ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ნაღვლის ბუშტში კენჭებისა და მათი დაშლის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ნაღვლის ბუშტში კენჭებისა და მათი დაშლის შესახებ

ხშირ შემთხვევაში ისინი ნაღვლის ბუშტში არიან და სიმპტომურად თავს არ იჩენენ. როგორც წესი, მათი აღმოჩენა ექოსკოპიური კვლევების დროს ხდება. შესაძლოა კენჭი გადავიდეს ნაღვლის სადინარში და იქ „გაეჭედოს“. ამ დროს პაციენტი განიცდის ძლიერ ტკივილს, რაც შეიძლება რამდენიმე საათსაც კი გაგრძელდეს. პაციენტების ნაწილში თავს იჩენს დამატებითი სიმპტომებიც, როგორიცაა ცხელება, სიყვითლე და სხვ....

სადინარში გადასული კენჭის გამოდევნის რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის ყველაზე დამზოგველი და ეფექტური ინტერვენციული რადიოლოგიის ინოვაციური პროცედურაა. ამ პროცედურას „ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი მალხაზ მიზანდარი ატარებს. კენჭების წარმოქმნისა და ნაღვლის ბუშტის სადინარში მათი გაჭედვის, ასევე ლაზერული დაშლის შესახებ დეტალურად თავად მალხაზ მიზანდარი გვესაუბრება.

291062678-410096654224914-268762104448248133-n-1661429024.jpg

რა ფაქტორები განაპირობებს კენჭის წარმოქმნას?

კენჭის წარმოქმნას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. კონკრემენტები, ანუ კენჭები, შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლის და სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების გამო.

კენჭები სხვადასხვა ორგანოში შეიძლება წარმოიქმნას; უხშირესად ასეთია ნაღვლის ბუშტი. გარკვეული მნიშვნელობა აქვს თვით ამ ორგანოს ფუნქციას - ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს რეზერვუარს, რომელშიც ნაღველი არა მხოლოდ გროვდება, არამედ კონცენტრირდება კიდეც. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ მასში მოხდეს ჯერ ნალექის, ხოლო შემდეგ - კონკრემენტის წარმოიქმნა.

რა ეტაპზე იჩენს ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი თავს?

კენჭის წარმოქმნას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა წარმოქმნის შემდეგ ის შეიძლება წლები იყოს ისე, რომ პაციენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს, სანამ ეს არ გამოიწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას ან სადინარის დახშობას; ამის შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ინტენსივობისა და პერიოდულობის ტკივილები, ძირითადად მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ითვლება, რომ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, წლების განმავლობაში ორგანოში კენჭების არსებობა ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას. როგორც წესი, როდესაც ნაღვლის ბუშტში გვაქვს სიმსივნე, პაციენტს აუცილებლად აქვს კენჭებიც. სწორედ ამიტომ კონკრემენტების დროული აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ ხდება ნაღვლის ბუშტში კენჭების აღმოჩენა თუ პაციენტი უსიმპტომოა?

თანამედროვე რადიოლოგიური კვლევებით სხვადასხვა ორგანოში კენჭების აღმოჩენა მარტივია. განსაკუთრებით მარტივი კი ნაღვლის ბუშტში მათი დანახვაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკურ კვლევებს ადამიანი გეგმურად იტარებდეს. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად აღმოვაჩინოთ არა მხოლოდ კენჭები, არამედ უამრავი სხვა მარტივი თუ რთული დაავადება.

ნაღვლის ბუშტში კენჭების დროული აღმოჩენა 2 მიზეზით არის ძალიან მნიშვნელოვანი: 1. არავინ იცის, როდის გადავა ის სადინარში და გაიჭედება, შესაბამისად, გამოიწვევს სხვადასხვა სახის გართულებას. 2. კენჭების ხანგრძლივი არსებობა სიმსივნის განვითარების წინაპირობაა.

როგორია პირველი სიმპტომები, რომლებიც ნაღვლის ბუშტის სადინარში კენჭის გადასვლას მიანიშნებს?

პირველი და უნივერსალური სიმპტომი არის მუცლის ძლიერი ტკივილი. თუ პროცესს თან ახლავს ანთება, მაშინ გვაქვს ცხელებაც. მდგომარეობა დროის მოკლე მონაკვეთში მძიმდება. კენჭის არსებობით გამოწვეული მწვავე ქოლეცისტიტის დროს პაციენტი ხშირად საოპერაციოა. როდესაც კენჭი ნაღვლის საერთო სადინარშია გაჭედილი, სხვა სიმპტომებთან ერთად გვაქვს სიყვითლეც, რადგან ნაღველი ბუშტიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებს. ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ერთვება ინტერვენციული რადიოლოგია.

რა მეთოდებით ხდება გაჭედილი კენჭების დაშლა? როგორია ინტერვენციული რადიოლოგიის ინოვაციური პროცედურა, რომელსაც თქვენ ატარებთ?

მკურნალობის განსაზღვრა მულტიდისციპლინურად ხდება. მწვავე ტკივილით კლინიკაში შემოსულ პაციენტს ქირურგი ნახულობს და საჭიროების შემთხვევაში ჩვენთან, ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილებაში გადმოამისამართებს. ინტერვენციული რადიოლოგიის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური პროცედურაა ნაღვლის სადინარში გაჭედილი კენჭების ლაზერის საშუალებით დაშლა.

პირველ ეტაპზე ღვიძლის გავლით შევდივართ სადინარში და ვაყენებთ მილს (კათეტერს), საიდანაც ნაღველი გამოდის. ნაღვლის გამოსვლა აუცილებელია, რათა პაციენტს მოეხსნას ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე, ანთება, ცხელება. ღვიძლის ფუნქცია მოწესრიგდება და რამდენიმე დღეში ვიწყებთ გაჭედილ კენჭზე ზემოქმედებას. გაჭრის გარეშე კათეტერის მილით კვლავ შევდივართ, ვაყოლებთ სპეციალურ ბალონს, გავაფართოებთ დვრილს, რის შემდეგაც გაჭედილი კენჭი გადაგვყავს ნაწლავში კვლავ ბალონის საშუალებით. ამ პროცედურას დაემატა ლითოტრიპსია (კენჭის დაშლა), რასაც ვახორციელებთ კენჭების 2 სმ-ზე მეტი ზომის დროს, რადგან ასეთი ზომისას ჩვეულებრივი გადაყვანა ტექნიკურად რთულია და ტრავმულია სადინარისთვის. ამ პროცედურისას ასევე კანგავლით, სპეციალური ენდოსკოპის გამოყენებით კენჭთან ხდება ლაზერული ლითოტრიპტორის მიტანა, რომელიც ახდენს კენჭის ფრაგმენტაციას და უზრუნველყოფს მის უპრობლემო გადაყვანას ნაწლავში ბალონის და სითხით ჩარეცხვის საშუალებით.

რამდენად ხშირად ხდება კენჭების ლაზერული გზით დაშლა?

ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური პროცედურა, რომლის ჩასატარებლადაც ყველა ექიმს არ აქვს შესაბამისი აპარატურა და გამოცდილება. გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული ჩვენებების დროს ეს არის ყველაზე ეფექტური და, ამავდროულად, ყველაზე დამზოგველი გზა.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ტექნოლოგიური აღჭურვილობით გამორჩეული კლინიკაა. როგორია კლინიკის მზაობა, რომ ლაზერული ლითროტრიპსია ხშირად ჩატარდეს?

ჩვენ ამ მიმართულებით რეფერალური ცენტრი ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვადასხვა კლინიკიდან ექიმები პაციენტებს ჩვენთან გზავნიან სანაღვლე გზების კენჭების მენეჯმენტისათვის და შესაბამისად, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს. ლაზერული ლითროტრიპსიის ჩასატარებლად ტექნიკურად მზად ვართ. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მივმართავთ ამ პროცედურას და კარგ შედეგსაც ვიღებთ.

როგორია პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?

უშუალოდ ლაზერული ლითოტრიპსიის პროცედურას რეაბილიტაციის პროცესი ფაქტობრივად არ აქვს. პროცედურიდან 2 საათის შემდეგ პაციენტს კლინიკიდან ვუშვებთ. ეს 2 საათი მხოლოდ მონიტორინგისა და დაკვირვებისთვისაა საჭირო, რათა იმ თეორიული რისკებისგან დავიზღვიოთ თავი, რომლებიც უმარტივეს ჩარევასაც კი შეიძლება მოჰყვეს.

თუ პროცედურა რთულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს უტარდება, მაშინ ის მკურნალობისა და დაკვირვების ქვეშ რჩება, რათა აღნიშნულ გართულებას ვუმკურნალოთ.

პროცედურის შემდეგ პაციენტს არ უწესდება რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა კვებისა და ცხოვრების სტილის მხრივ; პირიქით, თუ მას მანამდე გარკვეული შეზღუდვებით უწევდა ცხოვრება, მათგანაც თავისუფლდება.