მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა

დაიღუპა 40 წლის პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი ავრცელებს.
„სიკვდილი დაფიქსირდა 40 წლის პაციენტში, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადება და იღებდა იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს“, – განაცხადა ნიგერიის CDC-მ.
როგორც გამოცემა წერს, ვირუსი სულ მცირე 20 ქვეყანაში აგრძელებს უეცარ გავრცელებას, რაც წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ვაშინგტონ პოსტის ცნობით, წელს ამ ვირუსმა კონგოში 9 ადამიანი შეიწირა. კონგოში დაავადების მდგრადობა გამოწვეულია მკვდარი მაიმუნებისა და მღრღნელების მოხმარებით – აცხადებენ სპეციალისტები.
„მცხოვრებლები შედიან ტყეში, იღებენ მაიმუნების, ღამურების და მღრღნელების ცხედრებს“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც მაიმუნის სიმპტომები აქვთ, ეწვიონ ჯანმრთელობის ცენტრს იზოლირებისთვის.