/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

იტალიელ ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტების შერჩევა დაიწყო

იტალიელი ტრავმატოლოგ-ორთოპედები პაციენტებს 1-ელი ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ მიიღებენ.

მათთან მოსახვედრად საჭიროა წინასწარ უფასო კონსულტაცია გაიაროთ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგთან გიორგი დუღაშვილთან.უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია პაციენტებისთვის, რომელთაც სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი აქვთ დადგენილი. პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდებათ ქირურგიული ჩარევის საჭიროება, მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ კონსილიუმში იტალიელ სპეციალისტებთან. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ალესანდრო პისანი და ლუიჯი სოლიერა ჩაატარებენ.

უფრო დეტალურად იტალიელი სპეციალისტების ვიზიტზე, მათთან თანამშრომლობასა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის სერვისებზე გიორგი დუღაშვილი გვესაუბრება.

- მოგვიყევით იტალიელ სპეციალისტებზე, რომლებიც საქართველოს ეწვევიან და პაციენტებს ოპერაციებს ჩაუტარებენ.

- სამხრეთი იტალიის ორთოპედიული ინსტიტუტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთავარი ექიმი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ალესანდრო პისანი და ამავე კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლუიჯი სოლიერა ყოველწლიურად 500-მდე ქირურგიულ პროცედურას ატარებენ. 2022 წლის ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შემოუერთდებიან და პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ სკოლიოზის, ლუმბალური სტენოზის, დისკის თიაქრის და სპონდილოლისთეზის ქირურგიის მიმართულებით.

- კონკრეტულად როდის ეწვევიან „ნიუ ჰოსპიტალს“ და რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებენ პაციენტების მიღებას?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

- იტალიელი კოლეგები ჩვენს კლინიკაში პაციენტების მიღებას 1-ელ ივლისს დაიწყებენ. კონსულტაციები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. რამდენიმე ქირურგიული ჩარევის ჩატარებაც დაგეგმილია. ეს ჩვენი თანამშრომლობის პირველი ეტაპია. სამომავლოდ დაიგეგმება მათი პერიოდული ვიზიტები, ასევე ჩვენი, ქართველი ექიმების იტალიაში წასვლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ქირურგიული ჩარევის ინოვაციური მეთოდების ასათვისებლად.

- როგორ შეძლებენ პაციენტები იტალიელ ექიმებთან მოხვედრას?

- მათთან მოსახვედრად პაციენტებმა წინასწარ კონსულტაცია უნდა გაიარონ. ჩემთან მიღება უფასო იქნება და მსურველებს ჩაწერა შეეძლებათ ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მიღებაზე მოსვლა შეუძლია ნებისმიერი კლინიკის პაციენტს, ვისაც დადგენილი აქვს სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი. ამ ოთხ დაავადებაზე ვკონცენტრირდებით საწყის ეტაპზე. ასე რომ, პაციენტებს, ვისაც აწუხებს ხერხემლის დეფორმაცია, მხარეობა, ხერხემლის ასიმეტრია, ტკივილი, ხერხემლიდან წამოსული მოძრაობის შეზღუდვა, ველოდებით ჩვენთან. ჩემთან კონსულტაციის, იტალიელ კოლეგებთან კონსილიუმისა და ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ გადაწყდება მათი დაავადების მკურნალობას სჭირდება თუ არა ალესანდრო პისანისა და ლუიჯი სოლიერას ჩარევა. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციებიც.

- რატომ არის საქართველოში იტალიელი ექიმების ვიზიტი მნიშვნელოვანი?

- იტალიელი ექიმების ვიზიტი და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩამოდიან კლინიკიდან, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებითა და მეთოდოლოგიით. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმების ვიზიტი იტალიაში. ზოგადად, „ნიუ ჰოსპიტალსში“ სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით ინოვაციების დანერგვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენს მიმართულებაში ესძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში ისეთივე მაღალი დონის ოპერაციების ჩატარება იქნება შესაძლებელი, როგორებიც აშშ-ისა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ტარდება. პაციენტებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა აღარ მოუწევთ.

- ამჟამად რა სერვისებს სთავაზობს პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი?

- „ნიუ ჰოსპიტალსის“ ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, რომელსაც ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ, სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიურ დახმარებას და ორთოპედიულ ოპერაციებს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი დონის სპეციალისტებით, რომლებიც წლიურად დაახლოებით 1500-ზე მეტ ოპერაციას ატარებენ. ეს ქართულ სამედიცინო სივრცეში უპრეცედენტო რიცხვია.

მეტად მნიშვნელოვანია კლინიკის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტირებაში, ასევე გამართული ქირურგიული ჩარევების ჩატარებაში გვეხმარება. კლინიკამ2 თვის წინ ულტრათანამედროვე რენტგენის აპარატის შეიძინა. მისი გამოსხივების დონე პრაქტიკულად ნულამდეადაყვანილი და, ამავდროულად, რენტგენოლოგიური სურათის მასშტაბური მიღება აქვს. ასევე, კლინიკა აღჭურვილია მაღალი დონის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფით.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში ღიაა, როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

R

კომენტარები (5)
ნარგიზა
მაინტერესებს ლინფოდემას თუ უმკურნალებენ უშედეგოდ რამოდენიმე წელია სხვადასხვა ექიმებმა ვმკურნალობთ და გვეუბნებიან რომ ეს არ ინკურნება გთხოვთ მიიტანოთ ჩემი თხოვნა გულთან ეს მიზეზი სულ პატარა ტრამვამ წარმოშვა პაციენტი არის 34წლის ..წინასწარ მადლობა
თარიღი : 07-06-2022
ქეთი
აქ კარგი ექიმი იშვიათია ნეტა რა იციან ამათ ცდების ჩამტარებლები
თარიღი : 04-06-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იტალიელ ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტების შერჩევა დაიწყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები