/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ხველის მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები

ხველა ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ბავშვებისა თუ მოზრდილებისათვის.

პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე ხველასა და მისი მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე გვესაუბრება.

- ბატონო თამაზ, რისი ნიშანია ხველა და რა იწვევს მას?

- ხველის გამოწვევა შეუძლია სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს, მწეველობას. გარდა ამისა, ხველა როგორც გვერდითი მოვლენა შეიძლება თან ახლდეს მთელი რიგი მედიკამენტების გამოყენებას. თუმცა ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებია. ეს დაავადებები, მოგეხსენებათ, მეტად გავრცელებულია - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წელიწადში ერთხელ მაინც გადააქვს ვირუსული ინფექცია, მათი უხშირესი კლინიკური გამოვლინება კი ხველაა.

ხველა ორგანიზმის დაცვითი ფუნქციაა, რომელიც სასუნთქი გზებიდან ორგანიზმისათვის უცხო აგენტის გამოსადევნადაა მიმართული. ვირუსული ინფექციების ფონზე განვითარებული გაციების, ტრაქეიტის, რინოფარინგიტის, ბრონქიტის და სხვა ანთებითი დაავადებების დროს საწყისად ვლინდება არაპროდუქტიული (მშრალი) ხველა, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ხშირად არღვევს ძილის რიტმს. ამ დროს მთავარია მშრალი ხველის ნარჩენ ხველაში გადაყვანა. მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა პაციენტი მოთავსდეს კომფორტულ გარემოში, დაიტვირთოს სითხით და დაენიშნოს ხველის დამაწყნარებელი საშუალება.

ბოლო დროს ამ სიტუაციაში ხველის ეფექტური და უსაფრთხო თერაპიისთვის წარმატებით ვიყენებთ კომპანია „მატერია მედიკა ჰოლდინგის“ კომპლექსური მოქმედების პრეპარატ რენგალინს, რომელმაც ღირსეულად დაიმკვიდრა თავი კლინიკურ პრაქტიკაში. ის ამცირებს მშრალი ხველის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას, როგორც დღისით, ასევე ღამით.

tamazi-1-1647516746.jpg

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

- როგორია ხველის მკურნალობის თანამედროვე მიდგომა?

- ხველას, როგორც წესი, მკურნალობენ ამოსახველებელი ან ხველის დამაწყნარებელი საშუალებებით. როგორც აღვნიშნე, საწყის ეტაპზე ვითარდება მშრალი ხველა, რომელიც ავადმყოფობის მესამე-მეხუთე დღეს პრომშრალ პროდუქტიულ (ნახველით) ხველაში გადადის. პროდუქტიული ხველის მიზეზი ბრონქული ხის ანთებითი პროცესია. მისი თავისებურება ისაა, რომ ამოხველების დროს პაციენტი შვებას გრძნობს, ანუ ნახველიანი ხველა უფრო ადვილი ასატანია და, მშრალი ხველისგან განსხვავებით, დიდად არც ცხოვრების ხარისხს აუარესებს.

გახსოვდეთ, ნებისმიერი ტიპის ხველა საყურადღებოა და გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა.

პროდუქტიული, მშრალი თუ გახანგრძლივებული ხველის სამკურნალოდ თამამად შემიძლია გირჩიოთ პრეპარატი რენგალინი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს უნივერსალური საშუალება ხველის პრობლემის მოსაგვარებლად, სამმაგი მოქმედების კომპლექსური პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შემავალი რელიზაქტიური კომპონენტები ბრადიკინინის და ჰისტამინის მიმართ უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო, ბრონქოდილატაციურ და ანტიჰისტამინურ ეფექტებს. ის ამცირებს შეშუპებას, ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, რაც განაპირობებს ხველის და ინფექციურ-ანთებითი პროცესის სწრაფ კუპირებას სასუნთქ გზებში. ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რენგალინი ეფექტურად ხსნის როგორც დღის, ასევე ღამის ხველას, თერაპიის პირველივე დღიდან ამსუბუქებს მას.

- რას იტყოდით COVID19-ის ფონზე განვითარებული ხველის შესახებ?

- მშრალი, შემაწუხებელი ხველა COVID19 ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომია და ხშირად ღამის პერიოდში შეტევითი ხასიათი აქვს. აღენიშნება COVID19-ით დაავადებულთა დაახლოებით 30-50%-ს, შემთხვევათა 80%-ში ეს არის მშრალი ხველა მცირე რაოდენობის ნახველით. პრაქტიკულად, ის შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ არაპროდუქტიულ ხველად, რომელიც არ განსხვავდება სხვა ვირუსული ინფექციების ფონზე განვითარებული ხველისაგან. მედიკამენტები, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, მიმართულია ხველის კუპირებისაკენ. რენგალინიც, სხვა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ COVID19 ინფექციის დროს. აქვე დავძენ, რომ რენგალინი რამდენიმე ქვეყანაში შევიდა ახალი კორონავირუსული ინფექციის დროს განვითარებული მწვავე ან ნარჩენი ხველის სამკურნალოდ, „პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის“ დროებითი გაიდლაინიების თანამედროვე ვერსიებში ბუტამირსა და ლევოდორიზინთან ერთად.

ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ხველის საწინააღმდეგო ფუნდამენტურად ახალი პრეპარატი არ შექმნილა, ამიტომ არის საყურადღებო რენგალინი, რომელიც ორიოდე წლის წინ გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე და თავი დაიმკვიდრა როგორც მეტად ეფექტურმა და უსაფრთხო მედიკამენტმა.

პრეპარატს აქვს გამოშვების ორი ფორმა:

საწუწნი აბები და ხსნარი (ბავშვებისთვის 3 წლიდან), რომელთა მიღება შესაბამისი დოზირებით მოწოდებულია დღეში 3-ჯერ.

R

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხველის მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები