სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

წითელი ღვინო ტვინს ინსულტის ნეგატიური შედეგებისგან იცავს. მეცნიერები ლაბორატორიულ თაგვებს ჭამიდან 2 საათის შემდეგ რესვერატროლის მცირე დოზას აძლევდნენ (რესვერატროლი ნივთიერებაა, რომელსაც წითელი ყურძნის კანი და კურკა შეიცავს), შემდეგ კი მათში იშემიურ ინსულტს იწვევდნენ. შეგახსენებთ: ამ დროს ტვინში სისხლის მიწოდება წყდება. მღრღნელებს, რომლებსაც რესვერატროლი ჰქონდათ მიღებული, თავის ტვინი უფრო ნაკლებად დაუზიანდათ. ფარმაკოლოგების თქმით, რესვერატროლი ზრდის იმ ფერმენტის დონეს, რომელსაც უნარი შესწევს, ტვინის ნერვული უჯრედები დაზიანებისგან დაიცვას.

თაგვებს, რომელთაც ამ ფერმენტის უკმარისობა ჰქონდათ, რესვერატროლი ვერ შველოდა - მათი ტვინის უჯრედები ინსულტის შედეგად იღუპებოდა.

უკანასკნელ წლებში წითელმა ღვინომ სამედიცინო საზოგადოების ყურადღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით მიიპყრო. მისი ზომიერი მიღება, გარდა ინსულტისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობასაც ამცირებს. ამას ფრანგულ პარადოქსს უწოდებენ. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგებს, მიუხედავად იმისა, რომ ნოყიერი საკვები უყვართ, მაინც სხვა ხალხებთან შედარებით იშვიათად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მეცნიერთა აზრით, ფრანგები ამას სწორედ წითელი ღვინის სიყვარულს უნდა უმადლოდნენ. მიუხედავად ამისა, კარდიოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ რესვერატროლის დანამატების გამოყენებისგან, თუმცა იქვე შეგვახსენებენ, რომ სპირტიანი სასმელების მოხმარებას სარგებლობასთან ერთად ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებაც შეუძლია. ასევე, არ არის გარკვეული, წითელი ღვინის რა დოზაა საჭირო, რომ სასურველი შედეგი გვერდითი ეფექტების გარეშე მივიღოთ.

ესპანელმა ქირურგებმა სახის გადანერგვის ოპერაცია ჩაატარეს

ესპანელმა მეცნიერებმა წარმატებით ჩაატარეს სახის გადანერგვის ოპერაცია და, როგორც თავად ამბობენ, მათი პაციენტი ამჟამად სავსებით ჯანმრთელია. ბი-ბი-სის ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე ათობით სახის გადანერგვის ოპერაციაა ჩატარებული, მაგრამ ესპანელთა მიერ განხორციელებული ქირურგიული ჩარევა ყველაზე სრულყოფილია.

მამაკაცმა, რომელსაც სახე შემთხვევითმა გასროლამ დაუსახიჩრა, 22 საათი და 30 წუთი დაჰყო ბარსელონის უნივერსიტეტის საავადმყოფოს საოპერაციოში. მას გადაუნერგეს სახის ყველა კუნთი და მთელი კანი, ასევე - ცხვირი, ტუჩები და კბილები. ყოველივე ეს დონორისაა. ოპერაციამდე მას არამცთუ ლაპარაკი, დამოუკიდებლად ყლაპვა და სუნთქვაც კი არ შეეძლო. ცნობისათვის: სახის პირველი ნაწილობრივი გადანერგვა 2005 წელს საფრანგეთში განხორციელდა. ქალს, რომელიც თავის მოკვლას ცდილობდა, სანამ უგონო მდგომარეობაში იყო, ძაღლმა სახე მოაჭამა. მას ცხვირი, ნიკაპი და ტუჩები გადაუნერგეს. ჩინეთში ნახევარი სახე შეუცვალეს კაცს, რომელიც დათვმა დაგლიჯა. აშშ-ში სახის ნაწილი გადაუნერგეს ქალს, რომელსაც ქმარმა სახეში ტყვია დაახალა.

ხანგრძლივი ტირილი ბავშვის ტვინს ვნებს

დოქტორ პენელოპე ლიჩის მიაჩნია, რომ ბავშვს, რომლის ტირილსაც მშობლები ყურადღებას არ აქცევენ, დიდია ალბათობა, მომავალში ნერვული ხასიათის პრობლემები გამოაჩნდეს. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივმა ტირილმა შესაძლოა ტვინი დააზიანოს, რაც მოგვიანებით ათვისების უნარზე აისახება. უნდა ითქვას, რომ არსებობს სხვა თეორიაც, რომლის თანახმადაც მტირალ ბავშვს 20 წუთი არ სჭირდება დამშვიდება. მაგალითად, მეცნიერი ანა პრაისი მიიჩნევს, რომ ტირილი ძილის პროცესის ნორმალიზებას უწყობს ხელს, ამიტომ სანამ ბავშვს ძილის რიტმი არ ჩამოუყალიბდება, აუცილებლად უნდა მივცეთ საშუალება, ტირილით გული იჯეროს. დოქტორი ლიჩი კი ამტკიცებს, რომ ბავშვები "თავის დროზე დაძინებას" დამოუკიდებლად ვერ ისწავლიან და თუ მტირალი პატარა გაჩუმდა, იმიტომ კი არა, რომ დროულად დაძინება ისწავლა, არამედ იმიტომ, რომ ტირილისგან არაქათი გამოეცალა და ჩაეძინა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვმა საერთოდ არ უნდა იტიროს; ცუდი მხოლოდ ის არის, როცა მტირალ ბავშვს მშობელი ყურადღებას არ აქცევს და არ ანუგეშებს.


ამერიკასა და კანადაში სოკოს საშიში შტამი გავრცელდა

კანადასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთში ტროპიკული პირობით-პათოგნომური სოკოს ახალი შტამების გავრცელება დაფიქსირდა. ეს შტამები ფილტვებსა და ტვინს აზიანებს და ადამიანის მოკვლაც კი შეუძლია.

Cryptococcus gattii პირველად ავსტრალიაში აღმოაჩინეს. შემდგომ გაირკვა, რომ იგი აფრიკის ტროპიკულ რეგიონებშიც ყოფილა გავრცელებული. ეს სოკო ნიადაგსა და ხის ქერქში ბინადრობს და იშვიათად იწვევს ფილტვების ანთებას, ისიც - მხოლოდ იმ ადამიანებში, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული აივ-ინფექციის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ ჩატარებული იმუნოსუპრესიული თერაპიის გამო.

1999 წელს Cryptococcus gattii კანადის კუნძულ ვანკუვერზე აღმოაჩინეს, სადაც, წესით, მისთვის მომაკვდინებელი კლიმატური პირობებია. აქედან მოყოლებული, მიმდებარე ტერიტორიებზე პერიოდულად აღირიცხებოდა ამ შტამით გამოწვეული ავადობა. სოკოს სპორები ადამიანის ორგანიზმში ჰაერიდან (ჩასუნთქვით) ხვდება. ინფექცია დიდხანს შესაძლოა არც კი გამომჟღავნდეს, მაგრამ თუ თავი იჩინა, არ არის გამორიცხული, ფილტვები და ტვინი დააზიანოს და სიკვდილიც კი გამოწვიოს.

1999 წლიდან დღემდე დაავადების 218 შემთხვევაა აღრიცხული. ამათგან 24 სიკვდილით დასრულდა. ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, მიკრობიოლოგმა ედმონდ ბერნს III-მ ორიგონში ახალი, Cryptococcus gattii-ზე გაცილებით საშიში VGIIc შტამი აღმოაჩინა, რომელიც ადამიანებში ხშირად მძიმე დაავადებას იწვევს. გარდა ამისა, შეუძლია ძაღლების, კატების, ცხვრებისა და სხვა ძუძუმწოვრების დასნებოვნება.

აშშ-ის ტერიტორიაზე VGIIc შტამით ავადობის უკვე 21 შემთხვევა აღირიცხა. აქედან 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამ ინფექციის მკურნალობა გულისხმობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ (თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი) მიღებას. ზოგჯერ სოკოს ნაზარდების (კრიპტოკოკების) ამოკვეთაც კი ხდება საჭირო.

ზეითუნის ზეთს ანთებითი პროცესის შეფერხება შეუძლია

ზეითუნის ზეთის სამკურნალო თვისებების საიდუმლო ის არის, რომ მას ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესის ხელშემწყობი გენების გათიშვა შეუძლია. ეს ფაქტი ესპანეთის ქალაქ კორდოვის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზეითუნის ზეთში შემავალი აქტიური ელემენტები, უპირველეს ყოვლისა - ფენოლები, მკვეთრად ამცირებენ თითქმის 100 გენის აქტიურობას. ეს გენები არაერთი დაავადების, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევების, განვითარებაში მონაწილეობენ. ზეითუნის ზეთის რეგულარული გამოყენება კი, მკვლევართა აზრით, ამ დაავადებების განვითარების ალბათობას ამცირებს.

შოკოლადის ანტიდეპრესიული თვისებები საეჭვოდ მიიჩნიეს

შოკოლადს ხშირად ბუნებრივ ანტიდეპრესანტს უწოდებენ, თანაც ამ მოსაზრებას მხოლოდ პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში კი არ ამოიკითხავთ, არამედ ექიმებისგანაც მოისმენთ. სან-დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა კი დაადგინეს, რომ შოკოლადის ეფექტი არცთუ ისე ძლიერია და საჭიროდ მიიჩნიეს გაერკვიათ, რამდენად სასარგებლოა დეპრესიის დროს მისი მიღება.

შოკოლადი არ არის წამალი, რომელიც აფთიაქში იყიდება, კანფეტის კლინიკური გამოკვლევის ჩატარება კი იოლი არ არის, ვინაიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფ დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებს, წესისამებრ, არა პროფილაქტიკა, არამედ მკურნალობა სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა მაინც იპოვეს ამის საშუალება. შოკოლადის ანტიდეპრესიული ეფექტის შესასწავლად მათ ათასამდე ადამიანს ორი სახის კითხვარის შევსება შესთავაზეს. ერთი მთლიანად შოკოლადს ეხებოდა, მეორე კი წარმოადგენდა დეპრესიის გამოსავლენ ტესტს, რომელსაც ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ხშირად იყენებენ. შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ შოკოლადის მოყვარულები დეპრესიისადმი უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შოკოლადი დეპრესიის პროვოცირებას ახდენს?

კაცმა რომ თქვას, ამაზე არაფერი მიუთითებს. ისიც, ვინც ბევრ წამალს სვამს, ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ბევრ წამალს სვამს, - პირიქით, სწორედ იმიტომ სვამს ბევრ წამალს, რომ ავადმყოფობს. შესაძლოა, შოკოლადის შემთხვევაშიც ასევე იყოს, ანუ ადამიანი იმიტომ ეძალება შოკოლადს, რომ დეპრესიაშია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ექიმები არც საპირისპირო ვარიანტს გამორიცხავენ - შესაძლოა, შოკოლადი მართლაც ახდენდეს დეპრესიის პროვოცირებას. თვით კვლევის მონაწილეებს კი მიაჩნდათ, რომ შოკოლადი მათ გუნების გამოკეთებაში ეხმარებოდა.

შოკოლადის მოყვარულთა შორის დეპრესია იშვიათად რომ გვხვდებოდეს, მაშინ მეცნიერები ივარაუდებდნენ, რომ იგი მართლაც არის დეპრესიის პროფილაქტიკის საშუალება. მაგრამ ვინაიდან პრაქტიკაში პირიქით აღმოჩნდა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ შოკოლადი ადამიანს მცირე ხნით შველის უგუნებობის დროს, ხოლო შორეულ პერსპექტივაში, პირიქით, დეპრესიის პროვოცირებას ახდენს.