მეცნიერებმა უჯრედების გაახალგაზრდავების მეთოდი აღმოაჩინეს

რითაც შეაფერხეს უჯრედების დაბერება მათი ძირითადი ფუნქციების დაკარგვის გარეშე.
მეცნიერებმა შეძლეს ნაწილობრივ დაბერებული უჯრედების ფუნქციის აღდგენა, ასევე ბიოლოგიური ასაკის მოლეკულური მაჩვენებლების უფრო ახალგაზრდა მდგომარეობაში მოყვანა. ასეთ შედეგებს მეცნიერებმა მიაღწიეს უჯრედების გადაპროგრამირებასა და მათი ძირითადი უჯრედული ცხოველქმედებას შორის ბალანისის შენარჩუნებით.
უჯრედული ასაკის მაჩვენებლები ეფუძნება რამდენიმე პარამეტრს: ეპიგენეტიკურ საათებს (დნმ-ის ეპიგენეტიკური ნიშანი) და ტრანსკრიპტს (უჯრედის მიერ სინთეზირებული ყველა გენის ერთობლიობა). ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, გადაპროგრამირებული უჯრედები თავიანთ ბიოლოგიურ ასაკზე 30 წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა. მკვლევარების აზრით, ეს შრომა ფართო თერაპევტულ შესაძლებლობებს ხსნის.