როგორ ამოვიცნოთ ორსულობა

ამ სასმლის მიღების შემდეგ ცუდად გახდომა ორსულობის ნიშნად მიიჩნეოდა. ორსულობის ადრეული გამოვლენის არანაკლებ პოპულარული მეთოდი გახლდათ ქალის შარდით ყვავილოვანი მცენარის მორწყვა - მცენარის აყვავება ორსულობაზე "მიუთითებდა"...ჰიპოკრატე იყო პირველი, ვინც ორსულობის პირველ ნიშნად მენსტრუაციის გადაცდენა აღიარა. 2-3 საუკუნის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შეამჩნიეს, რომ ორსულობისას ქალს ეცვლებოდა განწყობა, ეზრდებოდა სარძევე ჯირკვლები, მოგვიანებით კი გრძნობდა ნაყოფის მოძრაობას.
რა ხდება დღეს?
სადღეისოდ ორსულობის დადგენა სირთულეს აღარ წარმოადგენს. დიდი ხანია ცნობილია ნიშნები, რომლებიც ქალის ამ საინტერესო მდგომარეობაზე მიუთითებს. ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: ორსულობის პირველ, სავარაუდო და უეჭველ ნიშნებად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ორსულობის პირველი ნიშნები
. მენსტრუალური ციკლის შეკავება ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. გავრცელებული, მაგრამ არა უტყუარი, ვინაიდან მისი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები ან რომელიმე დაავადება იყოს. ამჟამად ორსულობის დასადგენი არაერთი ზუსტი საშუალება არსებობს, თუმცა ამ მეთოდებით ორსულობის განსაზღვრა მხოლოდ მენსტრუაციის შეკავების შემდეგ არის შესაძლებელი. მათ რიცხვს ეკუთვნის ექოსკოპიური კვლევა.
შესაძლებელია თუ არა ორსულობის დადგენა მენსტრუაციის შეკავებამდე?
. მენსტრუაციის შეკავებამდე ორსულობის ძირითადი სარწმუნო ნიშანია ქორიონული გონადოტროპინის მატება. ქორიონული გონადოტროპინი (ორსულობის ჰორმონი) არის განსაკუთრებული ცილა, რომელსაც ჩანასახოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს. მისი გამომუშავება იწყება განაყოფიერებიდან 4-5 დღის შემდეგ, საშვილოსნოს კედელზე ჩანასახის მიმაგრებისას, და უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, შესაბამისად, სისხლსა და შარდში მისი კონცენტრაცია თანდათან იმატებს. ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციის დასადგენად სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ. თუ ჩასახვა არ მომხდარა, ქორიონული გონადოტროპინის დონე ნულის ტოლია ან ნულს უახლოვდება. შარდში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა ქალს თავადაც შეუძლია სწრაფი ტესტის საშუალებით, თუმცა ტესტის პასუხი ჭეშმარიტია მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ. თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ, შესაძლოა საეჭვო შედეგი მივიღოთ. ორსულობის სწრაფი ტესტები სხვადასხვაგვარია. ზოგს ციფრული ეკრანი აქვს, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს პასუხს ("კი" ან "არა"), ზოგზე კი დატანებულია რამდენიმე მგრძნობიარე ზოლი, რომლებიც შარდთან შეხებისას რეაგირებს და ფერს იცვლის. გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. თუ ქალი ტესტს არ ენდობა, შეუძლია, ჩააბაროს შარდი ქორიონულ გონადოტროპინზე ქალთა კონსულტაციაში. ლაბორატორიულ პირობებში გამოიყენება კვლევის შედარებით რთული მეთოდი, რომელიც ეფუძნება უფრო მეტად სპეციფიკური ჰორმონის - ტროფობლასტური ბეტა-გლობულინის - ცვლილებას და იძლევა უფრო სარწმუნო ინფორმაციას ორსულობასა და მის ვადაზე, მაგრამ მისი ნაკლი ის არის, რომ პასუხს რამდენიმე დღე სჭირდება.
. ორსულობის ადრეულ ვადაზე დასადგენად მნიშვნელოვანია ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრაც, რასაკვირველია, თუ სწორად ჩატარდა და მოხდა შედეგის მართებული ინტერპრეტაცია. ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში უნდა მოხდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, შესაძლებელია ტემპერატურის პირის ღრუსა და საშოში განსაზღვრაც, მაგრამ პირველი მეთოდი უფრო საიმედოა. ამასთანავე, უმჯობესია, გაზომვა მოხდეს ჩვეულებრივი და არა ელექტრონული თერმომეტრით.
თუ ქალი ბაზალური ტემპერატურის მეშვეობით შეეცდება ორსულობის განსაზღვრას, მაშინ შემდეგი წესები უნდა დაიცვას:
1. ბაზალური ტემპერატურა იზომება დღეში ერთხელ, დილით, საწოლიდან ადგომამდე;
2. გაითვალისწინეთ, რომ გაზომვამდე ზედიზედ 3 საათი მაინც უნდა გეძინოთ. ანუ თუ 6 საათზე გაგეღვიძათ, ერთი წუთით ადექით, მერე კი ისევ დაწექით და დაიძინეთ, ტემპერატურა 9 საათზე ადრე არ უნდა გაიზომოთ.
3. ადგომა რომ არ დაგჭირდეთ, ძილის წინ თერმომეტრი დაფერთხეთ და საწოლთან დაიდეთ.
მენსტრუაციამდე ბაზალური ტემპერატურა, როგორც წესი, იკლებს, ხოლო ორსულობის დროს იმატებს. თუ სავარაუდო მენსტრუაციის პერიოდში მაღალი (37-37,3 გრადუსი) ტემპერატურა აღმოგაჩნდათ, ეს შესაძლოა ორსულობის ადრეულ ნიშნად ჩაითვალოს. ნაკლებად საიმედო მეთოდია სხეულის ტემპერატურის განსაზღვრა - მისი მატება ქალმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ან რომელიმე ინფექციას, თუნდაც გაციებას მიაწეროს. როგორც ბაზალური, ისე სხეულის ტემპერატურის მატება ჰორმონული ფონის ცვლილების შედეგია.
. ორსულობის ერთ-ერთი პირველი ნიშანია მკერდის მგრძნობიარობა, მტკივნეულობა (აღენიშნება ქალების 28%ს), თუმცა ზოგიერთ ქალს ასეთი შეგრძნება ყოველი მენსტრუაციის წინ აქვს, სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მატებისა და მტკივნეულობის მიზეზი ხშირად არის მასტოპათიაც. მაგრამ ორსულობისას მკერდის ტკივილი შესაძლოა უჩვეულოდ ძლიერი იყოს. ორგანიზმი დაორსულებისთანავე იწყებს ლაქტაციისთვის მზადებას, რაზეც მკერდი ტკივილითა და მგრძნობელობის მატებით პასუხობს. ხშირად ამ უსიამოვნო შეგრძნებას ემატება დვრილებიდან გამონადენი - ხსენი. თუ ქალი ორსულად არის, ტკივილი და გამონადენი შესაძლოა მის მდგომარეობას მივაწეროთ, თუ არა - მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მკერდის გადიდება (აღენიშნება ქალების 8%-ს). ეს უმეტესად მოგვიანებით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ქალი ამ ნიშანს ორსულობის პირველივე კვირებიდან ამჩნევს.