/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროს, რადგან... გაეცანით ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებს

ზეითუნის ზეთი მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციაზე.

სხვა სასარგებლო პროდუქტებისგან ზეითუნის ზეთი იმით განსხვავდება, რომ მისი მცირე ულუფებიც კი საოცრად დიდ ეფექტს იძლევა. მთავარია, ზეთი რეგულარულად გამოიყენოთ. ზეითუნის ზეთს გასაოცარი ქიმიური შედგენილობა აქვს, რის გამოც ის ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

მდიდარია მონოუჯერი მჟავებით. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ოლეინისა და პალმიტინის მჟავები, რომლებიც წარმოებაში, შესაბამისად, ომეგა-9-ისა და ომეგა-7-ის სახელწოდებით აღინიშნება.

მონოუჯერი მჟავები აქვეითებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და ამასთან ერთად ზრდის "კარგი", ანუ ორგანიზმისთვის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს, ამიტომ ზეითუნის ზეთის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. საყურადღებოა ისიც, რომ მონოუჯერი მჟავები გარკვეულწილად ალცჰაიმერის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.

ალბათ, მარტო ეს თვისებებიც საკმარისია ზეითუნის ზეთის დასაფასებლად, თუმცა ის ორგანიზმისთვის ღირებულ სხვა ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს, მდიდარია ვიტამინებით, მჟავებითა და მიკროელემენტებით. ლინოლის მჟავა (მიეკუთვნება პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს და წარმოებაში აღინიშნება როგორც ომეგა-6), რომელიც ასევე უხვად არის ზეითუნის ზეთში, ამაგრებს უჯრედულ მემბრანებს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ლორწოვან გარსებზე.

A, B, C, D, E, F, K ვიტამინები კი აქტიურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ზეითუნის ზეთის სამკურნალოდ გამოყენება

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროს, რადგან სუსტად გამოხატული ნაღველმდენი მოქმედება ახასიათებს. ამ ეფექტის გამო ექიმები პაციენტებს ურჩევენ, უზმოზე მიირთვან ერთი სადილის კოვზი ზეთი, ხოლო ლიმონისა და ზეითუნის ზეთისგან შედგენილი სპეციალური დიეტა ორგანიზმს მთლიანად წმენდს წიდისგან. ზეითუნის ზეთის კომპრესი საუკეთესო საშუალებაა ქვედა კიდურებში განვითარებული კრუნჩხვების სამკურნალოდ.

ასევე დაგაინტერესებთ
ზეითუნის ზეთის და ნივრის კომბინაცია შარდის შეუკავებლობას შველის
ზეითუნის ზეთს გააჩნია ნაღველმდენი თვისება და ებრძვის ცუდი ქოლესტერინის დონეს
ზეითუნის ზეთი გულსა და ტვინს იცავს

თუ 100 გრამ ჟასმინის ყვავილს ორი კვირით მოათავსებთ 250 გრამ ზეითუნის ზეთში, კუნთების ტკივილის მოსახსნელ საოცარ მალამოს მიიღებთ. ზეითუნის ზეთი ოდითგან გამოიყენება მასაჟისა და სხვა პროცედურებისთვის. ამ ზეთით ჩატარებული მასაჟი მართლაც რომ საოცრებებს ახდენს. ზეითუნის ზეთი არა მხოლოდ ამაღლებს კანის ტონუსს, არამედ აუმჯობესებს საოფლე და აპოკრინული (ცხიმის გამომყოფი) ჯირკვლების ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებათა გამოდევნას. როგორც სხვა ზეთები, ზეითუნის ზეთიც შეიძლება იყოს რაფინირებული და არარაფინირებული.

რაფინირების დროს ზეთი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას განიცდის, რაც რამდენადმე ამცირებს მის სასარგებლო თვისებებს. ასე რომ, არარაფინირებული ზეთი გაცილებით სასარგებლოა. ხარისხის, სამკურნალო თუ კვებითი ღირებულების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ცივი გამოხდით (გაწურვით) მიღებული ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთის ფერი მუქი ოქროსფერიდან ღია მომწვანომდე იცვლება. ის ზეთისხილის ჯიშსა და მისი სიმწიფის ხარისხზეა დამოკიდებული.

იმისთვის, რომ ზეითუნის ზეთმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, ის აუცილებლად მინის ჭურჭელში, გრილ და ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს. ზეითუნის ზეთი გარკვეული რაოდენობით ყოველთვის შეიცავს მყარ ცხიმებს. მაცივარში ზეთის გაყინვისას ეს ცხიმები იყინება და ფანტელებად გადაიქცევა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ეს არის ზეითუნის ზეთის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელი და სარწმუნო ხერხი ნამდვილი პროდუქტის ფალსიფიცირებულისგან გასარჩევად.

სასარგებლო რეცეპტები

ზეითუნის ზეთი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში. ყველამ კარგად იცის, რომ კანის მოვლის უამრავი საშუალება სწორედ ზეითუნის ზეთის საფუძველზე მზადდება. კანისა და თმის მოსავლელი საშუალებები შინაც შეგიძლიათ მოამზადოთ.

სახის დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ნიღაბი

წვრილად გახეხეთ ახალი კიტრი და მწიფე ბანანი. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ ნახევარი საათი და წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი ამშვიდებს მგრძნობიარე კანს, კვებავს და ატენიანებს მას. ნაოჭების ნაადრევი გაჩენის თავიდან ასაცილებლად კვირაში ორჯერ სახე დაიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევით (თანაფარდობით 1:1).

სახის მატონიზებელი ნიღაბი

ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება. განსაკუთრებით ეფექტურია დაღლილი და მოდუნებული კანისთვის. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი, ერთი სადილის კოვზი მშრალი საფუარი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს ან ვაშლის წვენი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

სახის მკვებავი ნიღაბი

განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი და მოდუნებული კანისთვის. აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ორი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით დაბანილ (ან კარგად გაწმენდილ) სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დაინახავთ, რომ პირისკანი ახალშობილის კანივით ნაზი და ფაფუკი გაგიხდებათ.

კომენტარები (1)
ირინა
როცა ზეითუნის ზეთს სიმწარე დაკრავს, რისი მაჩვენებელია? შეიძლება მისი გამოყენება?
თარიღი : 10-12-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროს, რადგან... გაეცანით ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები