/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს?

შიში და ემოცია უხსოვარი დროიდან წარმოადგენს მეცნიერთა ინტერესის საგანს. ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფიზიოლოგები თავისებურად ხსნიან ამ ფენომენს.

ფილოსოფოსები შიშსა და ემოციაში ეგზისტენციალურ ძალას ხედავენ, რომელიც ადამიანის სულიერ ევოლუციას განსაზღვრავს. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ემოციებს ადამიანთა - მასებით მანიპულირების საშუალებად აღიქვამენ. ფსიქოლოგები მათში დამცავ ფუნქციას ეძებენ, რომელიც ინდივიდს ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. ფსიქიატრების აზრით, შიში ერთგვარი დაავადებაა, რომლისგანაც აუცილებელია პაციენტის განკურნება. ფიზიოლოგებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფიზიოლოგიური ძვრები, რომლებიც შიშისა და ემოციის აღმოცენებისას ორგანიზმში მიმდინარეობს.შიშის ფიზიოლოგია

შიში ადამიანის უძველესი ემოციაა, რომელიც მას გადარჩენის შანსს აძლევს, ამიტომ მასზე პასუხისმგებელი ტვინის სტრუქტურები თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. მათ ერთობლიობას ლიმბურ სისტემას უწოდებენ. თავდაპირველად ეგონათ, რომ ნერვულ სისტემაში ერთი ცენტრი იყო, რომელიც საფრთხის დროს აქტიურდებოდა და ადამიანს თავის გადარჩენისკენ უბიძგებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას ორი სტრუქტურა ემსახურება: ერთი შიშის რეაქციას იწვევს, მეორე - საშიშროებისგან გარიდებისას.

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს? უპირველეს ყოვლისა, აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხდება ენერგეტიკული რესურსების მობილიზება და ორგანოთა სისტემები მოქმედების სხვა რეჟიმზე გადადიან. ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემის გაძლიერებას ("შიშისგან გული გამეპარა"), გუგების გაფართოებას ("შიშს დიდი თვალები აქვს"), მუხრუჭდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედება ("შიშისგან პირი გამიშრა"). პარალელურად აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც საშიშ სიტუაციებში სისხლში გადაისვრის შიშის ჰორმონს - ადრენალინს.

სწორედ ადრენალინის დამსახურებაა სისხლძარღვთა სანათურის ძლიერი შევიწროება და სიფითრე, რაც სისხლნაკლებობის ნიშანია ("შიშისგან ფერი დაკარგა"). შიშის ფიზიოლოგიის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, როგორ გავლენას ახდენდა იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაზე. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ შიშის თანამდევი სისხლძარღვების ხანგრძლივი შევიწროება, შესაბამის ორგანოებში სისხლმომარაგების დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.

შიშის მრავალსახეობა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ადამიანისთვის ყველაზე ნეგატიური შედეგის მომტანია სოციალური პასუხისმგებლობისა და პრობლემებთან გამკლავების შიში. გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების შედეგებზე, რაც მხოლოდ განგაშს კი არ იწვევს, არამედ უშუალოდ აისახება ნივთიერებათა ცვლასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. სხეულში მიმდინარე ცვლილებები ადამიანს მოსვენებას უკარგავს, აფორიაქებს, ამუხრუჭებს მის ფიზიკურ აქტივობას და ჰიპოდინამიას იწვევს. ამგვარი განცდების გამო ბევრს მიუტოვებია კარიერა პოტენციური პიკის მიუღწევლად. მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა გამოცდების შიშია, რომელიც ახალგაზრდებს ახასიათებთ. მართალია, მათ ორგანიზმს შედარებით მყარი მარაგი აქვს და ფსიქოსომატური დაავადებები ნაკლებად უვითარდება, მაგრამ ხშირ და მძაფრ ემოციებს ახალგაზრდა ორგანიზმიც შეუძლია გამოიყვანოს მდგომარეობიდან. გამოცდის წინ განგაშის შეგრძნება ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას: ხშირდება მაჯისცემა, იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა გულისცემის რიტმი. ამასთანავე, ამგვარ პირობებში ეს პარამეტრები ნორმას ძნელად უბრუნდება. თუ ამგვარი შიშით შეპყრობილი სტუდენტი ერთი სესიის დროს 4-5 გამოცდას აბარებს, შესაძლოა, ამ პერიოდმა მის ჯანმრთელობას, მის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ღრმა კვალი დააჩნიოს.

გარდა სოციალური ფობიებისა, არსებობს შიშის უამრავი ფორმა: კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში, აგორაფობია - ღია სივრცის შიში, ნოზოფობია - დაავადების შიში, ლისოფობია - გაგიჟების შიში, მიზოფობია - დაბინძურების შიში, თანატოფობია - სიკვდილის შიში და სხვა. ფობიები ადამიანის ცნობიერებაში მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ჩნდება და ადამიანი ვერ ახერხებს მათ განდევნას. ფსიქიატრთა აზრით, ფობია ყველაზე ხშირად ასთენიურ და შიზოიდურ პიროვნებებს იპყრობს, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანსაც დაემართოს. სხვადასხვა ქვეყანაში ფობიებით შეპყრობილი ადამიანები მოსახლეობის 2-9%-ს შეადგენენ. მათი უმრავლესობა 25-დან 50 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი პირია. შიშის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების დადგენამ ფარმაკოლოგებს საშუალება მისცა, შეექმნათ ერთი მხრივ შიშის შემამცირებელი, მეორე მხრივ კი მისი გამაძლიერებელი საშუალებები.

ასევე დაგაინტერესებთ
ემოციების გავლენა გულზე - შიში და საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე არითმიის ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია
ქალების განწყობა და ემოცია ჰორმონულ ფონზეა დამოკიდებული

ასეთი აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ემოციას არეგულირებენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიში არ განეცადოს. ზოგს სიკვდილისა ეშინია, ზოგს - ტკივილისა, ზოგს - სოციალური სტატუსის დაკარგვისა, ზოგს - ობობებისა, მწერებისა და ქვეწარმავლებისა. მიუხედავად ამისა, ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც სხვადასხვა სახის ფობიის დროს აღმოცენდება, არა მხოლოდ ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილებებით, სუბიექტური შეგრძნებებითაც კი ერთმანეთის ანალოგიურია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები