როგორია ახალი წარმოდგენები ალცჰაიმერის დაავადებაზე

მისი გამომწვევი თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქების დაგროვებაა. ისინი წარმოიქმნება, როდესაც ცილა-ამილოიდები უხსნადი ხდება და ერთმანეთს ეწებება.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ იწვევს აღნიშნული ფოლაქები ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომების განვითარებას. ახალი კვლევის ავტორებმა გააანალიზეს ბეტა-ამილოიდების დონე იმ პაციენტებში, რომელთა ტვინშიც მუტაციის გამო, დიდი რაოდენობით ამილოიდური ფოლაქები იყო წარმოქმნილი. აღმოჩნდა, რომ წარმოქმნილი ფოლაქები არ იწვევდა კოგნიტურ დარღვევებს მანამ, ვიდრე პაციენტებში შენარჩუნებული იყო ხსნადი ბეტა-ამილოიდების მაღალი დონე. კვლევის მონაწილეებს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ავტორები ვარაუდობენ, რომ კოგნიტური დარღვევები ვლინდება იმის გამო, რომ ბეტა-ამილოიდები ფოლაქების წარმოქმნისას კარგავენ საკუთარ ფუნქციას. ამასთან აღინიშნება ხსნადი „ნორმალური“ ამილოიდების დეფიციტი, რაც ტვინის მუშაობისთვის არის აუცილებელი.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ხსნადი ბეტა-ამილოიდების დონის დაქვეითება იწვევს მდგომარეობის გაუარესებას, რაც მეცნიერების დასკვნას ამტკიცებს. ამჟამად ისინი აპირებენ შეამოწმონ გაუმჯობესდება თუ არა პაციენტების მდგომარეობა, ტვინში ხსნადი ბეტა-ამილოიდების დონის გაზრდისას.