/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა საფრთხეების შემცველია ორგანიზმისთვის მაღალ და დაბალ სართულებზე ცხოვრება

რა საფრთხეების შემცველია ორგანიზმისთვის მაღალ და დაბალ სართულებზე ცხოვრება
სართულმა, რომელზეც ადამიანი ცხოვრობს, შეიძლება გავლენა იქონიოს მის ფსიქიკურ და სომატურ ჯანმრთელობაზე.

მაგალითად, პირველ სართულზე მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ფილტვის სისტემის დაავადებებისკენ და იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, ხოლო ზედა სართულზე მცხოვრებნი უფრო მგრძნობიარენი არიან შფოთვითი აშლილობის, თავის ტკივილისა და არტერიული წნევის და გულისცემის არასტაბილურობისკენ.

ქვედა სართულებზე - პირველი და მეორე- ცხოვრების საფრთხე მოიცავს მიმდებარე სარდაფებს და შედეგად, სოკოსა და ობს. საავტომობილო გზიდან გამონაბოლქვი აირების დაგროვებამ ან შესასვლელებში მანქანის ძრავების მუშაობამ, ასევე სიცხეში ასფალტის მტვერმა და ორთქლმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ასეთი ზემოქმედება უკიდურესად საშიშია. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ აგრესიულ აგენტებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ის აღემატება დეტოქსიკაციის სისტემების ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს.

ამგვარად, ნახშირბადის მონოქსიდი, ალდეჰიდები, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირწყალბადები, მძიმე ლითონები და ბენზოპირენები ხვდება ქვედა სართულზე მცხოვრებთა სხეულში სუნთქვისას, ილექებიან კანზე, იწოვებიან თმასა და ტანსაცმელში და რჩებიან ფეხსაცმელზე.

ზედა სართულებზე - მეშვიდე და ზემოთ - მცხოვრებთ საფრთხეს უქმნის ძირითადად სმოგი.

ძალიან მაღალმა სართულებმა - მეოცე და ზემოთ - შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს კონდიცირების სისტემის სპეციფიკით, კერძოდ, მშრალი ჰაერით და ჰაერის შეცვლილი შემადგენლობით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

გარდა ამისა, საშიშია უკიდურესად მაღალ სართულებზე ცხოვრება ვიბრაციის მაღალი დონის გამო - დაბალი სიხშირის ინფრაბგერითი ვიბრაციები, ატმოსფერული წნევის ვარდნა და დატვირთვები ლიფტში მაღალსიჩქარიანი ასვლის დროს.

ამ ფაქტორებიდან შეიძლება ველოდოთ პანიკის შეტევებს, ძილის დარღვევას და უძილობას, შფოთვით აშლილობას, თავის ტკივილს, ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს და, შედეგად, რესპირატორული ინფექციებისადმი მიდრეკილებას. გარდა ამისა, მაღალ სართულებზე ცხოვრება საფრთხეს უქმნის მსხვილი სისხლძარღვების და გულის ტონუსის დარღვევას, რაც იწვევს არტერიული წნევის და გულისცემის არასტაბილურობას, ასევე მუცლის ტკივილს.

სართულები მესამედან მეშვიდემდე საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი იქნება ჯანმრთელობისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩევ ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და COVID პა­ცი­ენ­ტებს - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩევ ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და COVID პა­ცი­ენ­ტებს - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და

ცერ­ცვა­ძის თქმით, მათ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა ეფექ­ტი არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით და არა აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის (FDA, EMA და სხვ.) ნე­ბარ­თვა.

ცერ­ცვა­ძის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთვა­ზობთ:

“მთელ მსოფ­ლი­ო­ში გრძელ­დე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ა.წ. 20 ივ­ლისს მსოფ­ლი­ო­ში COVID-ით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 2000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა (მათ შო­რის აშშ-ში - 367, ბრი­ტა­ნეთ­ში - 144, ის­რა­ელ­ში - 27 და ა.შ.). ეს იმათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, ვინც ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­ულ COVID-ს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბოლო პე­რი­ოდ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დღემ­დე რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ (მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბალ) ნიშ­ნულ­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ყვე­ლა რგო­ლის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი (სა­ბედ­ნი­ე­როდ დიდი უმ­ცი­რე­სო­ბა), რომ­ლებ­საც აღი­ზი­ა­ნებთ ეს სი­ტუ­ა­ცია?! და ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც COVID ავა­დო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის დროს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და ექი­მებს ლან­ძღა­ვენ. ხოლო მა­შინ, როცა ძა­ლი­ან კარ­გი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს, ცდი­ლო­ბენ ეს ფაქ­ტი არ შე­იმ­ჩნი­ონ ან თვლი­ან, რომ ეს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის და ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა კი არ არის, არა­მედ უბ­რა­ლოდ გვი­მარ­თლებს?! რას ვი­ზამთ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბიც ჩვე­ნი სი­ნამ­დვი­ლის ნა­წი­ლია და მათ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბაც უნდა ვის­წავ­ლოთ.

COVID არ­სად წა­სუ­ლა და სა­ვა­რა­უ­დოდ კარ­გა ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა რო­გორც ერთ-ერთი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სწო­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი მარ­თვით შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დღე­ვან­დელ მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და თა­ვი­დან ავი­ცი­ლით COVID-ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. ამის გა­რან­ტია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის გაზ­რდას­თან ერ­თად (ბუს­ტერ დო­ზე­ბის ჩათ­ვლით) არის COVID-ზე დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, დრო­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ექიმ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა. ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი, მათ შო­რის ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის და/ან მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბიც კი დი­აგ­ნოს­ტი­კის და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ დამ­ძი­მე­ბუ­ლე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ გარ­დაც­ვლი­ლა.

ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ომიკ­რო­ნის შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-ის სიმპტო­მე­ბი პირ­ველ დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა­გან. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უკ­ლებ­ლივ ყვე­ლამ ჩა­ვი­ტა­როთ COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც უფა­სოა და ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და COVID-ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ დრო­უ­ლი მი­მარ­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, რომ არ მოხ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის დამ­ძი­მე­ბა და მი­თუ­მე­ტეს არ დად­გე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ყვე­ლამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვის­წავ­ლოთ COVID-ის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხოდ ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა.

მინ­და და­ბე­ჯი­თე­ბით ვურ­ჩიო ყვე­ლა ოჯა­ხის ექიმს, ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას და COVID პა­ცი­ენ­ტებს, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ პაქსლო­ვი­დი და რემ­დე­სი­ვი­რი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნონ ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (ივერ­მექ­ტი­ნი, ფლუ­ვოქ­სა­მი­ნი (ფე­ვა­რი­ნი), ფა­ვი­პი­რა­ვი­რი, კოლ­ხი­ცი­ნი და სხვ.) რო­მელ­თა ეფექ­ტი არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით და არა აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის (FDA, EMA და სხვ.) ნე­ბარ­თვა. ამით ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლეს”,- წერს ცერ­ცვა­ზე Facebook-ზე.