/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

ცხოველების მფლობელთა შეცდომები

მიუხედავად სპეციალური ლიტერატურის სიმრავლისა, ცხოველების მფლობელთა შორის ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული მრავალი მცდარი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეხედულება. მათი შეცვლა არცთუ ისე იოლია. მართალია, ცრურწმენა, რომ შავ კატას წარუმატებლობა მოაქვს ან ბაყაყს თუ ხელს მოვკიდებთ, მეჭეჭები გაგვიჩნდება, სასაცილოა, მაგრამ ცხოველებისთვის უვნებელია, ზოგიერთი ცრურწმენა კი ცხოველისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ ზედმეტი არ იქნება, თუ ზოგიერთ მცდარ შეხედულებას გავიხსენებთ:

  • ვეტერინართან მისვლაზე გაცილებით იაფია, ცხოველს შინ ვუმკურნალოთ.

    უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველთა დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვეტერინარის კომპეტენციას, მის პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ პროფესიონალის ცოდნაა აუცილებელი დაავადებების მკურნალობისათვის. ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა შესაძლოა ცხოველის მდგომარეობის გააუარესებით დასრულდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელი გახდება სპეციალისტთან მისვლა, დაავადების შორსწასული და გართულებული შემთხვევების მკურნალობა კი არა მარტო რთულია, არამედ გაცილებით მეტ დროსა და წამალს მოითხოვს და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯიც მეტია. ამავე დროს, შორსწასული და გართულებული დაავადების შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს - ცხოველი ვერ გადავარჩინოთ.

  • არ არის აუცილებელი კატისა და ძაღლის აცრა პარაზიტების (ჭიების) საწინააღმდეგოდ.

    მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს.

  • "და-ძმა" არ შეჯვარდება, შესაბამისად, მათი კასტრაცია აუცილებელი არ არის.

    ეს მცდარი აზრია. სქესობრივი მომწიფების მიღწევის შემდეგ არაკასტრირებული ცხოველები აუცილებლად შეჯვარდებიან, თუნდაც ერთი და იმავე წყვილის შთამომავლები იყვნენ. ამ შემთხვევაში თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა. პირველი - არასასურველი ლეკვები თუ კნუტები. მეორე - ახლო ნათესავთა შეჯვარების შედეგად დიდია მემკვიდრეობითი დაავადებების გამომჟღავნების ალბათობა. ასე რომ, ვიდრე ცხოველს ექვსი თვე შეუსრულდება, აუცილებელია იზრუნოთ მის სტერილიზაციაზე.

  • კატა იმიტომ არ შარდავს თავის ადგილზე, რომ პატრონზეა გაბრაზებული.

    საზოგადოდ, ცხოველებს არ ახასიათებთ მსგავსი შურისძიება. უბრალოდ, ისინი ცდილობენ ასეთი ფორმით მონიშნონ თავიანთი ტერიტორია მაშინ, როდესაც რაიმე საფრთხეს გრძნობენ. უმეტესად კი მსგავსი უდისციპლინო საქციელის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა, მაგალითად, კენჭები ან ქვიშა შარდის ბუშტში, საშარდე სისტემის ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების უკმარისობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კატა უადგილო ადგილზე შარდავს, დროა ვეტერინარს მივმართოთ.

  • ძაღლს ზედმეტი დატვირთვისას შესაძლოა ინფარქტი დაემართოს.

    სინამდვილეში ძაღლსა და კატას გულის შეტევა ან ინფარქტი არ ემართებათ, თუმცა არსებობს გულის სხვა დაავადებებიც, რომლებიც შესაძლოა ცხოველის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ძაღლს სუნთქვა უჭირს ან ძლიერ ახველებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

  • თუ პატარას ველით, ოჯახიდან აუცილებლად უნდა მოვიცილოთ კატა.

    სინამდვილეში სულაც არ არის საჭირო, უარი ვთქვათ ოთხფეხა მეგობარზე. ცნობილია, რომ კატებს მაინცდამაინც არ უყვართ ახალშობილებთან ურთიერთობა, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა - არ არის გამორიცხული, კატა რძის სურნელმა მიიზიდოს, მოზრდილმა ბავშვმა კი შესაძლოა ფისოს კუდში ჩაავლოს ხელი და გააღიზიანოს. გარდა უშუალოდ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემებისა, კატას ტოქსოპლაზმოზის წყაროდაც მიიჩნევენ. სპეციალისტები გვირჩევენ, დაავადების თავიდან ასაცილებლად კატის ადგილსამყოფელის დალაგებისას ხელთათმანები ჩავიცვათ, ხოლო ორსულობის პერიოდში ეს მისია სხვას დავაკისროთ.

  • არ შეიძლება, ძაღლი გალიაში გვყავდეს გამომწყვდეული.

    სინამდვილეში ძაღლები გალიას აღიქვამენ არა საპყრობილედ, არამედ თავშესაფრად, თუმცა თავდაპირველად აუცილებელია მიჩვევა, რათა ძაღლმა ის თავის ტერიტორიად აღიქვას. ძალიან დიდი ხნით ძაღლის გალიაში გამომწყვდევა კი მართლაც არ არის რეკომენდებული.

  • კატისთვის რძე აუცილებელია.

    სინამდვილეში კატას, რომელსაც მაღალი ხარისხის სპეციალური საკვებით უმასპინძლდებიან, სულაც არ სჭირდება დანამატები (გამონაკლისია ქორფა ბალახი). კნუტებს მართლაც უყვართ რძე, მაგრამ როცა იზრდებიან, ორგანიზმი რძის შაქარს - ლაქტოზას - სათანადოდ ვეღარ ითვისებს, რის გამოც რძე საკმაოდ ძნელი მოსანელებელი ხდება. ამის გამო კატებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ რძეს, ხშირად აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კომპანია „სმარტფარმა“ 10 წარმატებულ წელს ითვლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპანია „სმარტფარმა“ 10 წარმატებულ წელს ითვლის

ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორს და საბითუმო დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც ამარაგებს 1000-დე აფთიაქს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. კომპანიის მთავარი ამოცანა დაარსების დღიდან დღემდე იყო და არის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა. მათი ასორტიმენტი ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მოსახლეობის გადამხდელუნარიანობასთან და ამავდროულად ხარისხის ყველა საერთაშორისო სტანდარტთან და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობით.

7-21-1654078929.jpg

დღეს კომპანია „სმარტფარმი“ 10 წარმატებულ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ 10 კვადრატული მეტრის მოცულობის ოთახში დაწყებული სასაწყობე სათავსო რომელიც დღეს 1000 კვადრატული მეტრის GDP -სა და ISO 9001 -ის სტანდარტის შესაბამის სასაწყობე სივრცეს მოიცავს. 10 წლის წინ სულ რაღაც 10 ადამიანით დაკომპლექტებული ბიზნეს-ორგანიზაცია დღეს მაღალი სულისკვეთებისა და საერთო მიზანზე ორიენტირებული 100 მდე თანამშრომლისგან შემდგარ ძლიერ გუნდს წარმოადგენს. ხაგზასმით უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მხარდაჭერაა და სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით ისინი ეხმარებიან მარტოხელა დედებს და სხვა სხპეციფიური საჭიროებების მქონე ადამიანებს დასაქმებაში. ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმის“ ძლიერი მხარე მათი საერთაშორისო პარტნიორებია, რომლებთანაც მრავალწლიანი სტაბილური და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. დღესდღეობით სმარტფარმი გახლავთ საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე მოწინავე კომპანიების ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. „სმარტფარმას“ ენდობა უკვე ათასობით ექიმი და აფთიაქი საქართველოში, რადგან ხარისხი და ხელმისაწვდომობა, რომელიც ნებისმიერი ჯანდაცვის სპეციალისტის პრიორიტეტია, მათ მიერ იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში უპირობოდ გარანტირებულია.

4-1654078929.jpg

ფარმაცევტულმა კომპანია „სმარტფარმამ“ თავისი ღირსშესანიშნავი თარიღი - 10 წარმატებული წლის იუბილე სწორედ სამედიცინო საზოგადოების გარემოცვაში აღნიშნა ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას რესტორან „ფუნიკულიორი“-ში. საღამოს განსაკუთრებული ქართული ხიბლი შესძინა „თეატრალურმა კვარტეტმა“, რომელმაც ქართველი კომპოზიტორების ყველასთვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს. კომპანიამ სტუმრები არაჩვეულებრივი საჩუქრებით დაასაჩუქრეს და ნამდვილ დღესასწაულად აქციეს ეს ღირსშესანიშნავი დღე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს მათი ახალი პროექტი - SmartClub, რომელიც მათ დაეხმარებათ გაიუმჯობესონ ყოველდღიური ცხოვრება და უკეთესი გახადონ საკუთარი და მოსახლეობის ყოველდღიურობა. SmartClub-ის პროექტის ფარგლებში მათ საჩუქრად გადაეცათ ლოიალობის ბარათი: SmartCard, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს ყოველდღიური საჭიროების მომსახურებებსა და ნივთებზე.

7-45-1654078929.jpg

გაუმჯობესება უკეთესი გაგრძელებისთვის - ეს იყო „სმარტფარმის“ 10 წლიანი წარმატების მთავარი ფორმულა, რომლითაც დაიწყო ბიზნესი 2012 წელს და წარმატებით გრძელდება! კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს ახალ პროექტებზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მოსახლეობას შესთავაზებს მათ საჭიროებებზე ზუსტად მორგებულ პროდუქციას მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.გამბედაობა, გონიერი გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა - ის მთავარი ღირებულებებია, რომელზეც დგას „სმარტფარმის“ 10 წლიანი ისტორია.

47a6076-1654078929.jpg

R