/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა როლი ენიჭება რეაბილიტაციას ხერხემლის დაავადებების მკურნალობაში

ხერხემლის სხვადასხვა დაავადებამ, ტრავმამ, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებამ შეიძლება

გამოიწვიოს ორგანიზმის მრავალი ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება.

ხერხემლის დაზიანების შედეგად დაკარგული ან დარღვეული ფუნქციების აღსადგენად მნიშვნელოვანია არა მარტო სწორად დანიშნული მკურნალობა, არამედ დროული რეაბილიტაცია. ხერხემლის დაავადებების დროს რეაბილიტაციის აუცილებლობასა და წარმართვის თავისებურებებზე გვესაუბრება რეაბილიტოლოგი, თეა ადამია.

- ქალბატონო თეა, ხერხემლის რა სახის დაზიანების შემდეგ არის საჭირო რეაბილიტაცია?

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია სჭირდება დაავადებების უმრავლესობას, ანუ პრაქტიკულად სამი ზრდასრული ადამიანიდან ორს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება რეაბილიტაცია. ხერხემალი ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი, ამიტომ დაავადება, დაზიანება, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს რეაბილიტაციას.

- პაციენტის ორგანიზმის რა პარამეტრებია გასათვალისწინებელი რეაბილიტაციის პროცესში?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

- პირველ ყოვლისა, ვითვალისწინებთ პაციენტის ძირითად ჩივილს. საუბარი პაციენტთან იწყება კითხვით, რა არის თქვენთვის ყველაზე რთული. მოგეხსენებათ, რეაბილიტაცია არის პაციენტზე ორიენტირებული ქმედება და სამედიცინო და არასამედიცინო ჩარევების ერთობლიობა. ამიტომ ვითვალისწინებთ პაციენტის ჩივილს, მის შესაძლებლობებს, ნარჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვაანალიზებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ პაციენტის ორგანიზმისთვის და არა კონკრეტული დიაგნოზისთვის.

- რამდენად მნიშვნელოვანია ხერხემლის დაზიანების შემდეგ მკურნალობასთან ერთად რეაბილიტაცია?

- რეაბილიტაცია მკურნალობის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი ეტაპია. როგორც ვერ ვიტყვით, როდის დავიწყოთ მკურნალობა დიაგნოსტიკის გარეშე თუ დიაგნოსტიკით, ასევე ვერ განვიხილავთ ცალ-ცალკე რეაბილიტაციასა და მკურნალობას. ხერხემლის დაავადებების დროს რეაბილიტაცია მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

- რა მიზანს ისახავს ხერხემლის დაზიანების შემდეგ რეაბილიტაცია?

- რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ჩივილების შემცირებას და პაციენტის გააქტიურებას. თუ პაციენტის ჩივილის მიზეზის კორეგირება შესაძლებელია რეაბილიტაციური ღონისძიებებით, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუ არა, მაშინ გარემო უნდა მოერგოს პაციენტის მოთხოვნილებებს.

- რა პროცედურებს მოიცავს სარეაბილიტაციო ღონისძიებები?

- პირველ რიგში, ეს არის რეაბილიტაციის გეგმის შედგენა, პაციენტის ფუნქციური სტატუსის შეფასება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც დიაგნოზი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში უცვლელი დარჩეს, მაგრამ ფუნქციური სტატუსი შეიცვალოს, ანუ უნდა შეფასდეს, როგორ გავლენას ახდენს დაავადება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, მის ფუნქციონირებაზე, ჩართულობასა და ქმედითუნარიანობაზე. საჭიროა, პაციენტთან ერთად გაიწეროს მიზანი, მოლოდინები, მიზნის მიღწევის გზა, წინააღმდეგობები ამ გზაზე და მათი ერთობლივად გადალახვის საშუალებები.

- რა როლი ენიჭება რეაბილიტაციის პერიოდში მედიკამენტურ თერაპიას?

- რეაბილიტაცია გულისხმობს სამედიცინო და არასამედიცინო ჩარევათა ერთობლიობას. ამიტომ, თუ პაციენტს ძირითადი დიაგნოზის გამო მედიკამენტური მხარდაჭერა სჭირდება, ის ჩვეულებრივად უნდა გაგრძელდეს.

- რამდენად მნიშვნელოვანია სამკურნალო მასაჟი და ფიზკულტურა?

- სამკურნალო მასაჟი არის რელაქსაციის ერთ-ერთი საშუალება და მისი გამოყენება შედარებით შეზღუდულია ხერხემლისა და საზოგადოდ, დაავადებების მკურნალობაში. რაც შეეხება ვარჯიშს, ანუ კინეზოთერაპიას, როგორც ახლა ვუწოდებთ მას, არის მნიშვნელოვანი, ყველაზე იაფი, ადამიანის ორგანიზმისთვის ფიზიოლოგიური და ეფექტური.

- წყლის პროცედურები და ცურვა რამდენად დასაშვები და ეფექტურია ხერხემლის დაზიანების შემთხვევაში?

- ცურვასთან დაკავშირებული მიდგომები ორაზროვანია, რადგანაც გარკვეულ უნარს საჭიროებს, ანუ, სულ მცირე, ადამიანმა ცურვა უნდა იცოდეს. თუ არ იცის, ახალი უნარის შესწავლა, მაშინ როდესაც ადამიანს სრულფასოვანი არ აქვს ძვალ-სახსროვანი სისტემა, ცოტათი რთულია. მაგრამ წყალში ვარჯიში, რომელიც არ გულისხმობს ცურვას, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგანაც ხერხემალზე ვერტიკალური დატვირთვა მინიმუმამდეა შემცირებული. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანი იღლიის დონემდე წყალში თუ დგას, მისი წონის მხოლოდ 20% აწვება ხერხემალს ვერტიკალურად. ხერხემლის დაავადებებისას ადამიანს მოძრაობა შეზღუდული აქვს და წყალში ვარჯიში საშუალებას გვაძლევს გადავლახოთ მოძრაობის გარკვეული ეტაპი. როგორც ცნობილია, წყლის სიმკვრივე ჰაერისას აღემატება. შესაბამისად, წყალი ნებისმიერი, მარტივი მოძრაობების შესრულების საშუალებას გვაძლებს, რათა ხერხემლის ირგვლივ კუნთები, რომლებსაც ხერხემლის დაცვა ევალებათ, რბილად გავაძლიეროთ.

- რისი გაკეთება არ შეიძლება ხერხემლის დაზიანებისას, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა?

- არაფრის, რაზეც პაციენტი იტყვის, რომ ეს მისთვის რთულია. ვარჯიში გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში რეგულარულ, გარკვეული ინტენსივობის აქტივობას. ამიტომ ვარჯიშის ან რაიმე ტიპის აქტივობის დაგეგმვისას ოქროს წესი გვაქვს ასეთი: არაფერი გავაკეთებინოთ, რაც ადამიანს არ მოსწონს, ან პაციენტის სუბიექტური შეფასებით რთულია.

- რა შედეგს უნდა მოელოდეს პაციენტი რეაბილიტაციის შემდეგ?

- შედეგი უნდა იყოს გაწერილი და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად დაისვა დიაგნოზი, რამდენად სწრაფად დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, რამდენად აქტიურად იყო ჩართული პაციენტი ან მისი თავმდგმური რეაბილიტაციის პროცესში.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რეაბილიტაციის პროცესი და როდისაა მისი დაწყება ყველაზე უფრო შედეგიანი?

- რაც უფრო სწრაფად დავიწყებთ რეაბილიტაციის პროცესს გონიერების ფარგლებში, მით უკეთესია, რადგანაც უმოძრაობა თავისთავად აზიანებს ძვალ-სახსროვან სისტემას და ეს არის ე.წ. „გამოუყენებლობით“ დაზიანება, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც მეორეული გართულება. ამის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანებაზე და პაციენტის ორგანიზმის აღდგენის პოტენციალზე.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს რეაბილიტაციის პროცესში?

- პაციენტისთვის ყველაზე მარტივი რჩევაა ის, რომ მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული რეაბილიტაციის პროცესში და ითანამშრომლოს ექიმთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა როლი ენიჭება რეაბილიტაციას ხერხემლის დაავადებების მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები