რა არის COVID-19-ის შემდეგ მტკივნეული შეგრძნებების მიზეზები

ეს არის ზურგის ტვინის ნეირონების ფუნქციონირების დარღვევის შედეგი.
ლაბორატორიული კვლევებისას, მეცნიერება გაანალიზეს მღრღნელების თავისა და ზურგის ტვინის ნეიროებში გენების გარკვეული ჯგუფების აქტოვობა. მეცნიერებმა ანალოგიური კვლევა ჩაატარეს ცხოველებში, გრიპის გადატანის შემდეგ. საკვლევი ცხოველების ორი ჯგუფის შედარებამ გამოავლინა, რომ SARS-CoV-2 -ის შეღწევის შემდეგ, ზურგის ტვინის უჯრედების მუშაობაში აღინიშნება ხანგრძლივი პათოლოგიები. აღნიშნული უჯრედები პასუხისმგებელია თავის ტვინში ტკივილის სიგნალების გადაცემაზე.
კერძოდ, უჯრედების მუშაობის დარღვევაზე პასუხისმგებლები იყვნენ სასიგნალო მოლეკულები-ILF3 ცილები, რომლებიც ჭარბად გამომუშავდებოდა ორგანიზმში ვირუსის შეჭრისას. ამ კანონზომიერების გამოვლინების შემდეგ, მედიკოსებმა მღრღნელების შეუყვანეს პრეპარატი, რომელიც ბლოკავდა ILF3 გამომუშავებას. აღმოჩნდა რომ შეყვანილი ნივთიერება სრულად თრგუნავდა საცდელ ცხოველებში ქრონიკულ ტკივილს.