მეცნიერებმა კიბოსთან საბრძოლველად უჯრედული სიკვდილის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

კვლევის შედეგები მომავალში დაეხმარება მკვლევრებს უჯრედული ბიოლოგიის დარგში კიბოსთან ბრძოლასა და ანტიბიოტიკების შემუშავებაში.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ სპილენძი უკავშირდება სპეციალიზებულ ცილებს და აიძულებს მათ უჯრედისათვის ტოქსიკური აგრეგანტების წარმოქმნას. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობენ მცირე ზომის მოლეკულები იონოფორები, რომლებიც გადააადგილებენ სპილენძის ატომებს უჯრედის მემბრანაში. სპილენძის ეს გადამტანები ხელს უწყობენ წამლების მიმართ მდგრადი კიბოს უჯრედების განადგურებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მაგალითად, ერთ-ერთმა ასეთმა მოლეკულამ, სახელწოდებით ელესკლომოლმა, უკვე გაიარა კლინიკური კვლევა კიბოს საწინააღმდეგო პოტენციური მედიკამენტის სახით, თუმცა ეფექტურობა პაციენტებზე არ აჩვენა. ეს იმით აიხსნება, რომ ნაერთის ტოქსიკურობა სწორედ სპილენძს უკავშირდება. უჯრედული სიკვდილის ახალ ფორმას ეწოდა კუპროტოზი და განსხვავდება სხვა კარგად შესწავლილი ფორმებისაგან. როდესაც მეცნიერებმა დაბლოკეს აპოპტოზისა და ფეროპტოზის გამომწვევი მეტაბოლური გზები, სპილენძის იონოფორებით დამუშავებული უჯრედები მაინც ნადგურდებოდა.
უჯრედები, რომლებიც ემყარებოდნენ მიტოქონდრიებს ენერგიის წარმოქმნისათვის, ათასჯერ უფრო მგრძნობიარეები აღმოჩნდნენ სპილენძის იონოფორების მიმართ, ვიდრე ის უჯრედები, რომლებიც გლუკოზის მეტაბოლიზმს იყენებდნენ. ამ პროცესში მონაწილეობს FDX1 გენი, ასევე ცილების ლიპოილირებაში მონაწილე ექვსი გენი. იონოფორებით მიტოქონდრიაში მიწოდებული სპილენძი უშუალოდ უკავშირდება ამ ლიპოილირებულ ცილებს და აიძულებს მათ, წარმოქმნას გრძელი ჯაჭვები და გროვები, რაც უჯრედის სიკვდილს იწვევს.