ბაქტერიოფაგების საშუალებით, პირველად განკურნეს ფილტვების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექცია
პირველად შეძლეს მუკოვისციდოზით დაავადებული 26 წლის მამაკაცის განკურნება ფილტვების ანტიბიოტიკორეზისტენტული ინფექციისგან. ამის შესახებ სტატია დაიწერა ჟურნალში Cell.
პაციენტი 6 წლის განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობდა მდგრად Mycobacterium abscessus ინფექციაზე. 2020 წელს მისი ფილტვების ფუნქცია 30%-მდე შემცირდა. მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფილტვების გადანერგვის გარეშე, ის რამდენიმე წელიწადში დაიღუპებოდა, ხოლო ოპერაციაზე პაციენტს უარი უთხრეს დაავადების გამო, რომელიც შეიძლება სხვა ქსოვილებზედაც გავრცელებულიყო.
ბაქტერიოფაგებით ექსპერიმენტული მკურნალობის ჩასატარებლად მამაკაცი გადაიყვანეს დენვერის წმინდა იოსების სახელობის საავადმყოოში, სადაც მან ფაგოთერაპიის დაწყებამდე, ჯამში 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 დღე გაატარა. კლინიკაში მკლვევარებმა შეძლეს გამოევლინათ და გენეტიკური მოდიფიკაცია განეხორციელებინათ ორ ფაგზე, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებდა ინფექციას. პირველად პაციენტს ის შეუყვანეს 2020 წელს, ხოლო შემდეგ 500 დღის განმავლობაში ის რეგულარულად იღებდა ბაქტრიოგფაგების ორ დოზას.
უკვე ორი თვის შემდეგ გამოჩდნა წარმატებული მიმდინარე თერაპიის პირველი მარკერები. ერთი წლის შემდეგ ინფექცია პარაქტიკულად სრულად განიკურნა და მამაკაცი ჩართეს ფილტვების ტრანსპლანტაციის რიგში. ამჟამად პაციენტმა შეწყვიტა ფაქგოთერაპია, მას ჩაუტარდა ორგანოს გადანერგა, რის შემდეგაც ექიმებმა პათოლოგია ვერ გამოავლინეს.