პოლიტრავმის მართვა ბავშვებში და მშობლის ჩართულობა - უახლესი სტანდარტები, რომლებიც საქართველოშია დანერგილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლიტრავმის მართვა ბავშვებში და მშობლის ჩართულობა - უახლესი სტანდარტები, რომლებიც საქართველოშია დანერგილი

ამავდროულად, ბავშვთა ასაკში სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა სხვადასხვა ტიპის პოლიტრავმა, როგორიცაა: სიმაღლიდან ვარდნა, ავტო-საგზაო შემთხვევა, ხრჩობა. ამ შემთხვევების საშუალო ასაკი შეადგენს 7 წელს.

პოლიტრავმის მართვა საკმაოდ რთულია.ის წარმოადგენს ყველაზე მულტიდარგობრივ გუნდურ სამუშაოს, სადაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა დარგის სპეციალისტის ადგილზე ყოფნა და ჩართულობა.პოლიტრავმის დროს კლინიკაში შემოსვლიდან პირველი 6 საათი ყველაზე კრიტიკულია სისხლდენის მართვისთვის, რადგან ამ დროს მაღალია გარდაცვალების რისკი.

დღეს ბავშვთა პოლიტრავმების მართვის სრულყოფილ მომსახურებას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ჩართულობით პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი სთავაზობს. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტის კონცეფცია შექმნილია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის სრული მასშტაბით სამართავად. ცენტრში 7/24 ყველა დარგის სპეციალისტი ადგილზეა. პოლიტრავმების მართვაზე დეტალურად პროფესორი, მედიცინის დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი,დავით ციბაძე გვესაუბრება.

- ზოგადად, რა არის პოლიტრავმა?

- პოლიტრავმა არის მძიმე დაზიანება, რომლის მიღებაც სხვადასხვა შემთხვევის დროს ხდება. ეს შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა, ფეხით მოსიარულეს დაეჯახოს ავტომობილი, სიმაღლიდან ვარდნა, წყალში ვარდნა და სხვა შემთხვევები. განსხვავდება ამ შემთხვევებით გამოწვეული დაზიანების ხარისხი, თუმცა უმეტესად გვაქვს ხოლმე თავის ტრავმა. პოლიტრავმით გარდაცვალების შემთხვევების 66%-ის მიზეზი სწორედ თავის ტრავმაა. ასევე ხშირია თორაკალური, მუცლის ღრუს დაზიანებები. ამ შემთხვევების მართვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანოს მაქსიმალურად შენარჩუნება შევძლოთ.

- როგორ ხდება პოლიტრავმების მართვა? ვინ ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულ პაციენტებს?

- პოლიტრავმის დროს კლინიკაში შემოსვლიდან პირველი 6 საათი ყველაზე კრიტიკულია სისხლდენის მართვისთვის. ამიტომ ჩვენი ბავშვთა გადაუდებელი თერაპიის განყოფილება, ისევე როგორც ცენტრის რეანიმაციის განყოფილება, ნებისმიერი დაზიანების აღმოფხვრის შესაბამისადაა აღჭურვილი. შემდეგეტაპზე პაციენტთა მოთავსება ხდება ბავშვთა ინტენსიური თერაპიისგანყოფილებაში.

კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, რის გამოც სწრაფი, გადაუდებელი რადიოლოგიური კვლევების შემდეგ პაციენტის ნეიროქირურგიული ჩარევისთვის საოპერაციოში გადაყვანა ხდება საჭირო. „ნიუ ჰოსპიტალსში“ საოპერაციოები მსგავსი პაციენტების მისაღებადმუდამ მზადყოფნაშია. საოპერაციო ჩარევა შეიძლება საჭირო გახდეს მუცლის ღრუს და გულ-მკერდის დაზიანებების,ტრავმის შედეგად ამპუტირებული კიდურების, ყელ-ყურ ცხვირის, თვალის, ყბა-სახის და სხვა დაზიანებების დროს.

პოლიტრავმის მართვა ხდება გუნდურად ყველა დარგის საჭირო სპეციალისტის მიერ. ამ გუნდის ძირითად რგოლები არიან ინტენსივისტი-რეანიმატოლოგები. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში შემოსულ ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სიმძიმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს 24/7 ემსახურება პროფესიონალთა გუნდი:ბავშვთა ზოგადი ქირურგი, ნეიროქირურგი, ბავშვთა თორაკოქირურგი, ტრავმატოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი, ყბა-სახის ქირურგი, ოფთალმოლოგი, პლასტიკური ქირურგი, ბავშვთა რეანიმატოლოგიის გუნდი, რეაბილიტოლოგი, მაღალი პილოტაჟის ექთნები და ნებისმიერი გართულების საჭიროებისთვის პედიატრიული სპექტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდის ყველა წევრი, წლების მანძილზე ჩართული იყო „მეიოს კლინიკის“ (USA Rochester MN) ტრავმა-ქირურგიის და შოკის მართვის პროექტში. მათ შორის არიან ამ პროექტის ტრენერები, პროვაიდერები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ პედაგოგიურ მუშაობას სხვა კლინიკების ექიმებთან. ასევე „მეიოს კლინიკის“ ექიმები საჭიროების შემთხვევაში ერთვებიან პაციენტების მართვაში.

- როგორ ხდება პოლიტრავმების დიაგნოსტიკა? რა ტიპის აპარატურაა საჭირო კლინიკაში პოლიტრავმების სწორი დიაგნოსტიკისთვის?

- ამ დროს დიდი როლი ეკისრება ლაბორატორიას და რადიოლოგიას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკის რადიოლოგიური (X-Ray, MRI, CT) და ლაბორატორიული კვლევების მაღალი ხარისხი.

გვაქვს ექსპრეს ლაბორატორია, რომელიც გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ანალიზის პასუხს 2-3 წუთში უზრუნველყოფს. ეს კი სწრაფი მოქმედების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენს ლაბორატორიაში კეთდება ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევები. ზუსტი და დროული ლაბორატორიული კვლევები ინფექციის მართვის დროს გადამწყვეტია.

რადიოლოგიის განყოფილება აღჭურვილია 2 რენტგენის (X-Ray), 2 მაგნიტურ რეზონანსულიტომოგრაფიის (MRI) და 2 კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატით, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა საჭირო კვლევა ოპერატიულად ჩავატაროთ. ასევე გვაქვს კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც ბავშვებში გულის მანკების მართვის დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია.

- „ნიუ ჰოსპიტალსის“ პარტნიორია „მეიოს კლინიკა“ აშშ-ში. კიდევ რომელ კლინიკებთან თანამშრომლობთ და რატომ არის მნიშვნელოვანი უცხოელ კოლეგებთან მუდმივიკომუნიკაცია?

- მუდმივი კონტაქტი გვაქვს გერმანელ რადიოლოგებთან. უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ქირურგიის მიმართულებითაც. ჩვენი გუნდის წევრია გერმანელი პროფესორი დიტრიხ ფონ შვეინიცი, რომელიც მიუნხენის ბავშვთა ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელია და ამავდროულად „ნიუ ჰოსპიტალსში“ ატარებს ოპერაციებს. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ასევე ფრანგ კოლეგებთან.

რაც შეეხება „მეიოს კლინიკასთან“ თანამშრომლობას, ეს გახლავთ აკადემიური კლინიკა, რომელიც პროტოკოლებს ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებისთვის. მათი გაიდლაინები თავდაპირველად ინერგება აშშ-ს კლინიკებში, შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებში და ბოლოს დანარჩენ სხვა ქვეყნებში. ჩვენ კი, როგორც „მეიოს კლინიკის“ პარტნიორები, არაერთ გაიდლაინს პირველები ვნერგავთ. მაგალითად, Pediatric Fundamental Critical Care Support (PFCCS) ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკასა და საქართველოშია. ჩვენი ექიმები ამ კურსის ტრენერები არიან.

- მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის დროს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მენტალურ ჯანმრთელობას? როგორია ამ პროცესში მშობლის ჩართულობა?

- ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უპრეცედენტოა ჩვენი პატარა პაციენტების ფსიქოემოციური სფეროს ნატიფად და ყურადღებით მოპყრობაში. ბავშვთა ფსიქოლოგის მომსახურების გარდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ერთადერთია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პატარებს შეუძლიათ 24/7 თან ჰყავთ დედა ან მამა. ეს ყველაფერი ხდება სისტემური თანაარსებობის, პერსონალის გადამზადების და ინფექციის დაცვის პირობებში.

ჩვენი ერთ-ერთი დევიზია „არა ტკივილს“. მშობლები ბავშვებთან ერთად არიან საოპერაციოში შესვლამდე. ოპერაციის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შესვლისთანავე ბავშვს ხვდება დედა ან მამა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მასთანაა. ამით ბავშვის სტრესულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვამცირებთ, რაც მას გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

გვყავს ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, რომლებიც მუშაობენ როგორც პაციენტთან, ისე მშობლებთან. პოლიტრავმების დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებს თავი შინაურულ გარემოში ვაგრძნობინოთ. გვაქვს უამრავი წიგნი, გასაფერადებელი და სხვადასხვა ნივთი. დაბადების დღეებზე ნამდვილი წვეულება ეწყობა ხოლმე პალატაში ბუშტებითა და ჯამბაზებით.

ამ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი კლინიკა ვართ ასეთი მიდგომით, თუმცა ამერიკისა და ევროპის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ბავშვთა მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა ესაა. მშობლის მაქსიმალური ჩართულობა სამედიცინო პერსონალის ხარისხის შენარჩუნებასა და ამაღლებაშიც გვეხმარება.

R