/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

თამთა ბაკურაძე - ექიმობა მოითხოვს მუდმივ ზრუნვას პაციენტზე და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას

"მკურნალის" თვის ექიმია თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის დერმატოლოგი თამთა ბაკურაძე:

280092300-357463953035533-5902731780821648825-n-1652268371.jpg

არ მახსოვს, კონკრეტულად როდის გადავწყვიტე ექიმობა. ბავშვობის ასაკში სხვადასხვა პროფესია მიზიდავდა, თუმცა საბოლოოდ ექიმობა ავირჩიე. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სწორად შევარჩიე პროფესია. სკოლის ასაკში ვფიქრობდი, რომ ძალიან საინტერესო იყო ექიმობა, სტუდენტობისას კი მივხვდი, რომ საინტერესოსთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლოა. ექიმობა მოითხოვს მუდივ ზრუნვას პაციენტზე და მუდმივ პროფესიულ განვითარებას.

რაც შეეხება დერმატოლოგიას, ძალიან საინტერესო დარგია და უამრავ დაავადებას აერთიანებს. ხშირად ორგანიზმში მიმდინარე პროცესები პირველადად მანიფესტირდება კანზე, რაც სხვადასხვა დაავადების ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი წარმატებული მკურნალობისთვის. გარდა ამისა, დერმატოლოგია მოიცავს ესთეტიკურ მედიცინასაც, რომელიც ამ საუკუნის სილამაზის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ ინტერესებმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.

როგორია თქვენი გზა მედიცინაში?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სწავლა ქალაქ კიევში, ო. ო. ბოგომოლეცის სახელობის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა დერმატო-ვენეროლოგიის სპეციალობით. მისი დასრულების შემდეგ კი დავბრუნდი საქართველოში, დავიწყე ექიმ დერმატო-ვენეროლოგად მუშაობა კანისა და ვენ/სნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრში (2011-2021 წლები), 2021 წლიდან ვაგრძელებ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ „თოდუას კლინიკაში“, რომელიც იდეალური ადგილია სწორი დიაგნოსტირებისთვის, შესაბამისად, ეფექტური მკურნალობისა და პროფესიული ზრდისთვის.

როგორც ბრძანეთ, „თოდუას კლინიკა“ აღჭ­ურვილია უახლესი აპარატურით, რაც დიაგნოსტიკის სიზუსტესა და მკურნალობის წარმატებას განაპირობებს. რა არსენალს ფლობს კლინიკა დერმატოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისათვის?

თოდუას კლინიკაში, კერძოდ, ვერის ფილიალში წარმოდგენილია დერმოსკოპიის უახლესი თაობის აპარატი Dერმო შცან, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით დავუსვათ პაციენტს დიაგნოზი პიგმენტურ წარმონაქმნებზე. აპარატს აქვს მონიტორინგისა და სხეულის სრული სკანირების ფუნქციაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობისთვის.

ჩვენთან კანზე არსებულ კეთილთვისებიან წარმონაქმნებს აცილებენ სხვადასხვა მეთოდით, როგორებიცაა: ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, ფანჩ ბიოფსია და სხვა. ეს აპარატი თავის თმიანი მიდამოს დათვალიერებისა და ტრიქოსკანის მეშვეობით მისი დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს. კანის მდგომარეობა არა მარტო ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე მეტყველებს, არამედ განსაზღვრავს, როგორ ვგრძნობთ თავს საზოგადოებაში.

„თოდუას კლინიკა“ მუდმივად სთავაზობს მოსახლეობას საინტერესო სიახლეებს და ნერგავს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს. რა სიახლეები აქვს კლინიკას კანის დაავადებების მკურნალობის კუთხით?

პაციენტები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც კანის ქრონიკული დაავადებები აქვს, გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ საზოგადოებაში და ეს უხერხულობა, ხშირ შემთხვევაში, მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე აისახება. ამიტომ გვინდა მაქსიმალურად დავეხმაროთ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში და შევთავაზოთ მედიცინის უახლესი მიღწევები და მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებიც მათ მდგომარეობას საზოგადოებაშიც და ჯანმრთელობის მხრივაც გააუმჯობესებს.

280391550-343161894573459-4039467080352419529-n-1652268326.jpg

რამდენად შესაძლებელია ესთეტიკური დერმატოლოგიური პროცედურების ჩატარება კლინიკაში?

რა თქმა უნდა, დერმატოლოგიური პროცედურების გარდა, ჩვენთან შესაძლებელია სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურის ჩატარება, როგორებიცაა: ბოტულინოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, სახის მოდელირება შემავსებლებით. ყველა ეს პროცედურა მიზნად ისახავს სახის კანის გაახალგაზრდავებას და გაჯანსაღებას. თავდაპირველად პაციენტის კანის ტიპი და კანის მდგომარეობა განისაზღვრება და მხოლოდ ამის შემდეგ სთავაზობენ სხვადასხვა საჭირო პროცედურას.

დერმატოლოგია მედიცინის ის დარგია, სადაც დიდია ზრდის, თვითგანვითარების, მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლების საშუალება. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

არა მარტო დერმატოლოგია, საზოგადოდ, მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი პროფესიონალი, მეც ვცდილობ გავეცნო სიახლეებს და მუდმივად ვიყო ინფორმირებული მედიცინაში მიმდინარე მიღწევების შესახებ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაზე.

რომელი დაავადებებია პაციენტთა მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი?

დერმატოლოგიაში არსებობს ქრონიკული პათოლოგიების დიდი ჯგუფი, რის გამოც პაციენტები ძალიან ხშირად მოგვმართავენ და რა დროსაც აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტები დაავადების სამართავად. ქრონიკულ დაავადებებს განეკუთვნება: ეგზემა, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, აკნე, კანის პიგმენტაციით მიმდინარე დაავადებები, ფრჩხილსა და თმასთან დაკავშირებული პათოლოგიები და სხვა.

რაც შეეხება მწვავედ მიმდინარე დაავადებებს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ვირუსით ან ინფექციით გამოწვეული დაავადებები, მწვავე ალერგიული რეაქციები, კანზე მექანიკური და თერმული ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ანთებითი რეაქციები, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ტოქსიდერმიები და სხვა. სამწუხაროდ, ქრონიკული პაციენტები მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას და მუდმივ რეჟიმში უწევთ სამკურნალო საშუალებების გამოყენება.

რას ურჩევდით მკითხველებს, როგორ შეინარჩუნონ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და მოვლილი კანი?

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი და დიაგნოსტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კანის სწორი მოვლა, სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისგან კანის მაქსიმალური დაცვა.

რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს გაზაფხულზე კანის მოვლასთან დაკავშირებით?

გარემო ტემპერატურის და სხვა კლიმატური ფაქტორების ცვლილება დიდ გავლენას ახდენს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილებაზე, განსაკუთრებით კი ეს ცვლილება შესამჩნევია გაზაფხულზე. ამ დროს გარემო ტემპერატურა მატულობს, იწყება მცენარეების ყვავილობა, რაც ალერგიული დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივები ხდება უფრო აქტიური, ამიტომ აუცილებელია მზისგან დამცავი ფაქტორების გამოყენება, რომ არ მოხდეს პიგმენტური ლაქების გაჩენა ან უკვე არსებულის გამწვავება და პიგმენტის ინტენსიური ჩალაგება კანში.

ასევე გაზაფზულზე პაციენტები უჩივიან კანის სიმშრალეს, თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევადობას, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამწვავებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმმა სწორად აუხსნას პაციენტს, თუ როგორ მოუაროს კანს წელიწადის სხვადასხვა დროს, რა საშუალებები გამოიყენოს, როგორ იკვებოს, დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი და თუ მაინც მსგავსი პრობლემები იჩენს თავს, უმჯობესია პრობლემის დასაწყისშივე მიმართოს ექიმს.

ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თამთა ბაკურაძე - ექიმობა მოითხოვს მუდმივ ზრუნვას პაციენტზე და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები