/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

თიხით მკურნალობა

თიხით მკურნალობა
ბევრი რამ გამიგონია თიხით მკურნალობაზე. გთხოვთ, გაგვაცნოთ მისი სამკურნალო თვისებები, გვითხრათ, როდის და როგორ გამოიყენება იგი.

თიხა მინერალური ნივთიერებებით არის მდიდარი, რაც მას უნივერსალურ თვისებებს ანიჭებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით თიხა ხილსა და ბოსტნეულსაც კი აღემატება, ხოლო არაჩვეულებრივი აბსორბციის უნარი მას საშუალებას აძლევს, ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან გამოიტანოს.

თიხა აქტიურად მოქმედებს სხეულის გარეგანი ნაწილის პათოლოგიურ უჯრედებზეც და მათ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

თიხის გარეგანი გამოყენება

უნდა აიღოთ თიხის გუნდა, გააბრტყელოთ და დაზიანებულ ადგილას დაიდოთ. მისი სისქე 1,5-2 სმ უნდა იყოს, ხოლო ფართობი - დაზიანების კერაზე ოდნავ დიდი. შეიძლება როგორც ცივი, ასევე ოდნავ შემთბარი თიხის გამოყენება. თბილი თიხა იდება ღვიძლზე, თირკმელებზე, შარდის ბუშტსა და ძვლებზე.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კონტუზიის დროს თიხის დადებამდე თიხიანი წყლის საფენებს იყენებენ. თუ თიხა თბილი არ არის, მაშინ შალის ქსოვილით თბილად უნდა გადავიხვიოთ. ჩვეულებრივ, კომპრესს 2-3 საათს იტოვებენ, ხოლო მძიმე შემთხვევებში - 24 საათს. თუ უსიამოვნო შეგრძნებამ ან ტკივილმა შეგაწუხათ (თუმცა ასეთი რამ ძალზე იშვიათია), კომპრესი უნდა მოიხსნათ და სხეული 12-24 საათით დაასვენოთ.

ჩირქოვანი აბსცესის შემთხვევაში კომპრესი ყოველ ნახევარ-ერთ საათში ერთხელ უნდა იცვალოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მუცელზე, ღვიძლზე, წელსა და ქვედა კიდურებზე კომპრესის დადება შეიძლება ერთხელ, 2-3 საათის განმავლობაში, რადგან მოსალოდნელია ძლიერი რეაქცია.

გამოყენებული გუნდა გადააგდეთ, რადგან მასზე მომწამვლელი ნივთიერებები გროვდება.

ხანგრძლივი კომპრესისთვის შეიძლება გამოიყენოთ დაფქული თიხა. მისი მიფრქვევა შეიძლება ჭრილობაზეც საბავშვო ტალკის მაგივრად - აქ პუდრი ანტისეპტიკურ და შემახორცებელ მოქმედებას გამოავლენს. პუდრის გამოყენება შეიძლება ასევე ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების დროსაც.

კოსმეტიკური ნიღბები

თიხისგან ხშირად ამზადებენ კოსმეტიკურ ნიღბებს: ერთმანეში ურევენ თანაბარი რაოდენობის წყალსა და კიტრის წვენს და ამატებენ იმდენ თიხას, რომ პასტის კონსისტენციის ნაზავი მიიღონ. ეს პასტა თხლად უნდა წაისვათ სახეზე და გაშრობამდე, 10-30 წუთი გაიჩეროთ. ამის შემდეგ სახე თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. თუ სახეზე მუწუკები ან ფერიმჭამელები გაქვთ, ჯობს, ნიღაბი ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით მოიწმინდოთ.

ქალური დაავადებების დროს

აიღეთ 3-4 სუფრის კოვზი თიხა, ჩაყარეთ ერთ ლიტრ წყალში და გაათბეთ სხეულის ტემპერატურამდე. ამ ნაზავით გამოირეცხეთ საშო. იგივე ნაზავი შეგიძლიათ გამოიყენოთ ოყნისთვის კუჭ-ნაწლავის დაავადებების (კოლიტის) დროს.

თიხის აბაზანები

თუ რადიაქტიური ტალახის თბილ აბაზანებზე ხელი არ მიგიწვდებათ, მიიღეთ წყალში გახსნილი თიხის აბაზანა. თავდაპირველად - 5-10-წუთიანი, მერე და მერე კი ხანგრძლივობა 15-20 წუთამდე გაზარდეთ. აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ 3-4 კვირით უნდა შეისვენოთ. ასეთი აბაზანები კარგია ართრიტის, რევმატიზმისა და ანემიის დროს.

კიდურების სახსართა რევმატული ანთების შემთხვევაში თიხის აბაზანაში ჩაამატეთ ზღვის მარილი. გაუწმენდავი ზღვის მარილი მრავალ დაავადებას უხდება, რადგან შეიცავს მაგნიუმს, ბრომს, იოდს, ოქროს, ნიკელს, კობალტს, გოგირდს, ფოსფორს, კალციუმს, ნატრიუმს და კატალიზატორივით მოქმედებს. მას იყენებენ ორგანიზმში ამ ელემენტთა უკმარისობის დროს, ჟანგბადის ცვლის გასააქტიურებლად.

თიხით მკურნალობას შეიძლება შევუთავსოთ სადეზინტოქსიკაციო ბალახეული ნაყენებისა და ნახარშების მიღება, მასაჟები და წყლის პროცედურები (18-22 გრადუსის ფარგლებში), ფეხისგულების რეფლექსოთერაპია, არომათერაპია, მზის, ჰაერისა და ზღვის აბაზანები. თიხით მკურნალობისას კურსი კრიზის შემთხვევაშიც კი არ წყდება, რადგან კრიზი ამ დროს მომწამვლელ ნივთიერებათაგან ორგანიზმის გაწმენდის სიგნალად აღიქმება.

თიხის შინაგანი გამოყენება

შინაგანად იყენებენ მხოლოდ ცხიმიან თიხას. თუ მასში ქვიშაა შერეული, დოლბანდში უნდა გაიცრას.

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, დიზენტერიის, კოლიტის, ენტერიტის დროს სვამენ თიხის ხსნარისა და ფეტვის ბურახის ნარევს. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას.

აიღეთ ერთი (12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - ნახევარი) ჩაის კოვზი თიხა და გახსენით ერთ ჭიქა ფეტვის ბურახში. მიიღეთ 200 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე. სვით 30 წუთის განმავლობაში. თუ ბავშვს ბურახი არ მოსწონს, მიეცით თიხის მარცვლები პიტნის, ევკალიპტისა და სხვა არომატული ნივთიერებების ნაყენთან ერთად.

ეს რეცეპტები გამოგადგებათ:

  • აბსცესის, ძირმაგარას, კარბუნკულის დროს; აიღეთ თიხის მოზრდილი გუნდა, სქლად გააბრტყელეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ დღეში 4-6-ჯერ, თითო საათით.
  • პირის ღრუს აბსცესის დროს; აიღეთ თიხის გუნდა, გააბრტყელეთ და დაიდეთ სახეზე. თუ თიხა რბილია, შეგიძლიათ პირშიც ჩაიდოთ. ეცადეთ, ამ დროს ნერწყვი არ გადაგეყლაპოთ. იცვალეთ 2 საათში ერთხელ.
  • აკნეს (ფერიმჭამელების) დროს; კვირაში 2-3-ჯერ გამონაყარზე მიიდეთ თიხა. გაიჩერეთ 20-იოდე წუთს (გაშრობამდე), შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
  • ნერვული სისტემის დაავადებების - ტიკის, სპაზმების, ეპილეფსიის, დამბლის, ქორეის დროს;

თიხის ფირფიტები დაიწყვეთ კეფაზე, ხერხემალზე და მუცლის ქვედა ნაწილზე. პარალელურად გაიკეთეთ მასაჟი ხერხემლის ორივე მხარეს.

  • ანგინისა და ლარინგიტის დროს; თიხის ფირფიტები დაიწყვეთ კისერზე, ხოლო პირის ღრუსა და ყელში გამოივლეთ თიხიანი და ზღვის მარილიანი წყალი.
  • კბილისა და ღრძილების დაავადებების დროს; ერთმანეთში აურიეთ თიხა, კბილის პასტა და ძლიერ მარილიანი წყალი და კბილები ამ ნაზავით გამოიხეხეთ.

კბილისა და პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტი, პიორეა და სხვა), ანგინის, ნუშურა ჯირკვლების ანთების დროს ძალზე ეფექტურია თიხის ბურთულების წუწნაც.

  • ბრონქული ასთმის დროს; თიხის ცივი ფირფიტები დღეში 2-3-ჯერ დაიწყვეთ გულმკერდსა და ზურგზე.
  • დამწვრობის დროს; თიხის სქელი ფირფიტები გაახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ დამწვარ ადგილას. ფირფიტები გამოცვალეთ 2 საათში ერთხელ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, სანამ ახალი კანი არ წამოვა. ამის შემდეგ გაიკეთეთ თიხისა და ფეტვის ბურახის კომპრესები დღეში 3-4-ჯერ 2-2 საათის განმავლობაში;
  • გულის დაავადებების დროს; თავდაპირველად გაიკეთეთ თიხისა და ფეტვის ბურახის ნარევის კომპრესი, შემდეგ კი თიხის ფირფიტებზე გადადით. კომპრესები დაიტოვეთ 1-2 საათს. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში რამდენჯერმე.
  • მზის დაკვრის დროს; სახეზე დაიდეთ თიხის თხელი ფირფიტა და საათში ერთხელ იცვალეთ. გარდა ამისა, თიხის ფირფიტები დაიწყვეთ მუცელზეც დღეში 2-ჯერ 2-2 საათით.
  • ძლიერი ყაბზობის დროს; თიხის ცივი ფირფიტები დღეში 2-ჯერ და ერთხელ ღამით 2-3 საათით დაიწყვეთ მუცელზე.
  • თიხით შეგიძლიათ ჭუჭყიანი წყალიც გაწმინდოთ - 1 ლიტრ წყალში თიხის ერთი ნაჭერი მოათავსეთ.

ინფექციური დაავადების ეპიდემიის დროს თიხიანი წყალი ყოველდღე უნდა სვათ.

კომენტარები (1)
მაკო
რომელ თიხაზეა აქ ნატქვამი> წითელზეე? გტხოვთ გვპასუხოთ.
თარიღი : 21-07-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თიხით მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები