ჩინეთის ხელისუფლება შანხაიში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

BBC-ის ცნობით, ქალაქის ჯანდაცვის კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილები 89-დან 91 წლამდე ასაკის იყვნენ, რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდათ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები არ ყოფილან.
ამასთან, ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ქალაქში ორშაბათს ინფიცირების 22 248 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო შანხაიში, მარტის ბოლოდან, „ლოქდაუნია“ გამოცხადებული. აქამდე ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ვირუსით არავინ გარდაცვლილა.