რა კავშირია იმუნიტეტსა და ნაწლავებს შორის

მედიკოსებმა ააგეს ნაწლავური ინფექციის Escherichia coli მოდელი, რომელშიდაც შესაძლებელი იყო დაენახათ როგორ მოქმედებდნენ თანდაყოლილი ეფექტორული უჯრედები ინფექციის ადრეულ სტადიაზე. კვლევის მსვლელობისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ILC3 უჯრედები, რომლებიც მნიშვნელოვან როლოს ასრულებენ იმუნურ პასუხში, ნარჩუნდება აქტიურ მდგომარეობაში პათოგენის ზემოქმედებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. ამას გარდა, მეორეული ინფექციებისას ILC3 „იმახსოვრებს“ ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვისათვის მოქმედების მექანიზმს.
მეცნიერების აზრით, ეს აღმოჩენა წარმოაჩენს იმუნური დაცვის ანტიბაქტერიულ მეაქნიზმს, რაც შემდგომში ნაწლავური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების საშუალებას იძლევა.