თუ კუჭის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბო ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა… - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ კუჭის, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბო ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა…

მსხვილი ნაწლავის კიბო სულ უფრო ვრცელდება ბოლო წლებში არაჯანსაღი კვების, უმოძრაო ცხოვრების წესის, მოწევის, ალკოჰოლის, ხორცის ჭარბი მოხმარებისა და სტრესის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო გამოვლენილია ჩვენს ქვეყანაში 20 წლის ასაკის ადამიანებშიც კი, პროფესორი გურჰან შიშმანი, ACIBADEM-ის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგიის განყოფილების ლექტორი და ACIBADEM ALTUNIZADE-ს საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი, აკონკრეტებს, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სამჯერ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი ქირურგუილი ჩარევის გარეშე. პროფესორმა გურჰან შიშმანმა აღწერა მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირების გზები, წარმოადგინა ინფორმაცია ენდოსკოპიის არაქირურგიული მკურნალობის შესახებ და გააკეთა მნიშვნელოვანი გაფრთხილებები და რეკომენდაციები.

1638801939-prof-dr-1658738257._G__rhan___i__man.jpg

„მე ვჭამდი ბევრს, ეს არის ჩემი პრობლემის მიზეზი!“, „ეს ხშირად ხდება სტრესის დროს, შემდეგ ქრება!“, „ამ საკვების გამო ნაწლავების მოქმედება დამერღვა!“... ამჟამად შეიძლება უგულებელვყოთ ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა გადატვირთული გრაფიკისა და Covid-10 პანდემიის გამო, რომელმაც შეცვალა ცხოვრების ყველა ასპექტი ბოლო 1,5 წლის განმავლობაში. თუმცა, ასეთმა მიზეზებმა შესაძლოა მიგვიყვანოს ძალიან სერიოზულ მდგომარეობამდე! პოლიპები, რომლებიც დღეს სულ უფრო ხშირად გავრცელებულია და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ კოლონოსკოპიით, რადგან ისინი პროგრესირებადი არიან, დროთა განმავლობაში მზაკვრულად პროვოცირებენ მსხვილი ნაწლავის კიბოს. დამტკიცებულია, რომ მუცლის შებერილობა, ნაწლავის მოქმედების დარღვევა, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს (დიარეა-ყაბზობა), რექტალური სისხლდენა, წონაში დაკლება, გაზები და ხანგრძლივი დაღლილობა არის მსხვილი ნაწლავის კიბოს ძირითადი სიმპტომები. პროფესორი გურჰამ შიშმანი, ACIBADEM-ის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგიის განყოფილების ლექტორი და ACIBADEM ALTUNIZADE-ს საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი, ამბობს: „ზოგიერთი პაციენტი არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას, რადგან ისინი ამ სიმპტომებს სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ და ეს იწვევს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოვლენას ბოლო სტადიაზე“. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ხორცის დომინანტური დიეტა, გადამუშავებული ხორცპროდუქტების ჭარბი მიღება, როგორიცაა სალამი, სოსისი და ბოლონიის ძეხვი, ნაკლები ბოსტნეულის ჭამა და სტრესი ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს 20 წლამდე ასაკის ადამიანებში და ასევე კიბოს ოჯახის ისტორიის მქონე პაციენტებში. პროფესორი გურჰან შიშმანი აცხადებს, რომ ასეთი ჩივილების მქონე პირებმა აუცილებლად უნდა მიმართონ გასტროენტეროლოგს და საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კოლონოსკოპია.

extpan03e-2-jkk-1658738339.jpg

კოლონოსკოპია გადაარჩენს სიცოცხლეს!

მიუხედავად იმისა, რომ კოლორექტალური კიბო მე-3 ადგილს იკავებს ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს შორის მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, კოლონოსკოპიით ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლეს გადაარჩენს! პროფესორი გურჰან შიშმანი (გასტროენტეროლოგი) ამბობს, რომ პოლიპების გამოვლენა და ამოკვეთა შესაძლებელია კოლონოსკოპიით, სანამ ისინი კიბოში გადაიზრდებიან: „კოლონოსკოპია აუცილებლად უნდა ჩატარდეს 45 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ასევე, მსხვილი ნაწლავის კიბოს ერთი ან მეტი ნიშნის მქონე პაციენტებმა და მათ, ვისაც სიმსივნის ოჯახური ისტორია აქვთ, დაუყონებლივ უნდა ჩაიტარონ კოლონოსკოპია. პირველ კოლონოსკოპიაზე გამოვლენილი პოლიპის ტიპი და ზომა მიუთითებს, როდის უნდა ჩატარდეს შემდეგი კოლონოსკოპია“. აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევა, რადიოთერაპია ან ქიმიოთერაპია შეიძლება იყოს სასურველი არჩევანი ან შესაძლებელია ამ მკურნალობის მეთოდების კომბინირება დაავადების ბოლო სტადიების დროს.

inst-post-05-1658738359.jpg

მკურნალობა თერაპიული ენდოსკოპიით დიაგნოზის დასმის შემთხვევაში!

დღეს საკმაოდ ცნობილია, რომ ენდოსკოპია გამოიყენება დიაგნოსტიკური მიზნით. თუმცა,

ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის ასეთი მდგომარეობის მკურნალობას მედიცინის მიღწევებისა და გამოცდილი ექიმების წყალობით. პროფესორი გურჰან შიშმანი აცხადებს, რომ მკურნალობა ახლა შესაძლებელია თერაპიული ენდოსკოპიური მეთოდით დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ხოლო კუჭის, საყლაპავის და ნაწლავის კიბოს ადრეული სტადიის მართვა შესაძლებელია ოპერაციის გარეშე ნაკლები ტკივილით, მინიმალური სისხლდენით და ხანმოკლე საავადმყოფოში ყოფნით. პროფესორი გურჰან შიშმანი განმარტავს მეთოდს: „თერაპიული ენდოსკოპიით, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში და ჩვენს ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვუმკურნალოთ ნაწლავის, კუჭისა და საყლაპავის კიბოს ადრეულ სტადიაზე და ასევე ყლაპვის დარღვევებს (ახალაზია) დიაგნოზის დროს, როდესაც ეს შესაძლებელია. ენდოსკოპიური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ გამოცდილი ექიმის და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით. მას შემდეგ, რაც სიმსივნე დაფიქსირდა ენდოსკოპიის აპარატზე, შეგვიძლია სიმსივნის ამოკვეთა თერაპიული ენდოსკოპიური მეთოდით, თუ ის ადრეულ სტადიაზეა. გარდა ამისა, მსხვილი ნაწლავის კიბოს I სტადიაში არ არის საჭირო 30-40 სმ მსხვილი ნაწლავის სეგმენტის ამოღება. შესაბამისად, ეს მეთოდი არ საჭიროებს გაკვეთას დახურული მიდგომის გამო და ამცირებს საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობას 7-8 დღიდან 1 დღემდე. ხანმოკლე საავადმყოფოში ყოფნის პარალელურად, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება“.

R