შესაძლებელია თუ არა კიბოს გამოვლენა ხმით

სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან ყურადღება მივაქციოთ ხმის ცვლილებას. ამას გარდა, კიბოს გამოვლენა შესაძლებელია სხვა სიმპტომების საშუალებით: ყლაპვის გართულება, წონაში უმიზეზო კლება, პირის ღრუში სისხლდენა და დაბუჟება, კბილების მორყევა, ყბის მოძრაობის გართულება, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე წითელი და თეთრი ლაქების გაჩენა.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ პირის ღრუს სიმსივნე შეიძლება განვითარდეს: ლოყის შიგნითა ზედაპირზე, სასაზე, ტუჩებზე ან ღრძილებზე.