ექიმებმა 13 სახეობის კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი საშუალებები დაასახელეს
ისინი აღნიშნავენ, რომ კიბოს ყველა სახესხვაობის პრევენცია და თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მისი გამოვლინების რისკის დაქვეითების შესაძლებლობა.
13 ტიპის კიბოს განვითარების რისკის შემცირების ძირითადი საშუალება არის ცხოვრების აქტიური წესი. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აქტიურობა გვეხმარება წონის კლებასა და ნორმის ფარგლებში მის შენარჩუნებაში. რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს მკერდისა და ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
ხანგრძლივი წოლა და მთელი დღის განმავლობაში ჯდომა მავნებელია ჯანმრთელობისთვის.