კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის - ვისაც უმკურნალებენ, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას და არა დაუკავებელ საწოლებზე

როგორც აზარაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოვიდკლინიკები, რომელთაც გარანტირებული ფინანსური ანაზღაურება ჰქონდათ, ძველი სახით აღარ არსებობს.
„კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და იმ გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის. 1-ელი მარტიდან პროგნოზების მიხედვით, ეტაპობრივი ჩახსნა გავაკეთეთ. დღეისთვის, ყველა კლინიკა, ვინც მოგვმართა, 40-მდე ასეთი კლინიკაა, ფაქტობრივი ანაზღაურებითაა. ანუ, პაციენტს, ვისაც უმკურნალებს, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას და არა დაუკავებელ საწოლებზე, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.