/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
დიდხანს ჯდომა ჯანმრთელობას ვნებს. მრავალი ჩვენგანი დღეში 10 საათზე მეტს მჯდომარე ატარებს და ამით დიდ ზიანს აყენებს

ჯანმრთელობას.

აღმოსავლეთ ონტარიოს (კანადა) კვლევით ცენტრთან არსებული ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლებმა ორგანიზმზე ჯდომის გავლენა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ საათობით ჯდომა მასაც კი ვნებს, ვინც ერთი შეხედვით კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მეცნიერები აკვირდებოდნენ ბავშვებს სკოლაში, კომპიუტერთან თამაშისა და ტელეგადაცემების ყურების დროს, რეგულარულად უმოწმებდნენ წნევასა და სუნთქვას, რათა დაედგინათ, როგორ გავლენას ახდენდა მათ ორგანიზმზე ჯერ გაკვეთილებზე, მერე კი კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან საათობით ჯდომა და შემაშფოთებელი მონაცემები მიიღეს:

2-7 საათიანი ჯდომის შედეგად სისხლში იმატებდა გლუკოზა და იკლებდა "კარგი" ქოლესტერინი, ჩნდებოდა ოსტეოპოროზის მაპროვოცირებელი ფაქტორები. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ქალებს, რომლებიც მუშაობისას სავარძელში 7 საათზე მეტს ატარებენ, ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ასეთ რეჟიმში 3 საათზე ნაკლებს მუშაობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საათობით ჯდომა სიმსუქნეს იწვევს: სპეციალისტთა გამოთვლით, სავარძელში გატარებული ყოველი 2 საათი სიმსუქნის განვითარების რისკს 5%-ით ზრდის.

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯდომის ნეგატიური გავლენის შემცირება შესაძლებელია - ამისთვის საკმარისია ხშირ-ხშირად წამოდგომა და გავლა-გამოვლა. აქტიური ცხოვრების წესის შემსწავლელი და სიმსუქნესთან მებრძოლი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მარკ ტრემბილმა განაცხადა, რომ ორგანიზმი სულ მცირე შესვენებაზეც კი რეაგირებს, ასე რომ, ამგვარი მიდგომა ორგანიზმს მაქსიმალურად დაიცავს უმოძრაობის მავნე გავლენისგან.

ჩაი და ყავა გულს დაავადებისგან იცავს

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღეში რამდენიმე ფინჯანი ჩაისა და ყავის სმით შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ხელი შევუშალოთ. ამის დასადგენად მეცნიერებს ორმოცი ათას კაცზე ცამეტწლიანი დაკვირვება დასჭირდათ. თუ გამოკვლევის შედეგებს ვერწმუნებით, ადამიანს, რომელიც დღეში 6 ფინჯანზე მეტ ჩაის სვამს, გულის დაავადებების განვითარების ალბათობა სამჯერ უმცირდება, დღეში 2-4 ფინჯანი ყავის სმა კი დაავადების რისკს 20%-ით ამცირებს.

მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩაისა და ყავის ამაზე დიდი ოდენობით სმის შემთხვევაში თერაპიული ეფექტი ქრება, თუმცა დასძინეს, რომ ამ სასმელების ჭარბი მიღება არ ზრდის სხვა დაავადებების, მათ შორის - კიბოსა და ინსულტის, განვითარების რისკს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩაის ყველაზე სასარგებლო კომპონენტებია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთები - პოლიფენოლები. დადგენილია, რომ ყავა შეიცავს ნაერთებს, რომელთაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაც შეუძლიათ და სარგებლობის მოტანაც. ერთი მხრივ, ყავა ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს გულის დაავადებებთან დაკავშირებული ანთებითი პროცესების ლიკვიდაციას.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის British Heart Foundation-ის წარმომადგენლები ჰოლანდიელ მეცნიერთა გამოკვლევის შედეგებს მიესალმებიან, მაგრამ იმასაც შეგვახსენებენ, რომ გულის ნორმალური მუშაობის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ცხოვრების ჯანსაღი წესია. მაგალითად, ყავას მიყოლებულ ერთ ღერ სიგარეტს ამ სასმლის სასარგებლო ეფექტი ნულამდე დაჰყავს. ასევე, თუ ჩაის საათობით ტელევიზორის წინ მსხდომნი დავლევთ, ჯანმრთელობას ვერავითარ სარგებლობას ვერ მოვუტანთ, რადგან ადინამია გულის მტერია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქოლინი ნაყოფის ტვინისთვის სასარგებლოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ჯანმრთელობას.

აღმოსავლეთ ონტარიოს (კანადა) კვლევით ცენტრთან არსებული ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლებმა ორგანიზმზე ჯდომის გავლენა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ საათობით ჯდომა მასაც კი ვნებს, ვინც ერთი შეხედვით კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მეცნიერები აკვირდებოდნენ ბავშვებს სკოლაში, კომპიუტერთან თამაშისა და ტელეგადაცემების ყურების დროს, რეგულარულად უმოწმებდნენ წნევასა და სუნთქვას, რათა დაედგინათ, როგორ გავლენას ახდენდა მათ ორგანიზმზე ჯერ გაკვეთილებზე, მერე კი კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან საათობით ჯდომა და შემაშფოთებელი მონაცემები მიიღეს:

2-7 საათიანი ჯდომის შედეგად სისხლში იმატებდა გლუკოზა და იკლებდა "კარგი" ქოლესტერინი, ჩნდებოდა ოსტეოპოროზის მაპროვოცირებელი ფაქტორები. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ქალებს, რომლებიც მუშაობისას სავარძელში 7 საათზე მეტს ატარებენ, ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ასეთ რეჟიმში 3 საათზე ნაკლებს მუშაობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საათობით ჯდომა სიმსუქნეს იწვევს: სპეციალისტთა გამოთვლით, სავარძელში გატარებული ყოველი 2 საათი სიმსუქნის განვითარების რისკს 5%-ით ზრდის.

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯდომის ნეგატიური გავლენის შემცირება შესაძლებელია - ამისთვის საკმარისია ხშირ-ხშირად წამოდგომა და გავლა-გამოვლა. აქტიური ცხოვრების წესის შემსწავლელი და სიმსუქნესთან მებრძოლი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მარკ ტრემბილმა განაცხადა, რომ ორგანიზმი სულ მცირე შესვენებაზეც კი რეაგირებს, ასე რომ, ამგვარი მიდგომა ორგანიზმს მაქსიმალურად დაიცავს უმოძრაობის მავნე გავლენისგან.

ჩაი და ყავა გულს დაავადებისგან იცავს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დღეში რამდენიმე ფინჯანი ჩაისა და ყავის სმით შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას ხელი შევუშალოთ. ამის დასადგენად მეცნიერებს ორმოცი ათას კაცზე ცამეტწლიანი დაკვირვება დასჭირდათ. თუ გამოკვლევის შედეგებს ვერწმუნებით, ადამიანს, რომელიც დღეში 6 ფინჯანზე მეტ ჩაის სვამს, გულის დაავადებების განვითარების ალბათობა სამჯერ უმცირდება, დღეში 2-4 ფინჯანი ყავის სმა კი დაავადების რისკს 20%-ით ამცირებს.

მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩაისა და ყავის ამაზე დიდი ოდენობით სმის შემთხვევაში თერაპიული ეფექტი ქრება, თუმცა დასძინეს, რომ ამ სასმელების ჭარბი მიღება არ ზრდის სხვა დაავადებების, მათ შორის - კიბოსა და ინსულტის, განვითარების რისკს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩაის ყველაზე სასარგებლო კომპონენტებია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთები - პოლიფენოლები. დადგენილია, რომ ყავა შეიცავს ნაერთებს, რომელთაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაც შეუძლიათ და სარგებლობის მოტანაც. ერთი მხრივ, ყავა ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს გულის დაავადებებთან დაკავშირებული ანთებითი პროცესების ლიკვიდაციას.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის British Heart Foundation-ის წარმომადგენლები ჰოლანდიელ მეცნიერთა გამოკვლევის შედეგებს მიესალმებიან, მაგრამ იმასაც შეგვახსენებენ, რომ გულის ნორმალური მუშაობის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ცხოვრების ჯანსაღი წესია. მაგალითად, ყავას მიყოლებულ ერთ ღერ სიგარეტს ამ სასმლის სასარგებლო ეფექტი ნულამდე დაჰყავს. ასევე, თუ ჩაის საათობით ტელევიზორის წინ მსხდომნი დავლევთ, ჯანმრთელობას ვერავითარ სარგებლობას ვერ მოვუტანთ, რადგან ადინამია გულის მტერია.


ბაქტერიების კონფლიქტი ადამიანს აზარალებს

აღმოჩნდა, რომ ადამიანისთვის სრულიად უვნებელ ბაქტერიებს უნარი შესწევთ, სხვა მიკროორგანიზმებთან კონკურენციის შედეგად საშიში თვისებები შეიძინონ. მოწინააღმდეგეზე მათი გამარჯვება ადამიანს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საკვლევ ობიექტად Streptococcus pneumoniae აირჩიეს. ეს ბაქტერია ადამიანის ცხვირში ბინადრობს და განსაზღვრულ დრომდე ცუდს არაფერს სჩადის. მსოფლიოში ხუთი კაციდან ორი ამ ბაქტერიის მატარებელია. მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, რა აიძულებს ბაქტერიას, ადამიანს ავნოს და მძიმე დაავადებები - პნევმონია და მენინგიტი გამოიწვიოს.

ეს ორი დაავადება არცთუ იშვიათად სიკვდილით სრულდება, არადა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ბაქტერიისთვის მასპინძელი ორგანიზმის მოკვლა არცთუ ისე ხელსაყრელია, რადგან ზრდისა და გამრავლების საშუალება აღარ ექნება. და აი, გამოკვლევამ ძალზე საინტერესო ფენომენი გამოავლინა: თურმე Streptococcus pneumoniae ასე რეაგირებს სხვა ტიპის ბაქტერიის - Haemophilus influenzae-ს - აგრესიულ ქმედებაზე, რომელიც ასევე ცხვირ-ხახაში ბინადრობს და ნორმალურ ვითარებაში მასპინძელს ზიანს არ აყენებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ H. influenzae გამრავლებისას ავიწროებს S. pneumoniae-ს, ამასთანავე, უნარი შესწევს, ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედები "მოატყუოს" და შ. pneumoniae-ს საწინააღმდეგოდ მომართოს. S. pneumoniae-ც იძულებულია, თავის დასაცავად ახალი ფორმა მიიღოს. ის ეხვევა მყარ ნახშირწყლოვან გარსში, რომელიც მას საგულდაგულოდ იცავს იმუნური სისტემის უჯრედებისგან. ამ გარსში გახვეული S. pneumoniae ტოვებს ცხვირის ლორწოვან გარსს, გვერდს უვლის იმუნური სისტემის დაბრკოლებებს, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება და მთელ ორგანიზმს ედება. სწორედ ამით იწყება მძიმე დაავადება.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბაქტერიებს შორის ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების აღმოჩენა საფუძვლად დაედება ეფექტური მედიკამენტის შექმნას.

ტვინის ოპერაციების ჩატარება უნარკოზოდ ჯობს

ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტვინზე ოპერაციის ჩატარება ზოგჯერ უნარკოზოდ ჯობს. ახალი მეთოდით, ადგილობრივი გაუტკივარებით, უკვე ოც პაციენტს ჩაუტარდა გლიომის (ტვინის ერთგვარი სიმსივნის) ოპერაცია. ამგვარი მიდგომის წყალობით ნარკოზის ხანგრძლივობა რადიკალურად იქნა შემცირებული. პაციენტები უშუალოდ ოპერაციის დროს მოდიოდნენ გონს, რაც, როგორც შემდგომმა დაკვირებამ აჩვენა, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე დადებითად აისახებოდა. ამის წყალობით შემცირდა ინტენსიური თერაპიის პალატაში დაყოვნებასა და თავად ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ამერიკულ საავადმყოფოებში თითოეულ პაციენტზე რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.

ნეიროქირურგების მიერ თავის ტვინზე ჩატარებული მანიპულაციები შეუძლებელია მტკივნეული იყოს, ვინაიდან უშუალოდ თავის ტვინში ტკივილის რეცეპტორები არ არის. ეს ეფექტი ადრეც იქნა გამოყენებული რთული ოპერაციების დროს (როცა ექიმებს სჭირდებოდათ, მაგალითად, ავადმყოფის მოძრაობის კონტროლი, რათა სიმსივნური წარმონაქმნის სახლოვეს მდებარე უბნები არ დაეზიანებინათ), მაგრამ მაშინ ამ მიდგომამ მასშტაბური ხასიათი ვერ შეიძინა.

ორსულის რაციონში ქოლინის ჩართვა ნაყოფის ტვინისთვის სასარგებლოა

აღმოჩნდა, რომ კვერცხის გულში, ღვიძლსა და ყვავილოვან კომბოსტოში არსებული ნივთიერება ქოლინი ხელს უწყობს ნაყოფის ნეიროდეგენერაციული დარღვევების პროფილაქტიკას, ხოლო დაუნის სინდრომის შემთხვევაში ტვინის შემეცნებით ფუნქციას აუმჯობესებს, მაგრამ ასეთი შედეგის მისაღებად დედამ ჯერ კიდევ ორსულობისას უნდა ჩართოს რაციონში ქოლინებით მდიდარი საკვები.

გამოკვლევამ, რომელიც აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტში ჩატარდა, აჩვენა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქოლინით მდიდარ საკვებს იღებდნენ, ტვინისმხრივი დარღვევების ალბათობა გაცილებით ნაკლები ჰქონდათ. დაუნის სინდრომზე ქოლინის გავლენის შესასწავლად გამოკვლევა ჩატარდა დაუნის სინდრომის მქონე ლაბორატორიულ თაგვებზე, რომელთა დედებსაც დაორსულებამდე დაუწყეს ქოლინით მდიდარი საკვების მიცემა და მთელი ორსულობისა და ლაქტაციის განმავლობაში ასე კვებავდნენ. შედეგად დაუნ თაგუნებს ყურადღება და ემოციური აღქმის უნარი მოსალოდნელზე უკეთესი აღმოაჩნდათ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქოლინს უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს ტვინში ნეიროდეგენერაციული ცვლილებების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთიერების მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, ფსიქიატრებს იმედი აქვთ, რომ ქოლინის ეს თვისება დაუნის სინდრომის მკურნალობაში დადებით როლს შეასრულებს.