რომელი ჰორმონი უწყობს ხელს სიცოცხლის გახანგრძლივებას

ეს არის ფიბრობლასტების 21 (FGF21) ზრდის ფაქტორი. კვლევის თანახმად, ეს ჰორმონი პირდაპირ მოქმედებს დაბალცილოვანი დიეტების ეფექტურობაზე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
მენიერთა შრომებში უკვე დადგენილი იყო, რომ FGF21, კვების რეჟიმთან ერთად (ცილების დაბალი და ნახშირწყლების მაღალი შემცველობა), იწვევს საცდელ მღრღნელებში წონის დაქვეითებას. ის ასევე ხელს უწყობს გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაძლიერებას და ენერგოდანახარჯების ზრდას. სპეციალისტემა ამჟამად შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ლაბორატორიულ თაგვებს, რომელთაც არ აქვს FGF21-ის გამომმუშავებელი გენი, გააჩნიათ მეტი ჭარბი წონა. მათი ორგანიზმი ცუდად გადაამუშავებს გლუკოზას, ხოლო ხანდაზმულ ასაკში უფრო სუსტები არიან.
მკვლევარებს სურთ შეისწავლონ როგორაა ეს ჰორმონი დაკავშირებული სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან და ჩაატარონ ექსპერიმენტები მდედრებზე, რადგანაც არსებული ექსპერიმენტები ჩატარებულია მხოლოდ მამრებზე. ამასთან მეცნიერებს სურთ გამოარკვიონ, რა როლს ასრულებს FGF21 ადამიანის ორგანიზმში.