მსხვილი ნაწლავის კიბო - სიმსივნე, რომლის პრევენცია შესაძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსხვილი ნაწლავის კიბო - სიმსივნე, რომლის პრევენცია შესაძლებელია

ხოლო სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილობის მხრივ - მე-2 ადგილზე. ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, მსხვილი ნაწლავის კიბო იმ იშვითი სიმსივნეების ჩამონათვალშია, რომლის პრევენცია შესაძლებელია რეგულარული სკრინინგით.

რა დაავადებაა მსხვილი ნაწლავის კიბო, რა ადრეული გამოვლინებები აქვს და როგორ შეიძლება მისი პრევენცია ან ადრეული ამოცნობა, ამის შესახებ გვესაუბრება ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი,კლინიკური ონკოლოგი- ხათუნა ბიბიჩაძე.

რას წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის კიბო?

მსხვილი ნაწლავის კიბო (ანუ კოლორექტული კიბო), რომელიც აერთიანებს კოლინჯის და სწორი ნაწლავის კიბოს, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას. ამ დროს ნაწლავის ლორწოვან გარსში ჩნდება ანომალიურისიმსივნური უჯრედები, რომლებიც იწყებენ უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას.

ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედია. ისინი მრავლდებიან, იზრდებიან, კვდებიან ადამიანის გენომში კოდირებული ინფორმაციის შესაბამისად. ამა თუ იმ ფაქტორის ზეგავლენით გენომში განვითარებული ცვლილებების, ე.წ. მუტაციების ხარჯზე უჯრედი აღარ ექვემდებარება გენომის ბრძანებას და იწყებს უკონტროლოდ ზრდას და გამრალებას. ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნე, რომალიც ჩაიზრდება როგორც ნაწლავის კედელში, ასევე ირგვლივმდებარე ქსოვილებში. სისხლის და ლიმფური სადინრებით ვრცელდება სხვა, შორს მდებარე ორგანოებში,რაც გულისხმობს მეტასტაზების განვითარებას.

კოლორექტული კიბოს სტატისტიკა საქართველოში ისეთივეა, როგორც მსოფლიოში: გავრცელების მხრივ მე-3 ადგილი, ხოლო სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილობის მხრივ - მე-2 ადგილი.

როგორია სქესთა შორის და ასაკის მხრივ განაწილება?

კოლორექტული კიბო უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ევროპაში დაავადება 20-დან 1 მამაკაცს და 35-დან 1 ქალს უვითარდება. აღნიშნული სიმსივნის სიხშირე მეტია ინდუსტრიალიზებულ და ურბანულ რეგიონებში. კოლორექტული სიმსივნის შემთხვევათა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) თავს იჩენს 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. შესაბამისად 50-70 წლის მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს კოლორექტული კიბოს სკრინინგის პროგრამაში. მაგრამ თუ ადამიანი კოლორექტული სიმსივნის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არის, საჭიროა სკრინინგის დაწყება 50 წლის ასაკამდე.

რა სიმპტომებით უნდა მივიტანოთ ეჭვი მსხვილი ნაწლავის კიბოზე?

ნაწლავის სიმსივნის ადრეულ სტადიებზე ბევრი პაციენტი უსიმპტომოა. სიმპტომები მრავალნაირი შეიძლება იყოს სიმსივნის ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.მაგალითად: მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნაწილში განვითარებული სიმსივნეები შეიძლება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს, რადგან ნაწლავის სანათური შედარებით ვიწროა და ობსტრუქცია ადრეულ ეტაპზე ხდება, მაშინ როცა მარცხენა ნაწილში განვითარებული სიმსივნეები შორს წასულ შემთხვევებშიც არ იწვევს გაუვალობის მოვლენებს.

პაციენთა უმეტესობას გამოხატული აქვს ისეთი ზოგადი სიმპტომატიკა, როგორიცაა: ნაწლავთა მოქმედების მუდმივი დარღვევა, ფაღარათი, ყაბზობა, განავლის კონსისტენციის ცვლილება, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი განავალი, მუდმივი დისკომფორტი მუცლის არეში, როგორიცაა სპაზმური ტკივილი და შებერილობა, ნაწლავის მოქმედების შემდეგ დაუცლელობის შეგრძნება, დაღლილობა ან სისუსტე, აუხსნელი წონაში კლება.

აღნიშნული სიმპტომები საკმარისია, რომ პაციენტმა მიმართოს ექიმს, მინიმუმ ჩაიტაროს სკრინინგი.

რა შეგიძლიათ გვითხრათ დაავადების რისკ-ფაქტორებზე?

დღეისათვის ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნე, უცნობია. თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, კიბოსწინარე დაავადებები, რომლებიც ზრდიან კიბოს განვითარების ალბათობას. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება კეთილთვისებიანი წარმონაქმნები. კოლორექტული კიბოს განვითარების რისკს ზრდის პოლიპის, ადენომის ხანგრძლივი ანამნეზი. როდესაც მსხვილი ნაწლავის პოლიპი ვლინდებასკრინინგული კვლევით, აუცილებელია მისი მოკვეთა, კიბოდ გადაგვარების პრევენციის მიზნით. ასევე, რისკ-ფაქტორად ითვლება მემკვიდრეობითი ფაქტორი - ყველაზე ხშირი მემკვიდრეობითი სინდრომი, რომელიც ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, არის ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი და ლინჩის სინდრომი. ასევე, მნიშვნელობა ენიჭება ასაკს - კოლორექტული კიბო შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობა დიაგნოსტირება 60 წლის ზევით ასაკის პირებში. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კიბოს განვითარების რისკი. რისკ- ფაქტორია ასევე, კუჭ-ნაწლავის დაავადებები - წყლული, პოლიპოზი, კრონის დაავადება; არასწორი კვება - ყველაზე მაღალი რისკი აღენიშნებათ პირებს, რომლებიც ცხიმით, კალორიებით მდიდარ და ბოჭკოებით ღარიბ დიეტას მოიხმარენ, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება.

ცხოვრების სტილის ცვლილებამ, შესაძლოა, შეამციროს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი. ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის სისტემატიურად მიღება , ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება , მოწევის შეწყვეტა, რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი წონის შენარჩუნება.

როგორია დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი?

დაავადების მიმდინარეობა მის ბიოლოგიაზე, პროგნოზი კი – დიაგნოსტირებაზეა დამოკიდებული, რადგან რაც უფრო ადრეულ სტადიაზე ვლინდება დაავადება, მით უფრო იზრდება პაციენტის გამოჯანმრთელების შანსი.

მაგალითად დაავადების I სტადიაზე გამოვლენისას ხუთწლიანი გადარჩენა 93.2%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კოლორექტული კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტთა 93,2% ცოცხალია დაავადების გამოვლენიდან ხუთი წელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკა არ გულისხმობს ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებს და ვერ გამოვიყენებთ ნებისმიერი პაციენტის გამოსავალის განსაზღვრისთვის. ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი იკლებს დაავადების გავრცელების პირდაპირპროპორციულად: პროცესის II სტადიაზე დიაგნოსტირებისას 72.2%-ია, პათოლოგიურ პროცესში რეგიონული ლიმფური კვანძების ჩართვის შემთხვევაში (III სტადია) - 44.3%, შორსწასული მეტასტაზების არსებობისას (IV სტადია) - 8.1%.

ამ მონაცემებით ნათლად ჩანს ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის მნიშვნელობა

კოლორექტული კიბოს მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

კოლორექტული კიბოს მართვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუ რა ზომისაა და რამდენად გავრცელებულია დაავადება. ადრეულ ეტაპზე, როცა კიბო მცირე ზომისაა და ჯერ კიდევ არ შორდება ნაწლავის კუნთოვან გარსს, არც ლიმფური კვანძებშია გავრცელებული- წამყვანია ქირურგიული მკურნალობა. II-III სტადიაზე (როცა სიმსივნე ჩაზრდილია კუნთოვან შრეში , ან გავრცელებულია ლიმფურ კვანძებში), შესაძლებელია გამოყენებული იქნას კომბინირებული მკურნალობა, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების როგორც ლოკალურ კონტროლს სხივური თერაპიით, ასევე შორს გავრცელების პრევენციას - ქიმიოთერაპიით.

ზოგადად, ქიმიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობას ქიმიოპრეპარატებით და მიმართულია კიბოს უჯრედების განადგურებისკენ. წამალი სისხლთან ერთად ცირკულირებს მთელს ორგანზმში და ანადგურებს კიბოს უჯრედებს. ამ სახის მკურნალობას, რომელიც მოიცავს მთელს ორგანიზმს, ეწოდება სისტემური მკურნალობა.

ქიმიოთერაპია უმეტესწილად კომბინირებულია, რაც გულისხმობს 2,3 ან მეტი წამლის კომბინაციას. რამდენიმე მედიკამენტის კომბინაციით იქმნება ქიმიოთერაპიის სქემები (რეჟიმები).

ქიმიოთერაპიასთან ერთად მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობაში გამოიყენება ტარგეტული ანუ სამიზნე თერაპია. რომლის დროსაც მედიკამენტი ანადგურებს კონკრეტულ სამიზნე უჯრედებს. სხვადასხვა ტარგეტული პრეპარტი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ამ ტიპის პრეპარატები უფრო ნაკლებად აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს ქიმიოპრეპარატებთან შედარებით. თუმცა ის ყოველთვის არ არის ეფექტური. მაგალითად, ზოგიერთი ტარგეტული პრეპარტი ეფექტურია მხოლოდ გარკვეული მუტაციის დროს.

სხივური თერაპია – ეს არის მკურნალობა მაიონიზებელი გამოსხივებით. სხივური თერაპია ხშირად გამოიყენება როგორც ქირურგიული მკურნალობის და ქიმიოთერაპიის დამხმარე მეთოდი კიბოს რეციდივის რისკის შესამცირებლად.

დღეისათვის მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შემუშავებულია კომპლექსური მიდგომა. მკურნალობის გეგმა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სიმსივნის იმუნობიოლოგიურ მახასიათებლებზე, პაციენტის მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, პაციენტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებულ ტოქსიურობაზე და სხვა მახასიათებლებზე.თითოეული პაციენტის მკურნალობა ძალზე ინდივიდუალურია და ხორციელდება მულტიდისციპლინარული მიდგომით - ქირურგების, კლინიკური და რადიაციული ონკოლოგების, მორფოლოგების და რადიოლოგების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად.

რა მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგს დაავადების პრევენციისა და დროულად აღმოჩენისთვის?

სანამ უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა გითხრათ, რომ კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანებამ (UICC) 2022 წლის მთავარ მოწოდებად გამოაცხადა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიბოს მართვის ხარვეზების აღმოფხვრა იმისთვის რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ონკოლოგიურ სერვისებზე, მიუხედავად მათი სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური ან გეოგრაფიული სტატუსისა.

საქართველოში ბევრი ხარვეზია კიბოს მართვის მხრივ. ერთ-ერთ სერიოზულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოლორექტული კიბოს სკრინინგული კვლევები უფასოა 50-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებში, ამ პროგრამის ცნობადობა, და შესაბამისად სამიზნე მოსახლეობის დაფარვის მაჩვენებელი ძალზედ დაბალია და სკრინინგის როლი დაავადების გამოვლენაში უმნიშვნელოა.

სკრინინგის მიზანია კიბოსწინა მდგომარეობის (პოლიპის) და ადრეული სტადიის სიმსივნის დიაგნოსტირება, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა გამოსავალს და გადარჩენას.

მილიონობით ადამიანი არ იტარებს საჭირო სკრინინგს. ისინი ხელიდან უშვებენ კოლორექტული სიმსივნის პრევენციის ან ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შანსს, მაშინ, როდესაც საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში კოლორექტული კიბოს განკურნება შესაძლებელია.

R