რა კავშირია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასა და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს შორის

კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ დეკოზაჰექსაენის მჟავას (DHA) მაღალი დონე, 1,5-ჯერ ნაკლები შანსი ჰქონდათ ამ ნეიროდეგენერავიული დაავადების განვითარების.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 65 წელზე უფროსი ასაკის 1490 ადამიანის ერითროციტებში DHA -ს შემცველობა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას შორის კავშირი. აღმოჩნდა, რომ მაღალი მაჩვენებელბის მქონე პაციენტებს დაავადების განვითარების რისკი 49%-ით დაბალი ჰქონდათ სხვა მონაწილეებთან შედარებით. ახლობლებსა და ნათესავებზე ჩატარებულმა კვლევებმაც მსგავსი მაჩვენებლები გამოავლინეს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მომატებული გენეტიკური რისკის დროსაც კი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი დონე, დაავადების განვითარების 5 წლით გადავადების საშუალებას იძლევა.