რა არის ქოლესტერინი - შეგვიძლია თუ არა მისი კონტროლი
იგი ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების წარმოქმნას და აუცილებელია ჰორმონალური ცვლისთვის.
ქოლესტერინი სხვადასხვა სახისაა: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL), ძალიან დაბალი სიმკვრივის სტრუქტურირებული ლიპოპროტეინები (VLDL) ტრიგლიცერიდებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით.
დღეისათვის ბევრი რამ არის ცნობილი ადამიანის ორგანიზმზე ქოლესტერინის გავლენის შესახებ. ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
ქოლესტერინის მაღალმა დონემ შესაძლოა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკი გაზარდოს. ვინაიდან ქოლესტერინის თემა დღევანდელ საზოგადოებაში მეტად გავრცელებულია, მის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. სტატიაში განხილულია რამდენიმე მითი ქოლესტერინის შესახებ.
1- ყველა ქოლესტერინი ჯანმრთელობისთვის საშიშიაა
ქოლესტერინი უჯრედის მემბრანების სასიცოცხლო კომპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მისი საერთოდ არარსებობის შემთხვევაში,ჩვენც ვერ გადავრჩებოდით.
2- მე ჯანსაღად ვიკვებები, კარგი წონაც მაქვს, ამიტომ ქოლესტერინის მაღალი დონე არ მექნება.
მართალია, მეტწილად, ქოლესტერინის მაღალი დონე საკვებსა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, მაგრამ ის შეიძლება იყოს აგრეთვე გენეტიკური. ადამიანს გენეტიკურად არ შეუძლია ქოლესტერინის ეფექტური გადამუშავება
3- მაღალი ქოლესტერინი რომ მქონდეს, სიმპტომები მექნებოდა
ეს კიდევ ერთი მითია. სამწუხაროდ, მაღალი ქოლესტერინი არ იწვევს არანაირ სიმპტომს. ამიტომაც მისი გამოკვლევისა და კონტროლისთვის საჭიროა სისხლის ანალიზის ჩაბარება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი ქოლესტერინი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, ამიტომაც შესაძლოა, რომ გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნოთ. ეს იქნება ერთადერთი სიმპტომი.
4- ქოლესტერინის დონესთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია
საბედნიეროდ მოცემული დებულებაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მოწევისგან თავის არიდებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშით, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ის.