ადრეული დემენციის ნიშნები

ისეთები, როგორებიცაა ყურადღების კონცენტრაციის, დაგეგმვის უუნარობა, აბსტრაქტული აზროვნების დონის დაქვეითება. დღეისათვის მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ სმენის დაკარგვა შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადების როგორც ადრეული სიმპტომი, ასევე მისი აღმოცენების რისკფაქტორი.
დემენციის მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროდეგენერაციული მოშლილობა, თავის ტრავმა, ზოგიერთი ინფექცია, მეტაბოლური დარღვევები, გარკვეული ვიტამინების ნაკლებობა. ალცჰაიმერის დაავადება და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი წარმოადგენს ამ სინდრომის აღმოცენების ხშირ მიზეზს.
დღეისათვის დემენციის მკურნალობის ქმედითი საშუალებები არ არსებობს. ამიტომ აუცილებელია მისი პროფილაქტიკის დროული დაწყება. დემენციის განვითარების რისკს ამცირებს უცხო ენების შესწავლა და აქტიური ურთიერთობები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს ზომიერი ფიზიკური დატვირთვისაკენ თამაშებისა და ჰობის საშუალებით, რომლებიც მოითხოვენ მეხსიერებისა და აზროვნების ლოგიკის ინტენსიურად ჩართვას, კოგნიტური უნარების რეგულარული ვარჯიშისაკენ.