუთვნება, ანუ, როდესაც არ არსებობს აკუსტიკური წყარო და ჩვენ გვესმის ფანტომური ხმა სუფთა ტონების ან ხმაურის სახით. ობიექტური ტინიტუსის დროს კი სომატურ, ანუ ჩვენს სხეულში აღმოცენებული ხმაურის აღქმასთან გვაქვს საქმე. ობიექტური ტინიტუსის პერფექცია ცალკეულ შემთხვევებში სხვა პირთა მიერაც არის შესაძლებელი, მაგალითად, დაფის აპკის დამჭიმავი კუნთის მიოკლონუსის ან სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს.

ტინიტუსს პაციენტები სხვადასხვანაირად აღწერენ, კერძოდ, როგორც წუილს, სისინს, ზუზუნს, გუგუნს, შრიალს, წკრიალს და ა.შ.

ტინიტუსი დიფერენცირდება ინტენსივობის, სიხშირის, აღქმის, ლოკალიზაციის მიხედვითაც, კერძოდ, ის შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ყურებში (ცალმხრივად ან ორმხრივად), ასევე თავშიც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ტინიტოლოგები ტინიტუსის ორ დიდ ჯგუფს გამოყოფენ: სმენის პათოლოგიებთან შეუღლებულს და სმენის პათოლოგიის გარეშე აღმოცენებულს.

2.რა შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტინიტუსი?

ტინიტუსი შესაძლოა წინ უსწრებდეს რომელიმე დაავადების მანიფესტაციას, ან პირიქით, მხოლოდ პათოლოგიის განვითარების გვიან ეტაპზე გამოვლინდეს.

სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისას ტინიტუსი, როგორც წესი, პულსაციური ხასიათისაა. იგი შეიძლება იყოს როგორც არტერიული, ასევე ვენური გენეზის. სისხლძარღვოვანი ტინიტუსის აღმოცენებას განაპირობებს სხვადასხვა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები, კერძოდ, სისხლძარღვის სანათურის შევიწროება, პათოლოგიური დაკლაკნილობა, სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური გამობერილობა - ანევრიზმა, სისხლის თვისობრივი ცვლილებები, ჰიპერკოაგულაცია, ანემია. და ა. შ.

სმენის ორგანოს პათოლოგიებთან ასოცირებული ტინიტუსის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ბანალური, გოგირდოვანი საცობი, ისე სერიოზული პათოლოგიები, მათ შორის, ვესტიბულური შვანომა, იგივე აკუსტიკური ნევრინომა (მერვე წყვილი ნერვის გარეთა შრის უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნე). ტინიტუსის აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს გარეთა, შუა ან შიგნითა ყურის ანთებითი დაავადებები, სმენის როგორც მიმღები, ისე გამტარი აპარატის პათოლოგიები, მათ შორის სმენის სენსონევრალური დაქვეითება, ოტოსკლეროზი, მენიერის დაავადება, ლაბირინთიტები. აღსანიშნავია, არასისხლაძარღვოვანი გენეზის პულსაციური ტინიტუსის გამომწვევი სტრუქტურული პათოლოგიები: ზედა ნახევარრკალოვანი არხის და სიგმოიდური სინუსის დეჰისცენციები.

ტინიტუსი, როგორც იზოლირებული ჩივილი, ძალიან იშვიათია, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს დეპრესიის, სხვადასხვა ფსიქონევროლოგიური აშლილობების დროს, ამ დროს პაციენტები აუდიომეტრიულად ნორმალური სმენის ფონზე ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ყურებში, ან თავში სხვადასხვა ტიპის სუბიექტურ ხმაურს.

3.რა არის ტინიტუსის განვითარების რისკ-ფაქტორები?

ტინიტუსის განვითარების უამრავი რისკ-ფაქტორი არსებობს. პირველ რიგში, ხმაურით დაბინძურებული გარემო. ხშირად ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ხმაურის დონეს კაფეებში-რესტორნებში, ქუჩაში. 70 დეციბელამდე ინტენსივობის ხმაური არ არის საშიში, თუმცა მნიშვნელობა აქვს რა ხანგრძლივობით ვისმენთ, თუ ჩვენ ხანგრძლივად ვისმენთ 70 დეციბელის ინტენსივობის ხმაურს, ის უკვე დამაზიანებელია, ხოლო 120 დეციბელზე უფრო მაღალი ინტენსივობის ხმაურს შეუძლია მყისიერად დააზიანოს სმენა. არანაკლებ დამაზიანებელი გავლენა აქვს სტრესს.

აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი ჩივილების გამოვლენისთანავე. უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობის დროულ დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტინიტუსის მკურნალობაში, ვინაიდან დაყოვნებამ და გადადებამ შესაძლოა სერიოზული გართულებები და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

4.როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა?

ტინიტუსის შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორ და ზუსტ დიაგნოზს, პაციენტისთვის სწორი მიმართულების მიცემას, საფუძვლიან გამოკვლევას, რაც ეფექტური მკურნალობის საწინდარია.

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს თუ რისი გამოვლინებაა ტინიტუსი. გამომდინარე იქიდან, რომ ტინიტუსის აღმოცენებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, ის საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. დიაგნოსტირების პროცესში შესაძლოა ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ყბა-სახის ქირურგი, ანგიოლოგი. ტინიტუსის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება მკურნალობის შესაბამისი კურსის განსაზღვრა.

ტინიტუსის სადიაგნოსტიკოდ შემდეგი რუტინული კლინიკური კვლევები ხორციელდება: 1.ოტოსკოპია/მიკროსკოპია, რომელთა საშუალებით განისაზღვრება გვაქვს თუ არა გარეთა სასმენი მილის დაავადებები, დაფის აპკის პათოლოგია, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, გლომუსური წარმონაქმნები (კეთილთვისებიანი, ნელა მზარდი სიმსივნეები) შუა ყურში, რომლებიც ინტენსიური სისხლმომარაგების გამო ხშირად არიან პულსაციური ტინიტუსის მიზეზი. ასევე, უნდა ინახოს ხომ არ ხდება სუნთქვის რიტმის შესაბამისად დაფის აპკის მოძრაობა, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ე.წ პატულოზური ევსტაქის მილის, ანუ ევსტაქის მილის ღიაობის დროს და სომატური ტინიტუსის აღმოცენების მიზეზს წარმოადგენს;

2.რინოსკოპია, ფარინგოსკოპია, რაც გვეხმარება ნაზო-ფარინგეალური მასების ვიზუალიზაციაში;

3.კისრის პალპაცია;

4.კრანიალური ნერვების გამოკვლევა;

5.კამერტონებით გამოკვლევა;

6.ტონალური ზღურბლოვანი აუდიომეტრია და იმპედანსომეტრია;

7.გამოწვეული სმენითი პოტენციალების კომპიუტერული რეგისტრაცია;

8.ფსიქოფიზიკური აუდიომეტრიული კვლევები;

9.ვესტიბულური აპარატის გამოკვლევა;

10.თავის ტვინის გამომსახველობითი კვლევები და სხვ.

არასწორია ტინიტუსის განუკურნებელ პათოლოგიად მიჩნევა. ხშირ შემთხვევაში ტინიტუსი, როგორც ჩივილი, განკურნებადია. ქრონიკული ტინიტუსისას, როდესაც ის ქრონიკული დაავადების თანმდევია, შესაძლებელია პრობლემის მართვა, ანუ ტინიტუსის ინტენსივობის შემცირება. უნდა მოხდეს ტინიტუსის იმ დონემდე შემსუბუქება, რომ მან არ გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

5. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ეს პრობლემა?

აუცილებლად უნდა მოიწესრიგონ ძილის რეჟიმი, უნდა მოერიდონ ჭარბი კოფეინისა და ნიკოტინის მოხმარებას და რაც მთავარია, უნდა დაიწყონ დროული მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ვერ მოხერხდეს ტინიტუსის სრული ალაგება, თუმცა შესაძლებელია მისი ინტენსივობის შემცირება, მდგომარეობის შემსუბუქება, მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

არასწორია ტინიტუსის განუკურნებელ პათოლოგიად მიჩნევა - რას გვირჩევს ნეიროოტოლოგი ყურებში ხმაურთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები