ოპტიმიზმი ქალებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

ცხოვრებისადმი მხიარული დამოკიდებულება 10%-ით ზრდის 90 წლის ასაკამდე მიღწევის შანსებს. ამასთან დღეისათვის აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელზე ცოტათი ნაკლებია.
მკვლევარებმა შეკრიბეს პოსტმენოპაუზის ასაკის 160 000 ქალის მონაცემბი, რომლებიც 1993-1998 წლებში მონაწილეობდნენ პროგრამაში Women's Health Initiative. მონაწილეებს აკვირდებოდნენ 26 წლის განმავლობაში და აფასებდნენ მათი ოპტიმიზმის საშუალო დონეს. ქალების მეოთხედი, რომლებიც მეტად ოპტიმისტები იყვნენ გამოირჩეოდნენ სისცლცხლის მეტი ხანგრძლივობით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
რა მექანიზმით ახანგრძლივებს სიცოცხლეს ოპტიმიზმი ამის ზუსტი ახსნა უცნობი რჩება, თუმცა ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გულის ჯანმრთლეობის მდგომარეობას სტრესისა და შფოთვის ნაკლები დონის შედეგად. მეორეს მხრივ, ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან შფოთვისა და აღელვებისაკენ, მეტად იმყოფებიან გულის ქრონიკული დაავადებების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.