/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დეპრესიას, შესაძლოა, ინფექციური ბუნება ჰქონდეს

დეპრესიას, შესაძლოა, ინფექციური ბუნება ჰქონდეს
სტოუნ ბრუკის უნივერსიტეტის მეცნიერი თურჰან კანლი ვარაუდობს, რომ დეპრესია ინფექციური ბუნების დაავადებაა.

ჯერ ერთი, დეპრესიით შეპყრობილებს აქვთ ენერგიის დეფიციტი, ისინი კარგავენ ინტერესს გარე სამყაროს მიმართ და არ შეუძლიათ საწოლიდან წამოდგომა. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება ინფექციების დროსაც. გარდა ამისა, დეპრესიით დაავადებულის ტვინში დადასტურებულ იქნა ექსუდაციური ანთებითი პროცესი, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ იმუნიტეტის აქტიურობა მომატებულია რომელიღაც გამაღიზიანებლის გამო და ეს გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს პარაზიტი, ბაქტერია ან ვირუსი.მეორე - ბუნებაში არსებობს ისეთი პარაზიტები, ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევასა და ემოციებზე.

ამის მაგალითია ტოქსოპლაზმა - კატის კუჭ-ნაწლავში მცხოვრები პარაზიტი. მისი კვერცხები განავალთან ერთად ხვდება გარემოში და კონტაქტის შემთხვევაში ვირთხის ორგანიზმში იჭრება. დასნებოვნებულ ვირთხას კატის შარდის სუნისადმი ლტოლვა უჩნდება - პარაზიტი ააქტიურებს მისი ტვინის იმ უბნებს, რომლებიც სქესობრივ აღგზნებას განაგებს. სავარაუდოდ, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი თ. გონდიი-ს მატარებელია. ეს პარაზიტი, ისევე როგორც დეპრესია, დაკავშირებულია ანთების მარკერებთან. ცნობილია, რომ დეპრესიითა და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია სუიციდური აზრები, მომატებული აქვთ თ. გონდიი-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე. მრავალი ცდითაა დადასტურებული, რომ მღრღნელების ემოციური ქცევა იცვლება, როცა მათზე ბაქტერიები ზემოქმედებენ.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გააანალიზეს 28 კვლევის შედეგები, რომლებმაც დაადასტურა დეპრესიის კავშირი ბორნის დაავადების, ჰერპესის, ჩუტყვავილასა და ეპშტეინ-ბარის ვირუსებთან. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბორნის დაავადება დეპრესიით დაავადებულებში სხვებზე 3,25-ჯერ ხშირია. თურჰან კანლის ბოლო არგუმენტია დეპრესიასთან კავშირის მქონე გენების წარუმატებელი ძიება. მეცნიერი ვარაუდობს, რომ გენეტიკოსები გენების შიგნით ეძებენ დეპრესიის გამომწვევ ცვლილებებს, მაშინ როდესაც გენების 8% გარეგან ზემოქმედებაზეა დამოკიდებული. ბაქტერიებს, ვირუსებსა და პარაზიტებს შეუძლიათ გენების შეცვლა და დედისგან შვილზე გავრცელება. თურჰან კანლი მასშტაბური კვლევის ჩატარებას ითხოვს. თუ მისი ჰიპოთეზა დადასტურდა, შესაძლოა დეპრესიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაც მოხერხდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დეპრესიას, შესაძლოა, ინფექციური ბუნება ჰქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები