პანდემიის შედეგების შესწავლა გრძელდება - რა ზრდიდა გულის დაავადებებისას COVID-19-ისგან სიკვდილის რისკს

გულის დაავადებებთან არამედ იმ ფაქტორებთან, რომლებმაც სწორედ ეს დაავადებები გამოიწვია.
მკლვევარებმა შეიწავლეს COVID-19-ით რეანიმაციაში მოხვედრილი 5133 პაციენტის ჩანაწერი. მათგან 1174-ს ჰოსპიტალიზაციის მომენტისთვის აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა ან მოციმციმე არითმია.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები სიკვდილის რისკს ზრდიდა COVID-ით ჰოსპიტალიზაციიდან 28 დღის განმავლობაში. მაგრამ როდესაც მკვლევარებმა გამოყვეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორიცაა: ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვა სისტემის დაავადებებსა და COVID-ით სიკვდილიანობას შორის კავშირი სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
რისკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა: ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, ეთნიკური კუთვნილება, თამბაქოს მოხმარების ისტორია.
კვლევის ავტორების აზრით, ადამიანებმა შეიძლება კორონავირუსის დროს შემაცირონ სიკვდილის რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროსაც კი. ამისათვის აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ექიმთან, დიაბეტის კონტროლი, ჯანსაღი წონის შენარჩუნება და აქტიური ცხოვრების წესი.