/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხალხური საშუალებები

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი რომ სასარგებლოა, ბევრს სმენია. ზოგიერთები მას თმის ბზინვარებისათვის თავზე გადასავლებად

იყენებენ. ძმრის წყალხსნარით ტანს უზელენ ავადმყოფებს ცხელების დროს ტემპერატურის დასაქვეითებლად. მწერების ნაკბენი ადგილების დამუშავება ამ საოცარი სითხით ან შესაბამის უბნებზე ძმრიანი კომპრესების გამოყენებაც არაახალია. თუმცა ვაშლის ძმრის მნიშვნელობა და მარგებლობა ორგანიზმისათვის ამით როდი იწურება. ამ საოცარ სითხეს საპატიო ადგილი უპყრია, როგორც საოჯახო აფთიაქში, ასევე ხალხურ (ალტერნატიულ) მედიცინაში. ჩვენი წინაპრები მას თითქმის პანაცეად მიიჩნევდნენ.

ვაშლის ძმარი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისათვის ვაშლი კანიანად მსხვილ ლებნებად უნდა დაჭრათ, გარკვეული ხნით გააჩეროთ იმისათვის, რომ გამუქდეს (გაშავდეს ჰაერზე). ამის შემდეგ მიღებული მასისგან წვენი უნდა გამოწუროთ, ჩაასხათ კერამიკულ ან მინის ჭურჭელში და თავზე რეზინის ბალონი ჩამოაცვათ (რომელსაც ფერმენტაციის შესაბამისად წელვადობა შეეძლება). წვენით სავსე ჭურჭელი თბილ ადგილას (250-260 C ტემპერატურის პირობებში) უნდა მოათავსოთ. ფერმენტაციის პერიოდი შესაძლოა 1-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ ეს ალკოჰოლური სითხე მომინანქრებულ ჯამში უნდა გადაასხათ, ნაჭერი დააფაროთ და მეორადი ფერმენტაციისათვის გააჩეროთ. ამ პერიოდში სასურველია ძმრის "დედა" (ბაქტერიებისგან შემდგარი ერთგვარი აპკი) დაამატოთ. სითხე ე. წ "დედის" გარეშეც დაძმარდება, უბრალოდ პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

სამკურნალო თვისებები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ძმრის წყალხსნარი (აუცილებლად თბილ წყალში) წარმატებით გამოიყენება ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს ყელის გამოსავლებად. ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელ ფორმაში, მდიდარია აგრეთვე B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიების (სისხლნაკლებობის) დროს. სასარგებლოა ართრიტების, ასთმისა და შარდ-კენჭოვანი დაავადების დროსაც. პექტინების შემცველობის წყალობით ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას (პექტინები ხელს უშლიან ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ-ბეტაკაროტინთან ერთად ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს). მზით დამწვარი უბნები სასურველია ძმრის წყალხსნარით დაიზილოთ. ვაშლის ძმარში შემავალი ბორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კალციუმის მეტაბოლიზმში, ამიტომაც ეს სითხე რეკომენდებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის და დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა ჯანმრთელობისათვის.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვაშლის ძმრის Ph ძალიან ახლოსაა ადამიანის კანის Ph-თან, ამიტომაც ის თამამად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ძმრის ხსნარით სახის გაწმენდა კარგ ეფექტს იძლევა როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის (კანი რბილი და ნაზი ხდება). ვაშლის ძმრის სუსტი ხსნარის გამოვლება ამაგრებს ღრძილებს და ხელს უწყობს კბილებზე არსებული ნადების გახსნას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა</p>

რა პროპორციით გამოვიყენოთ

ანგინის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ საათში ერთხელ.

აკნეს დროს: ყოველ დილა-საღამოს პირის დაბანის შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ვაშლის ძმარში და სახე გაიწმინდეთ. გამონაყარი მალე გაივლის.

კვებითი ინტოქსიკაციის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღეთ ყლუპებად ყოველ 5 წუთში. ნაზავის ერთიანად მიღება არ შეიძლება.

დამწვრობის დროს, მათ შორის მზით დამწვრობისას: კანის ზედაპირის დამუშავებისას განუზავებელი ვაშლის ძმარი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავიდან აგაცილებთ ბებერების გაჩენას.

რადიკულიტი თუ გაწუხებთ: ვაშლის ძმრით კარგად დაიზილეთ მტკივნეული ადგილი და თბილად შეიხვიეთ.

ქრონიკული უძილობის დროს: 2 ჩაის კოვზ თაფლს დაასხით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ართრიტის დროს: რეკომენდებულია 10 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი 1 ჭიქა წყალზე ყოველი ჭამის დროს.

ზედმეტი წონის მოსაცილებლად: 2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი. დალიეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. იგი შლის ცხიმებს და აქვეითებს მადას. ნარევი დაამზადეთ ყოველდღიურად. სრული კურსი 60 დღეა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

"არდის" დაზღვეულები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ქსელ ACIBADEM-ში მომსახურებას განახლებული, ექსკლუზიური პირობებით მიიღებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"არდის" დაზღვეულები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ქსელ ACIBADEM-ში მომსახურებას განახლებული, ექსკლუზიური პირობებით მიიღებენ

მემორანდუმის თანახმად "არდის" დაზღვეულები განახლებული პირობებითა და ლოიალობის პროგრამით „აჯიბადემის“ თურქეთის 16 ჰოსპიტალსა და 8 ამბულატორიულ კლინიკაში ისარგებლებენ.

„არდის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა თეონა გოდერიძემ განაცხადა, რომ ლოიალობის პროგრამა - Health Point Card, ამ სახით სპეციალურად "არდის" დაზღვეულებისთვის შეიქმნა და როგორც ქართულ, ისე თურქულ ბაზარზე უპრეცედენტოა. მისივე თქმით, ამ მემორანდუმის მეშვეობით "არდელები" დამატებით 10-მდე პრივილეგირებულ მომსახურებას მიიღებენ.

„მათ შორისაა, ექსკლუზიური 25%-იანი ფასდაკლება „აჯიბადემის“ ყველა მომსახურებაზე, 40%-იანი ფასდაკლება სრულ სამედიცინო გამოკვლევაზე (check up), ფიქსირებული მინიმალური ფასები უნიკალური კიბერ ინსტრუმენტით (Cyber Knife) ჩატარებულ ოპერაციებზე და პოზიტრონულ - ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (PET-CT)“, - ამბობს თეონა გოდერიძე.

312557964-1819442865071432-7360091692061065822-n-1666768196.jpg

მომსახურება ასევე ითვალისწინებს, უფასო მეორე სამედიცინო აზრის დამუშავებას წერილობითი სახით, პირველად სტომატოლოგიურ გამოკვლევას ასევე უფასოდ, თურქეთის აეროპორტებში არსებული "აჯიბადემის" ლაუნჯ ზონებით სარგებლობას, აეროპორტში დახვედრას და უფასო პრემიუმ ტრანსფერს, მზარდ ფასდაკლებებს სხვადასხვა სასტუმროებსა და კვების ობიექტებში, სასწრაფო დახმარების მომსახურებას თურქეთში ყოფნისას და თარჯიმნის მომსახურებას.

ლოიალობის პროგრამას პერიოდულად ასევე სხვა ბენეფიტები და მომსახურებები დაემატება, რომლებიც "არდის" დაზღვეულებისთვის ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდება 5 წლის განმავლობაში.

"არდის" გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ Health Point Card-ის მფლობელ "არდის" დაზღვეულს, არამედ მის მეუღლესა და შვილებსაც ექნებათ. ლოიალობის ბარათის გააქტიურება კი "არდის" ოჯახის ექიმების დახმარებით მოხდება.

312643218-1323466311791839-1889917881449941951-n-1666768220.jpg

„ACIBADEM”-ის ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართველი პაციენტების მხრიდან. არდისთან ჩვენი თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ გადავწყვიტეთ თანამშრომლობის ამ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. იმედს ვიტოვებთ, რომ ლოიალობის ახალი პროგრამა „Health Card” მისი ამ ექსკლუზიური ბენეფიტებით, რომელიც სპეციალურად „არდის“ დაზღვეულებისთვის დავამუშავეთ, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და კმაყოფილებას შექმნის არდის დაზღვეული პაციენტებისთვის ACIBADEM-ის ქსელში მომსახურების მიღებისას“ - აცხადებს აჯიბადემის აღმასრულებელი დირექტორი რასიმ ტოპუზი.

რაც შეეხება კონფერენციის დეტალებს, "აჯიბადემის" წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, "აჯიბადემის" გამორჩეული ონკოლოგ-გინეკოლოგის - პროფესორ ფარუკ აბიკეს ჩართულობა, რომელმაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ლაპარასკოპიული რობოტული (Da Vinci) ქირურგიის გამოყენებით, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადია როგორც მსოფლიოში, ისე ACIBADEM-ის ქსელში და ემსახურება უახლესი სამედიცინო მიმართულების - ინტუიციური ქირურგიის ფორმირებას.

R