/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დიაბეტური ანგიოპათია

დიაბეტური ანგიოპათია
დიაბეტურ ანგიოპათიაში მოიაზრება შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული სისხლძარღვების დაზიანება.

შაქრიანი დიაბეტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რისკფაქტორია. ეს არის დაავადება, რომელიც მოიცავს მეტაბოლურ დარღვევებს, გამოხატულს ჰიპერგლიკემიით (სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით), ნახშირწყლოვანი, ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლით. აღნიშნულმა დარღვევებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 75-80%-ის გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულური დაზიანებანი და კიდურების სისხლძარღვთა პათოლოგიებია.

გულის მწვავე უკმარისობის ძირითადი მიზეზი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულებთან მიოკარდიუმის დისტროფია და დიაბეტური კარდიოპათიაა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებთან კი წამყვან პათოლოგიას ათეროსკლეროზი წარმოადგენს.

სისხლძარღვოვანი გართულებები შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

ქვემო კიდურების მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან 3-5-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ამ დაავადების არმქონე პირებთან.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ქვემო კიდურების დიაბეტური მაკროანგიოპათიის (მსხვილი სისხლძარღვების დაზიანების) თავისებურებებია პოლისეგმენტურობა და პროცესში სხვა რეგიონთა (გულის, თავის ტვინის, თირკმელების...) არტერიების ჩართვა, ასევე დაავადების შედარებით სწრაფად პროგრესირება, კლასიკურ ათეროსკლეროზთან შედარებით.

შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლძარღვოვან გართულებათა განვითარების რისკფაქტორებია:

  • არაკონტროლირებადი ჰიპერგლიკემია, რომელიც იწვევს ენდოთელიუმის (სისხლძარღვთა შიდა, ამომფენი შრის) ფუნქციის დარღვევას, სისხლძარღვთა კედლის დამანგრეველი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას;
  • გაცხიმოვნება, რომელსაც მოსდევს დისლიპოპროტეინემია (სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მატება);
  • ჰიპერინსულინემია (სისხლში ინსულინის დონის მატება) - როგორც ინსულინრეზისტენტობის შედეგი (ინსულინი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ხშირად გაცხიმოვნების ფონზე), რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლებზე ათერომული ფოლაქების განვითარებას;
  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • მოწევა, რომელიც აქვეითებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას, აუარესებს არტერიათა ელასტიკურობას, აქვეითებს სისხლში ჟანგბადის დონეს.

დიაბეტური ანგიოპათიის თავისებურებაა არტერიათა შუა შრის ხშირი დაზიანებაც (მენკებერგის სკლეროზი, იგივე მედიაკალცინოზი). შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი ხასიათდება აგრეთვე იმით, რომ სტენოზურ-ოკლუზიური პროცესების სიხშირე და გამოხატულება იმატებს ქვემო კიდურების დისტალურ ნაწილებში, რის შედეგადაც იკლებს კოლატერალური (დამატებითი შემოვლითი ძარღვების განვითარება) კომპენსაციის შესაძლებლობა, განსხვავებით კლასიკური „ასაკობრივი“ ათეროსკლეროზისაგან.

სისხლში შაქრის მაღალი დონე ვნებს სისხლძარღვებს, თავდაპირველად ზარალდება წვრილი კაპილარები, შემდგომ კი მსხვილი სისხლძარღვებიც. სისხლძარღვები კარგავენ ელასტიკურობას, ქვეითდება მათი განვლადობა და ისინი სულ უფრო მეტად ვეღარ ასრულებენ ორგანოთა სისხლით მომარაგებისა და კვების ფუნქციას.

შაქრიანი დიაბეტისათვის განსაკუთრებულად დამახასიათებელია მიკროანგიოპათიის (წვრილი სისხლძარღვების დაზიანება) განვითარება. ამ უკანასკნელს აქვს გენერალიზებული ხასიათი და ვლინდება ძირითადად თირკმელების, კიდურებისა და ბადურას დაზიანებით. ამის გამო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან დაბრმავების რისკი 25-ჯერ იზრდება. მიკროანგიოპათიური ცვლილებების გამო შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირია თირკმლის უკმარისობა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მიკროალბუმინურიის (შარდში წვრილი ცილოვანი ფრაქციების გამოჩენის) გამოვლენის მომენტიდან თირკმლის უკმარისობის განვითარებამდე დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე შეადგენს 5-10 წელს.

დიაბეტური მიკროანგიოპათიის შედეგია ასევე კიდურების იშემიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) განვითარება და გაძლიერება, მიუხედავად ჰემოდინამიკის გამოხატული დარღვევების არარსებობისა (ანუ მსხვილ სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის მნიშვნელოვანი დარღვევები არ შეინიშნება).

მეცნიერები ასახელებენ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლძარღვთა აღდგენის მეთოდს

მეცნიერებმა იონსეს უნივერსიტეტიდან (სეულში) გაარკვიეს, რომ აუტოფაგიის (ორგანიზმის ნარჩენების უტილიზაციის შინაგანი სისტემის) სტიმულირება ხელს უწყობს სისხლძარღვთა განკურნებას და აღდგენას შაქრიანი დიაბეტის დროს. შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში «ჟოურნალ ოფPჰყსიოლოგყ».

აუტოფაგიას უწოდებენ მექანიზმს, რომლის წყალობითაც ორგანიზმი თავისუფლდება არასაჭირო და დაზიანებული უჯრედებისაგან, რის შემდეგაც მიმდინარეობს შედარებით ჯანმრთელი უჯრედების რეგენერაციის (განახლების) პროცესი. აღნიშნული მექანიზმის დარღვევა, მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-თან.

კორეელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ აუტოფაგიის მექანიზმის დარღვევა იწვევს სისხლძარღვთა დისფუნქციებს შაქრიანი დიაბეტის დროს, შესაბამისად, აუტოფაგიის სტიმულირება დაეხმარება სისხლძარღვთა აღდგენის პროცესს.

მედიკოსებს არაერთი საინტერესო კვლევით ნაჩვენები აქვთ ისიც, რომ საუზმემდე რეგულარული ვარჯიში აქვეითებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. სპეციალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ დილის ტანვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა დილაობით, „მშიერ კუჭზე“, იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისაგან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიაბეტური ანგიოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები