ადამიანის სხეულის პოზამ შეიძლება ტაბლეტების შეწოვის სიჩქარეზე იმოქმედოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის სხეულის პოზამ შეიძლება ტაბლეტების შეწოვის სიჩქარეზე იმოქმედოს

თუ როგორ პოზას მიიღებს ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Physics of Fluids.

მეცნიერების განცხადებით, მათ მსოფლიშო პირველი კომპიუტერული სისტემა შექმნეს, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტაბლეტების გახსნის პროცესის მიმდინარეობის ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ტაბლეტებისა და კაფსულების ფორმის წამლებს საინექციო და შეყვანის სხვა ფორმის პრეპარატებთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნიათ. როგორც წესი, ის უფრო დიდ ხანს ინახება და მათი მიღება არ საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და არ იწვევს პაციენტებში უსაიმოვნო შეგრძნებებს. ამიტომაც ყველა მსხვილი ფარმაცევტული კორპორაცია უზარმაზრ რესურს და საშუალებას ხარჯავს ალტერნატივის ძიებასა და უკვე არსებული საინექციო სამკურნალო საშუალებების ტაბლეტირებული ანალოგების შემუშავებაში. მათი შექმნა გართულებული იყო იმის გამო, რომ მეცნიერებმა ამ დრომდე არ იცოდნენ ზუსტად როგორ გაიხსნებოდა ტაბლეტი ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ამერიკელი ფიზიკოსების მიერ შემუშავებული კომპიუტერული მოდელი ზუსტად განსაზღვრავს საყლაპავში, კუჭსა და ნაწლავებში მოძრაობისას როგორ გამონთავისუფლდება სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი. მეცნიერთა განცხადებით, ეს ალგორითმი ითვალისწინებს ტაბლეტების გახსნაზე მოქმედ ყველა შესაძლო პარამეტრს, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა სეგმენტში სითხის მოძრაობის ხასიათს.

ამ მოდელის საშუალებით ჩატარებულმა შემდგომმა გამოთვლებმა აჩვენა გარკვეული კანონზომიერება. აღმოჩნდა, რომ ტაბლეტების გახსნის ტემპზე მოქმედებდა არა მარტო საკვები გუნდას კუჭში და ნაწლავებში გადაადგულების სიჩქარე და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა შინაგანი თავისებურებები, არამედ ის, თუ როგორ პოზას ღებულობდა ადამიანი წამლის მიღების შემდეგ.

კერძოდ, მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ წამლის მიღების შემდეგ, სხეულის მარჯვნივ გადახრა აჩქარებდა ტაბლეტებისა და კაფსულების გახსნას საჭმლის მომნელებელი სისტემაში მათი მოძრაობის პირველ ეტაპებზე. მეორეს მხრვი, მარცხნივ გადახრა მნიშვნელოვნად ანელებდა წამლის მოლეკულების გამონთავისუფლების პროცესს. სხეულის უკან, 45 გრადუსით გადახრა აჩქარებდა წამლების გახსნის პროცესს, მაგრამ არა ისე, როგორც მარჯვნივ გადახრისას. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების გათვალისწინება განსაკუთრებით ისეთი წამლების შემუშავების დროს, რომლებიც ვერ უძლებენ კუჭის წვენის ზემოქმედებას.