/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება შესაძლებელია! - 38 წლის ნათიას ისტორია

ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება შესაძლებელია! ამაში დარწმუნდებით, როდესაც 38 წლის ქალბატონისისტორიას მოისმენთ.

ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჭარბი სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკული იყო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა. მდგომარეობის დარეგულირების შემდეგ, სისხლდენის მიზეზის დადგენისა და დიაგნოზის დასმის პროცესში,ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე ჩაერთო. დაფიქსირდა ძალიან მძიმე დიაგნოზი - ენდომეტრიუმის ადენოკარცინომა.

მძიმე დიაგნოზის და რთული ოპერაციის შემდგომ, მუდმივი მონიტორინგისა და მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის მიუხედავად პაციენტი გვიყვება, რომ მან სიმსივნე დაამარცხა და დღეს უცხოელი ექიმებიც კი გაოცებული არიან ამ შემთხვევით.

„სიმსივნის დიაგნოზის დასმამდე თრომბების პრობლემა მქონდა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ გიგი ბრეგაძესთან 2 ოპერაცია გავიკეთე და პარალელურად, სიმსივნის ამოსაკვეთად ვემზადებოდი. ეს გახლავთ ურთულესი დიაგნოზი, რომლის განკურნების შანსიც ძალიან მცირეა. როგორც წესი, მსგავსი დიაგნოზი მენოპაუზაში მყოფ ქალებს უფიქსირდებათ ხოლმე, თუმცა მათ შორის ვიყავი მეც და სასწრაფოდ ოპერაცია იყო დასაგეგმი. ოპერაცია არჩილ შარაშენიძემ ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ოპერაცია და რთული პერიოდი იყო, ახლა საკმაოდ მხიარულად მახსენდება. მთელი კლინიკა და ექიმები გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ. დაავადების მართვაში კი განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა პაციენტმა.

როგორც მისი ექიმი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-გინეკოლოგი არჩილ შარაშენიძე აღნიშნავს, ეს შემთხვევა მსოფლიოს გავლენიან სამედიცინო გამოცემებთან არის გაგზავნილი, რომ დაიბეჭდოს, როგორც ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევა. შემთხვევის უნიკალურობიდან გამომდინარე, მის შესახებ უფრო დეტალურად თავად არჩილ შარაშენიძე გვესაუბრება.

- რა სიმპტომებით მოვიდა პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსში“?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

- პაციენტი კლინიკაში ჭარბი სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მანამდე სისხლიანი გამონადენი რამდენიმე თვით ადრე დაეწყო. გინეკოლოგთან იყო კონსულტაციაზე და ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში ენდომეტრიული ჰიპერპლაზია დაუდგინდა. მკურნალობის კურსი კონტრაცეპტივით დაენიშნა, თუმცა კონტრაცეპტივის მიღების ფონზე სისხლდენა უფრო გახშირდა და გახანგრძლივდა. ერთ-ერთი სისხლდენის დროს შემოვიდა ჩვენთან. კრიტიკული ანემიის გამო პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მე, როგორც ონკო-გინეკოლოგი, ჩავერთე საქმეში, ანამნეზიდან გამომდინარე.

როდესაც პაციენტის ისტორია ვნახე და გავარკვიე, რომ ენდომეტრიოზი 3-4-ჯერ დიდი იყო, გადავწყვიტე ონკომარკერების და ბიოფსიის ჩატარება. ეს ყველაფერი სწორი დიაგნოზის დასასმელად იყო საჭირო.სწორი დიაგნოზის დროული დასმა დაავადების მართვის აუცილებელი წინაპირობაა.

- როგორი იყო ონკომარკერების და ბიოფსიის შედეგი?

- პასუხი იყო საკმაოდ მძიმე - ენდომეტრიუმის დაბალდიფერენცირებული ადენოკარცინომა. ეს ავთვისებიანი სიმსივნის ძალიან აგრესიული ფორმაა. პაციენტს საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. დაიგეგმა მაგნიტურ რეზონანსული (MRI) და კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გაკეთება, რათა გავრცელების არეალი დაგვედგინა, კვლევის შემდეგ კი უკვე ოპერაცია დავგეგმეთ.

- რა კრიტერიუმები განაპირობებდა ოპერაციის სირთულეს?

- საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნის დროს ხშირია სისხლდენები. თუმცა, მეორე მხრივ,პაციენტს სისხლის შედედებისა და თრომბის წარმოქმნის პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამიტომ საქმეში ანგიოლოგებიც ჩაერთნენ. თრომბების დასაშლელად თრომბექტომია ჩატარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თრომბი შეიძლება ოპერაციის დროს გაჭედილიყო და სავალალო შედეგის წინაშეც კი აღმოვჩენილიყავით.

შემდეგ ეტაპზე უკვე ჩვენ ჩავერთეთ. დაავადების ტიპის აგრესიულობიდან გამომდინარე, ამოვიღეთ საშვილოსნო, საკვერცხეები და მცირე მენჯის არეში მდებარე ყველა ლიმფური კვანძი. მენჯიდან მუცლის შუა ნაწილამდე ავედით, რადგან დაავადებას გავრცელების არეალი აქვს და ახლო მომავალში მას შეიძლებოდა ამ არეალის სხვა მონაკვეთში ეჩინა თავი. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების მასშტაბი იმ დროისთვის არც ისე დიდი იყო, საკმაოდ მოცულობითი ოპერაციის ჩატარება და დიდი ნაწილის ამოკვეთა მოგვიწია.

- ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს როგორ გრძნობს? მას სხვა სახის მკურნალობაც დასჭირდა?

- სხივები დასჭირდა. თუმცა ქიმია არ გახდა საჭირო. მას შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა და ის მუდმივად დადის გეგმურ კვლევებზე. დღემდე დაავადება არ დაბრუნებულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა.

ჩატარებული ოპერაციის მასშტაბის, სირთულისა და წარმატებული შედეგის გამო ეს შემთხვევა გაგზავნილი გვაქვს ერთ-ერთ ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში დასაბეჭდად. ეს არის შემთხვევა, რომლის შესახებაც ინფორმაციის სამედიცინო წრეებში გაზიარება მნიშვნელოვანია.

- რამ განაპირობა ოპერაციის წარმატება?

- აქ მნიშვნელოვანი იყო როგორც დროული და ზუსტი დიაგნოზი, ისე სწორად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაცია. ონკოლოგიური დაავადების მართვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას. წარმატებულია ის შემთხვევები, რომლებშიც მთელი გუნდია ჩართული და პაციენტის მდგომარეობა ერთი, თუნდაც რამდენიმე ათეულწლიანი გამოცდილების მქონე ონკო-ქირურგის გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული. გუნდი აღწევს წარმატებას და არა ერთი კონკრეტული ექიმი.

ეს მიდგომაა მთელი მსოფლიოს წამყვან სამედიცინო კლინიკებში. მეც საზღვარგარეთ მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს და სწორედ იქ გავეცანი ამ მეთოდს. საქართველოშიც ინერგება ეს კულტურა და, იმედი მაქვს, მალე ყველა კლინიკა, ყველა ექიმი ამ მეთოდით იმუშავებს თითოეულ პაციენტთან.

მედიცინა დღეს განვითარების ისეთ დონეზეა, როდესაც ძალიან სწორად გაწერილი გაიდლაინები გვაქვს. სწორედ ამ გაიდლაინების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მართალი ვიყოთ პაციენტთანაც, საკუთარ თავთანაც და წარმატებით დასრულდეს თითოეული შემთხვევაც.

- რა რისკფაქტორები იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს?

- პირველ რიგში ეს არის გენეტიკა. თუ პირველი ან მეორე თაობის ნათესავს საკვერცხის ან საშვილოსნოს ტანის სიმსივნე ჰქონდა, შემდეგ თაობაში ქალებს საკვერცხის ან ძუძუს სიმსივნის, მამაკაცებს კი - პროსტატის სიმსივნის მაღალი რისკი აქვთ. კოლორექტალური სიმსივნის შემთხვევაში პირველი და მეორე თაობის ნათესავი ქალები საშვილოსნოს ტანის, კაცები - კოლორექტალური სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ არიან.

ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკფაქტორია პაპილომა ვირუსი, რომელიც სქესობრივი ურთიერთობით გადამდები ვირუსია და ქალებში საშვილოსნოს ყელისსიმსივნეს იწვევს.

რისკფაქტორების არსებობის მიუხედავად, დღეს მედიცინა განვითარების ისეთ დონეზეა, რომ შემთხვევების ნაწილის პრევენცია ან მათი საწყის ეტაპზე აღმოჩენა და განკურნება შესაძლებელია.

- რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ სიმსივნის თავიდან არიდების მიზნით?

- სკრინინგი არის მთავარი და ძირითადი წესი. ქალებმა სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ყოველ 6 თვეში უნდა გაიარონ კონსულტაცია გინეკოლოგთან, გაიკეთონ ექოსკოპიური კვლევა და pap ტესტი. მკერდისა და საკვერცხის სიმსივნის შემთხვევაში, როდესაც გენეტიკაში სიმსივნე ფიქსირდება, აუცილებელია გენების მუტაციის შემოწმება. შედეგების მიხედვით გადაწყდება, საჭიროა თუ არა შემდგომი ჩარევა.

დღეს კონსულტაციასა და სკრინინგში დაზოგილმა თანხამ მომავალში შეიძლება მოუგვარებელი პრობლემები შეგვიქმნას, სწორედ ამიტომ პროფილაქტიკური კვლევები და სკრინინგი უმნიშვნელოვანესია.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება შესაძლებელია! - 38 წლის ნათიას ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები