ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთდროული ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებს

ამასთან სამხრეთ ნახევარსფეროში გრიპთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროშიც მოსალოდნელია ავადობის მაღალი მაჩვენებელი.
ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს მოსახლოება აცრან ერთდროულად ორ ინფექციაზე.
ჯანმო გვახსენებს კორონავირუსისა და გრიპის ვირუსისაგან დაცვის ძირითადი, უნივერსალური მეთოდების შესახებ: პირბადეების ტარება შენობებში, ადამიანთა თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოთახების განიავება და ხელების რეგულარულად დაბანა.