როგორ შეიძლება ჰიპერტონიის პროფილაქტიკა

ყველა მათგანი 1997 წ-დან 2015 წლამდე რეგულარულად ავსებდა კითხვარს 3 დღის კვების რაციონის შესახებ. თითოეული მონაწილე ღებულობდა საკუთარ „ცილის მრავალფეროვნების ქულას“, რომელიც ასახავდა ცილის მიღების 8 წყაროდან თუ რომელი იყო მონაწილეს რაციონში.
საუბარი იყო ისეთ წყაროებზე, როგორიცაა: მარცვლოვანი პროდუქტები, ხორცი, წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი და პარკოსნები. თითოეული წყარო ფასდებოდა ერთი ქულით და მაქსიმალური ქულა იყო 8. მკვლევარები შემდეგ ადარებდნენ ჰიპერტონიით დაავადების მაჩვენებელს „ცილის მრავალფეროვნების ქულას“.
აღმოჩნდა, რომ 2 ქულაზე ნაკლები ვისაც ჰქონდა, მათთან შედარებით 4 ქულიან ადამიანებში ჰიპერტონიის რისკი 66%-ით ნაკლები იყო. ამასთან, მკლვევარების განმარტებით, საუბარია სწორედ მრავალფეროვნებაზე და არა ცილის რაოდენობაზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
რაც შეეხება ჰიპერტონიის რისკსა და ცილის მოცულობას შორის კავშირს, როგორც მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, ყველაზე მაღალი შანსები დაავადების განვითარების ჰქონდა მათ, ვინც ღებულობდა ძალიან ცოტა ან ძალიან ბევრ ცილას.
ამგვარად, არტერიული წნევის მატების თავიდან აცილება შესაძლებელია დაბალანსებული კვების საშუალებით, რომელშიც ცილა ერთი კი არა სხვადასხვა წყაროებიდან იქნება წარმოდგენილი.